/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რა საშიშროების შემცველია გვერდზე წოლა

რა საშიშროების შემცველია გვერდზე წოლა
ერთსადაიმავე პოზაში ძილის ჩვევა მოქმედებს კბილებისა და თანკბილვის მდგომარეობაზე. ღია პირით, მუცელზე ან გვერდზე წოლა იწვევს სახის ერთ მხარეზე ზეწოლას.

ამ დროს ყბები გადახრილია ნეიტრალური მდგომარეობიდან, ხოლო კბილები და მთელი საღეჭი სისტემა ტრავმირდება. დროთა განმავლობაში ამგვარმა ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების მდგომარეობის და შედეგად სახის ფორმის ცვლილება.

ასევე საშიშია სახის ქვეშ ხელის მოთავსებაც ძილის დროს. ამ მდგომარეობაში ძილმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თანკბილვის დაღვევა კბილებზე არათანაბარი დატვირთვის გამო. მსგავსი შედეგების თავიდან ასაცილებლად, უნდა შევარჩიოთ კარგი ბალიში, რომლის გამოყენებისას კისერი იქნება მატრასის პარალელურად განთასვებული, ხოლო ყბები მოდუნებულ მდგომარეობაში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვარგისია ხელჩართული ბრძოლისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვარგისია ხელჩართული ბრძოლისთვის

უროლოგის კაბინეტთან მამაკაცი ზის, რომელსაც ენა ებმის. იღება კარი და ექიმის კაბინეტიდან მამაკაცი გამოდის.

-"ა-აბა-ა, რ-რ-როგორ ხა-არ? რა-ა გ-გ-გიპოვა ე-ე-ექიმ-მა?"

-"პროსტატიტის დიაგნოზი დამისვა".

"ე-ე-ეს რ-რ-რა ა-ა-არის?"

"რა და, ზუსტად ისე ვშარდავ, როგორც შენ ლაპარაკობ!!!"

images-1701861616.jpg

წარწერა კოსმეტოლოგიური კაბინეტის კარებზე:

"მობრძანდით, ჩვენ ვერაფრით შეგვაშინებთ!"

images-1701861616.jpg

ნაცნობი - ექიმს: "რატომ ეკითხები ყველა პაციენტს, რა მიირთვა ვახშმად? ამას რამე მნიშვნელობა აქვს?"

"აქვს, რადგან სწორედ მენიუს მიხედვით ვადგენ, შეუძლიათ თუ არა მკურნალობის საფასურის გადახდა".

images-1701861616.jpg

"როცა ახალგაზრდა ვიყავი, - ამბობდა ერთი ცნობილი ექიმი, "ძალიან მინდოდა მხატვარი გავმხდარიყავი".

"რატომ გადაიფიქრეთ?" "

ფერწერაში ყველა შეცდომა ჩანს, მედიცინაში კი მათ პაციენტებთან ერთად მარხავენ".

images-1701861616.jpg

პათანატომის სადღეგრძელო: "მოდი, იმას გაუმარჯოს, რომ მხოლოდ ასეთ მაგიდასთან შევხვედროდეთ ერთმანეთს".

images-siciliki-1701860350.jpg

პაციენტის გასინჯვის დროს ექიმმა მუცლის მარჯვენა მხარეს ნაჭრილობევი შეამჩნია და ავადმყოფს ჰკითხა: "ეს აპენდიციტის ოპერაციის შედეგ დარჩენილი ნაიარევია?"

"დიახ, ექიმო, ოპერაცია მართლაც გამიკეთეს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, აპენდიციტის გამო თუ პროფესიული ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად..."

images-2-1701862352.jpg

ფსიქიატრთან მიღებაზე:

"იცით, ექიმო, ჩემს ქმარს ჰგონია, რომ თვითმფრინავია".

"ეს როგორ?"

"აი, მაგალითად, გუშინწინ საღამოს დამირეკა და მითხრა, რომ სახლში ვერ მოვიდოდა, იმიტომ, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მხოლოდ სათადარიგო აეროდრომზე დაჯდომის უფლებას აძლევენ".

"ალბათ, გეხუმრათ, ქალბატონო".

