კიდევ ახსოვთ თუ არა?.. - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიდევ ახსოვთ თუ არა?..

;

  • მუშტებით, ექიმო

ცინცხალი ისტორიით დავიწყებ, რომელიც სულ ახლახან მიამბო ჩემმა მეგობარმა გინეკოლოგმა.პროფილაქტიკური კვლევისთვის სატუსაღოდან ქალები მოიყვანეს. ექიმი ერთ-ერთ მათგანს ეკითხება: "გათხოვილი ბრძანდებით, ქალბატონო?" "დიახ". "შვილები გყავთ?" "დიახ". "როდის იმშობიარეთ?" "პირველი შვილი ოცი წლისამ გავაჩინე, მეორე კი - ორმოცდასამი წლისამ". "ამ ხნის მანძილზე თავს როგორ იცავდით?" - დაინტერესდა გინეკოლოგი. "მუშტებით, ექიმო", - დაუფიქრებლად უპასუხა პაციენტმა.

sicili.jpg

  • კიდევ ახსოვთ თუ არა?..

ერთხელ, სტუდენტობისას, საოპერაციოში ასეთ დიალოგს შევესწარი: "მითხარით, ქალბატონო, - მიმართა საოპერაციო მაგიდაზე მწოლიარე პაციენტმა საოპერაციო დას, - მართალია, რომ ოპერაციას თავად პროფესორი - კათედრის გამგე გამიკეთებს?" "დიახ, მართალია, - დაუდასტურა ექთანმა, - წელიწადში ერთი-ორჯერ იღებს სკალპელს ხელში, რომ შეამოწმოს, ჯერ კიდევ ახსოვს თუ არა რამე".

sicili.jpg

  • ოპერაციის დროს მაინც თუ შეიძლება წოლა?

ქირურგი პაციენტს ამშვიდებს: "ეს სულ უბრალო ოპერაციაა. ნახევარი საათის შემდეგ ფეხებს აამოძრავებთ, ერთი საათის შემდეგ ლოგინს შემოურბენთ, ხოლო საღამოს საკუთარი ფეხით წახვალთ შინ". "მართლა? რა შესანიშნავია! მაგრამ ოპერაციის დროს მაინც თუ შეიძლება წოლა?"

sicili.jpg

  • ძალიან ცოტა საჭმელს აყოლებთ

ექიმის კაბინეტში შედის პაციენტი, რომელსაც მთელი სხეული უკანკალებს და ნერვიულად მიმართავს ექიმს: "ოღონდ არ მითხრათ, რომ ბევრს ვსვამ!" "როგორ გეკადრებათ, ბატონო, - მშვიდად პასუხობს ექიმი, - უბრალოდ, თქვენ ძალიან ცოტა საჭმელს აყოლებთ".

sicili.jpg

  • მარცვლეული ხომ არ დავთესოთ?

ჩერნობილის კატასტროფიდან ათი წლის შემდეგ რუსეთის გოსდუმაში გაცხარებული ბჭობა მიმდინარეობს: "რა ვქნათ, როგორ გამოვიყენოთ ეს უზარმაზარი გაუკაცრიელებული ტერიტორია? მარცვლეული ხომ არ დავთესოთ?" "არ შეიძლება, იქ ხომ რადიაციაა!" "ესე იგი, ვერც კარტოფილს დავთესავთ?!" "მოდით, თამბაქო დავთესოთ და სიგარეტის კოლოფზე დავაწეროთ: "რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო უკანასკნელად გაფრთხილებთ..."

sicili.jpg

  • თანამეინახეობას მაინც გაგიწევთ!

განცხადება გაზეთში: "მესამე თაობის ალკოჰოლიკი სწრაფად და უმტკივნეულოდ ხსნის ნებისმიერ კოდირებას. მობრძანდით, არ ინანებთ! თუ მორჩენა ვერ შევძელი, თანამეინახეობას მაინც გაგიწევთ!"

sicili.jpg

  • თავისიანებს ჯერ კიდევ სცნობს

"ახალი ქართველი" კვდება. მის სარეცელთან შეკრებილან ნათესავები, მეგობრები, პარტნიორები. ავადმყოფი ბოდავს და საშინლად ილანძღება: "ქურდებო, მკვლელებო, გარეწრებო, არამზადებო!" "მდგომარეობა არც ისე ცუდია, - ჩაილაპარაკა ექიმმა, - თავისიანებს ჯერ კიდევ სცნობს".

sicili.jpg

  • მამა რომ გამოგეხარშათ?

ორი ბავშვი საუბრობს. ერთი ეუბნება მეორეს: "მამას გრიპი აქვს და დედა თეთრეულს ხარშავს". "რატომ?" - გაუკვირდა მეორეს. "იმიტომ, რომ მამაჩემის სხეულში არსებულმა მიკრობებმა სხვებიც არ დაასნებოვნოს". "ჰო... მაგრამ უფრო ადვილი არ იქნებოდა, მამა რომ გამოგეხარშათ?"

sicili.jpg

  • რა არის ტრადიციული ნარკოზი?

პაციენტი ექიმს ეკითხება: "ექიმო, რა არის ტრადიციული ნარკოზი?" "ბევრის ცოდნა მალე დაგაბერებთ. სჯობს, დროზე გამოცალოთ ეგ ჭიქა. აი, თქვენ ერთი კათხა ლუდიც და სწრაფად აძვერით საოპერაციო მაგიდაზე!.."

sicili.jpg

  • საავადმყოფოში უნდა გადამეყვანა შენი გოჭიო

მეგობარი მყავს ექიმი, თავის სოფელსა და რაიონში მეტად დაფასებული ადამიანი. ერთხელ მანქანით მოდიოდა ქალაქში და სადღაც სოფლის ორღობეში გოჭს დაარტყა. "ჯერ შემეშინდა, შემდეგ კარგმა აზრმა გამიელვა თავში, - მიყვებოდა მოგვიანებით, - მოკლედ, მანქანიდან გადმოვედი, მიმოვიხედე ირგვლივ, არავინ ჩანდა. ვტაცე გოჭს ხელი და საბარგულში ჩავაგდე. მოულოდნელად იქვე ბუჩქები გადაიწია და გზაზე გლეხი გამოვიდა. ჯერ დაბღვერილმა შემომხედა, მაგრამ მერე ეტყობა მიცნო და: - ა-ა, ექიმო, ახლა არ მითხრათ, საავადმყოფოში უნდა გადამეყვანა შენი გოჭიო".

sicili.jpg

  • არც საჭმელს ითხოვს და არც სასმელს

ქირურგიულ განყოფილებაში ექიმების შემოვლაა. "გამარჯობა. აბა, რას შვრება თქვენი ფეხი?" "რა მოგახსენოთ, ექიმო... ეგერ, დევს თავისთვის, არც საჭმელს ითხოვს და არც სასმელს".

sicili.jpg