რუბრიკები

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ფიტოთერაპია და ვიტილიგო - შავი პილპილი და საჭმელი სოდა, აურიეთ ერთმანეთში და დაიტანეთ კანზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიტოთერაპია და ვიტილიგო - შავი პილპილი და საჭმელი სოდა, აურიეთ ერთმანეთში და დაიტანეთ კანზე

მინდა მოგაწოდოთ რამდენიმე რეცეპტი ვიტილიგოს სამკურნალოდ.

  • კანის იმ უბნებში, სადაც თეთრი ლაქები გაქვთ, დღეში 2-3-ჯერ შეიზილეთ ძირთეთრას ფესვების წვენი. ამ დღეებში რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატაროთ მზეზე. ან: დღეში 2-ჯერ თხლად შეიზილეთ კანში ძირთეთრას მალამო (2 სუფრის კოვზ ძირთეთრას გამომშრალ ყვავილს შეურიეთ 100 გრამი ღორის მუცლის ქონი; შედგით ნელ ცეცხლზე, შეათბეთ, გადმოდგით და გადაწურეთ).
  • 1 სუფრის კოვზ კრაზანას გამომშრალ ფოთლებსა და ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ, სამი კვირის განმავლობაში. ერთი კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. მკურნალობა 4-6 თვეს მოითხოვს. ამავე დროს ისვით კრაზანას ზეთიც: აიღეთ 1 წილი ბალახი, დაასხით 10 წილი ზეთი, გააჩერეთ 3 საათის განმავლობაში, ჩადგით წყლის აბაზანაში, შემდეგ გაფილტრეთ და გაწურეთ. კრაზანა ზრდის ულტრაიისფერი სხივებისადმი კანის მგრძნობელობას, ამიტომ პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ მზის ხანმოკლე აბაზანა. უმჯობესია, დაიწყოთ 1-2 წუთით და ყოველდღიურად 1-2 წუთი მიუმატოთ. კურსი 20-30-დღიანია.
  • აიღეთ 20-20 გრამი გვირილის ყვავილი, სალბის ფოთოლი, კრაზანა, კალენდულას ყვავილი, შავთავას ბალახი, ჭინჭრის ფოთოლი, ორკბილა. დააქუცმაცეთ, აურიეთ ერთმანეთში, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით დააყენეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ ჭამამდე, 2 თვის განმავლობაში.
  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით შავი პილპილი და საჭმელი სოდა, აურიეთ ერთმანეთში, შეიზილეთ ნარევი კანში.

კახაბერ ქარცივაძე, ხულო