"არ ვიცი, არ ვიცი... მერე სტიუარდესამ დარეკა და მითხრა, რომ ჩემს ქმარს ტექნიკური ხასიათის პრობლემებიც აქვს - შასის გამოშვება ვერაფრით მოახერხა".

images-1701861616.jpg

სამხედრო სამედიცინო კომისია.

თვალის ექიმის წინ ახალწვეული დგას. "აბა, მითხარით, ეს რა ასოა?"

"ვერ ვხედავ, ექიმო".

"უფრო ახლოს მიდით. ახლა მითხარით, ეს რა ასოა?"

"მაინც ვერ ვხედავ, ექიმო".

"კარგი. კიდევ მიიწიეთ დაფისკენ. ახლა ხედავთ?"

"მგონი, ახლა ვხედავ, ექიმო".

"თავისუფალი ხართ. მანძილი - 50 სანტიმეტრი. ასეც ჩავწერ: "ვარგისია ხელჩართული ბრძოლისთვის".

images-1701861616.jpg

ქირურგი სახლში უგუნებოდ დაბრუნდა. მეუღლე ეკითხება: "ძვირფასო, რა მოგივიდა?"

"სამსახურიდან გამომაგდეს".

"რისთვის?"

"შურიანები! - ჰიპოკრატეს ფიცი დაარღვიე, ჰიპოკრატეს ფიცი დაარღვიე..."

"არ დაგირღვევია?"

"რა თქმა უნდა, არა. თავად განსაჯე, ოდესმე დაუწერია ჰიპოკრატეს, რომ არ შეიძლება პაციენტის ორგანოების საზღვარგარეთ გაყიდვა?!"

images-siciliki-1701860350.jpg

პაციენტმა ექიმთან დაიჩივლა: "ექიმო, ვიძინებ - კოშმარები მესიზმრება, ვიღვიძებ - კოშმარი გვერდით მიწევს!.."

images-2-1701862352.jpg

სამედიცინო ინსტიტუტის ლექციაზე სტუდენტი ეკითხება მოხუცებულ პროფესორს: "იმპოტენცია რა არის?"

"პროფესორს სახეზე ღიმილმა გადაურბინა: "იმპოტენცია - ეს ისეთი მოვლენაა, რომლის დროსაც გრავიტაციის ძალა საპირისპირო სქესისადმი მიზიდულობის ძალას აჭარბებს".

images-siciliki-1701860350.jpg

"შვილო, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ, - ეუბნება მამა შვილს, - უკვე დროა, სექსის შესახებ ვილაპარაკოთ. მითხარი, მეგობარი გოგონა გყავს?"

"კი, მამა".

"ახლა კი სექსის შესახებ: იმ შენს მეგობარს სიმპათიური დაქალი ხომ არ ჰყავს?.."

images-siciliki-1701860350.jpg

კითხვა: რა საერთო აქვთ ახლომხედველ გინეკოლოგსა და ძაღლს?

პასუხი: სველი ცხვირი.

images-1701861616.jpg

ექიმები დილის კონფერენციის შემდეგ ავადმყოფთა პალატების შემოვლას იწყებენ. შედიან ერთ-ერთ პალატაში: "აქ რომელი ავადმყოფები წვანან?" - კითხულობს განყოფილების გამგე.

ექთანი: "ამას ხელი აქვს მოტეხილი, პროფესორო, მოტოციკლიდან გადმოვარდა. ეს კი, გატეხილი თავით, პირდაპირ მშენებლობიდან მოიყვანეს, ხარაჩოდან გადმოვარდნილა საწყალი".

ექიმი: "კუთხეში მთლად დალურჯებული რომ წევს, ის საიდანღა მოიყვანეს?"

ექთანი: "ის თავად მოვიდა, ბატონო!"

"როგორ თუ თავად?"

"სარეკლამო აგენტია. ახალი სავარცხლებით მოვიდა ჩვენთან".

"და მერე რა მოხდა?"

"ეს საწყალი გუშინ ჩვენს მთავარ ექიმთან შესულა და სავარცხელი შეუთავაზებია. ჰოდა, გარდა იმისა, რომ ჩვენი მთავარი ექიმი მელოტია, თურმე გუშინ ძალიან ცუდ გუნებაზეც ყოფილა..."