ანტირინოლი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ანტირინოლი - ANTIRINOL - АНТИРИНОЛ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): sodium cromoglicate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია პოხიერი უჯრედების მემბრანების მასტაბილიზირებელი საშუალებები საინჰალაციო მოქმედების პრეპარატები
მწარმოებელი კომპანია: Rafarm S.A.
მწარმოებელი ქვეყანა: საბერძნეთი
გამოშვების ფორმა: 2%-იანი ნაზალური სპრეი ფლაკონი 26მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა:
2%-იანი დოზირებული ნაზალური სპრეი, ფლაკონი 26მლ
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის კრომოგლიკატი 20მგ/მლ-ში
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,1მგ, ნატრიუმის ედეტატი 0,1მგ, გასუფთავებული წყალი 1მლ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნატრიუმის კრომოგლიკატი აინჰიბირებს სენსიბილიზებული პოხიერი უჯრედების მიერ ალერგიული რეაქციის მედიატორების გამონთავისუფლებას. მედიატორული პასუხის ლორწოვან გარსში ინჰიბირება იწვევს როგორც ადრეულ ისე მოგვიანებით სტადიაზე მედიატორული პასუხის ინჰიბირებას.
ფარმაკოკინეტიკა:
დოზირებული აეროზოლის ინჰალაციისას მიღებული დოზის 10% აბსორბირდება ლორწოვანი გარსიდან და ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. გამოშვების ყველა ფორმისთვის: პრეპარატის დანარჩენი დოზა გამოიყოფა ჰაერის ნაკადთან ერთად ან ილექება ხახაში, შემდეგ იყლაპება და გამოიყოფა ორგანიზმიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისტემურ მიმოქცევაში ხვდება მიღებული დოზის 1%. პლაზმის ცილებს უკავშირდება შექცევადად 65%, არ მეტაბოლიზდება. გამოიყოფა ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით შარდითა და ნაღვლით თანაბარი რაოდენობით.
ჩვენებები:
გამოიყენება ალერგიული რინიტის მკურნალობისა და პოფილაქტიკისთვის მოზრდილებსა და ბავშვებში.
მიღების წესები და დოზები:
ბავშვებსა და მოზრდილებში: 2საინჰალაციო დოზა 4-ჯერ დღეში. ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევისას შესაძლებელიაშემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა, რომელიც ინდივიდუალურად ირჩევა. დოზის მომატება შესაძლებელია დაავადების მძიმედ მიმდინარეობისას ან გაძლიერებული ანტიგენური მოქმედებისას 6-8-მდე დღეში ჯერადობის გაზრდით.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა დაფიქსირდეს ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანების ნიშნები.
უკუჩვენება:
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ინიშნება, როცა სარგებელი აღემატება ნაყოფისა და ბავშვისთვის მიყენებულ ზიანს.
განსაკუთრებული მითითებები:
ბრომჰექსინისა და ამბროქსოლის შემცველი პრეპარატები არ უნდა შეერიოს კრომოგლიკატის ხსნარს ინჰალაციისას. პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
შენახვის პირობები და ვადები:
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა: გახსნიდან 28 დღე
აფთიაქში გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი (გაიცემა რეცეპტით)
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად