რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    ზამთრის სეზონზე ევკალიპტის ზეთი აუცილებლად იქონიეთ სახლში - უებარია ყელის ტკივილის, სურდოს, ართრიტისა და კუნთების დაჭიმულობის დროს - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    ზამთრის სეზონზე ევკალიპტის ზეთი აუცილებლად იქონიეთ სახლში - უებარია ყელის ტკივილის, სურდოს, ართრიტისა და კუნთების დაჭიმულობის დროს

    ევკალიპტი ფილტვის ეპითელიუმსაც ააქტიურებს, რაც სასუნთქ გზებს ნახველისა და ზედმეტი ლორწოვანისაგან ათავისუფლებს. ასე რომ, ევკალიპტის ზეთი ინფექციებთან ბრძოლისათვის შესანიშნავი საშუალებაა.

    დადასტურებელია რომ ევკალიპტის ზეთი ბრონქიტის, ასთმის და ფილტვების ქრონიკული ობსტუქციული დაავადების დროს ეფექტურია. ის უამრავი ნაზალური სპრეისა და ხველის სამკურნალო წამლების შემადგენლობაში შედის. მას საოცარი უნარი აქვს ხველა, გაციების სიმპტომები და სინუსური პრობლემები შეგიმსუბუქოთ, ამასთან მას დამამშიდებელი მოქმედება აქვს.

    • ცხელ წყალში 1-2 წვეთი ეთერზეთი ჩააწვეთეთ დ 5-10 წუთი ჩაიტარეთ ინჰალაცია.

    ის ეფექტურია ალერგიების დროსაც. ევკალიპტის წვეთები ან სანთელი ალერგიის სიმპტომებს შველის. მისი ზეთი ალერგიულ რინიტსაც უხდება.

    ევკალიპტის ზეთს ანთების საწინააღმდეგო ეფექტთან ერთად, ანტიბაქტერიული თვისებებიც აქვს. ეთერზეთი ხსნის ყელის ტკივილსაც.

    • თბილ წყალში ჩააწვეთეთ 1 წვეთი ევკალიპტის ზეთი და გამოივლეთ ყელში, არ გადაყლაპოთ.

    რაც შეეხება იმუნიტეტს, ევკალიპტის ზეთი სისხლში მაკროფაგების ზრდას იწვევს, რაც იმუნური სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. ეთერზეთი იმუნიტეტის მასტიმულირებელია, ამიტომაც ეფექტურად გვიცავს გაციებისა და ინფექციებისაგან. გირჩევთ, ზამთრის პერიოდში სახლში რეგულარულად გააფრქვიოთ ევკალიპტის ეთერზეთი.

    ზოგიერთი ანალგეტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ინგრედიენტი ევკალიპტია. ეს არის ტკივილგამაყუჩებელი სპრეები, მალამოები და აშ. ართრიტის დროს ევკალიპტის ზეთი ტკივილს აყუჩებს და უებარია. ის ეფექტურია პოსტოპერაციული ტკივილის დროსაც. სახსრების ტკივილთან ერთად, ევკალიპტის ზეთი კუნთებსაც უხდება, ებრძვის დაჭიმულობას და ქრონიკულ ტკივილს, შეშუპებას, ანთებას ამცირებს. ეთერზეთი ეფექტურია ზურგის, მუხლებისა და იდაყვების ტკივილისას.

    ევკალიპტის ზეთი სოკოებსაც ანადგურებს. ის გამოიყენება ე.წ ათლეტის ფეხის სამკურნალოდ, რომელსაც სოკოვანი ინფექცია იწვევს. ამასთან, ევკალიპტის ზეთი ეფექტურია ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდაც.

    • ქოქოსის ზეთს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ზეთი და შეიზილეთ დაზიანებულ ადგილას.