/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */
ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });
ჰემანგიომა სისხლძარღვის კედლიდან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა. კეთილთვისებიან სიმსივნეთა 25 და რბილი ქსოვილების სიმსივნეთა 45 პროცენტი ჰემანგიომების წილად მოდის.
ლოკალიზაციის მიხედვით ჰემანგიომები სამ ჯგუფად იყოფა:
ღვიძლის ჰემანგიომა
ღვიძლის ჰემანგიომა ჯანმრთელი ადამიანების 7%-ს აქვს, ამასთანავე, ქალებს - 4-6-ჯერ ხშირად. საქმე ის არის, რომ ქალის სასქესო ჰორმონები პროვოცირებას უწევს ჰემანგიომების წარმოქმნასა და ზრდას.
ღვიძლის ჰემანგიომების უმრავლესობას შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე ორგანოს ულტრაბგერითი გამოკვლევისას. ისინი უმეტესად მცირე ზომისაა (შედარებით იშვიათია ისეთი ფორმები, რომელთა დიამეტრიც რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს), ჩივილებს არ იწვევს და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.
დიდი ზომის ჰემანგიომამ კი შესაძლოა სიმპტომთა წყება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა ორგანოს მახლობლად მდებარეობს ან სანაღვლე გზებს აწვება. ასეთ დროს თავს იჩენს ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიდდება ღვიძლი. იშვიათად ჰემანგიომა სკდება. მაგალითად, ტრავმის, თრომბოზის დროს. გახეთქვას ძლიერი ტკივილი და მუცლის ღრუში სისხლდენა მოჰყვება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.
ჰემანგიომაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია მისი დიფერენცირება ღვიძლის სხვა სიმსივნეებისგან, მათ შორის - ავთვისებიანი სიმსივნეებისგანაც. ამაში სპეციალისტებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სცინტიგრაფია ეხმარება. ჰემანგიომის დიაგნოსტიკისას ბიოფსიას არ მიმართავენ, რადგან მანიპულაციამ შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს.
ღვიძლის ჰემანგიომა, ჩვეულებრივ, მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ თუ მეტისმეტად გაიზარდა და შემაწუხებელი სიმპტომები გამოიწვია, დღის წესრიგში დგება მისი ოპერაციული მკურნალობის საკითხი.
კანის ჰემანგიომა
მეცნიერთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ჰემანგიომა სისხლძარღვთა თანდაყოლილი დეფექტის (მანკის) საფუძველზე აღმოცენდება. კანის ჰემანგიომა კანის დერმოიდული შრის სისხლძარღვთა განვითარების მანკია. მისი ტრავმირება სახიფათოა, ვინაიდან სისხლდენას იწვევს.
კანის კაპილარული
ჰემანგიომა
კანის კაპილარულ (ლაქოვან, მარტივ, ბრტყელ) ჰემანგიომას ახასიათებს ბრტყელი ან კანის ზედაპირიდან რამდენადმე წამოწეული ვარდისფერი, წითელი ან მოლურჯო-მეწამული ლაქები, რომლებიც ზეწოლისას ფერმკრთალდება და ნაწილობრივ ფერსაც იცვლის. დიასკოპიისას ანუ სპეციალური მინის ფირფიტით კანის უბნების დათვალიერებისას ეს ლაქები ზოგჯერ ქრება კიდეც.
კაპილარული ჰემანგიომის ნაირსახეობაა ტელეანგიოექტაზიური (ვარსკვლავისებრი) ჰემანგიომა: ლაქის ცენტრში არსებული წერტილიდან რადიალურად მიემართება წვრილი, გაფართოებული სისხლძარღვები.
ჰემანგიომას, რომელშიც ჭარბობს შემაერთებელქსოვილოვანი კომპონენტი, ანგიოფიბრომა ეწოდება. კაპილარული ჰემანგიომის ნაირსახეობაა ანგიოკერატომაც. კაპილარულ ჰემანგიომას ძირითადად ინფილტრაციული ზრდა ახასიათებს. ცალკე გამოყოფენ კავერნოზულ ჰემანგიომას, რომელიც ერთმანეთისგან ძგიდეებით გამიჯნული სხვადასხვა ფორმისა და ზომის სისხლძარღვოვანი ღრუებისგან შედგება. ამ ღრუებში სისხლი ზოგჯერ დედდება, წარმოქმნილ თრომბოზულ მასებში კი შემაერთებელი ქსოვილი ჩაიზრდება და თრომბები წარმოიქმნება. კავერნოზული ჰემანგიომა ზოგჯერ მრავლობითია. ეს წარმონაქმნები უმთავრესად კვანძოვანი, გლუვი ან ხორკლიანზედაპირიანია. დაძაბვის, გაჭინთვისა და ხველებისას კავერნოზული ჰემანგიომა შესაძლოა გაიზარდოს. საერთოდ, მისი ზომები ფართო საზღვრებში მერყეობს - ქინძისთავისოდენადან მუჭისოდენამდე და უფრო მეტადაც. თითით ზეწოლისას ჰემანგიომა, განსაკუთრებით კი კავერნოზული, ფერმკრთალდება, პატარავდება და მკვრივდება, ხოლო ზეწოლის შეწყვეტისთანავე თავდაპირველ იერს იბრუნებს. სიმსივნის შედარებით მსხვილ არტერიასთან შეერთების შემთხვევაში ზოგჯერ პულსაცია შეიგრძნობა და ძარღვოვანი შუილი ისმინება.
კავერნოზული ჰემანგიომა ზრდის სწრაფი ტემპით გამოირჩევა. დაბადებისას თუ უმნიშვნელო წერტილად მოჩანს, წლის ბოლოსთვის შესაძლოა მოზრდილ წარმონაქმნად გადაიქცეს.
შედარებით იშვიათია რაცემიული ჰემანგიომა, რომელიც სქელკედლიანი არტერიებისა და ვენური ძარღვების ტოტებისგან შედგება. ასეთი სიმსივნე თანდაყოლილ სიმახინჯეს მოგვაგონებს, ლოკალიზდება უმთავრესად თავსა და კისერზე.
კუნთშიგა (კაპილარული, კავერნოზული ან არტერიოვენოზური) ჰემანგიომა გამოირჩევა ინფილტრაციული ზრდით, აზიანებს არა მხოლოდ კუნთებსა და მყესებს, არამედ გარემომცველ ცხიმოვან ქსოვილსა და კანსაც. ჰემანგიომაში სისხლძარღვოვან წარმონაქმნებთან ერთად ზოგჯერ ცხიმოვანი, ფიბროზული და გლუვკუნთოვანი ელემენტებიც გვხვდება. არსებობს აგრეთვე სისხლძარღვთა სისტემური ხასიათის სიმსივნური ზრდა - ჰემანგიომატოზი, რომელიც უმეტესად მთელ კიდურს ან მის პერიფერიულ ნაწილს აზიანებს. ანგიოკერატომაც იშვიათი დაავადებაა. ამ დროს ჩნდება 1-5 მმ დიამეტრის წითელი, ზოგჯერ კი მოშავო ფერის კვანძები, რომლებსაც ზედაპირზე რქოვანა წანაზარდები აქვს. ისინი ზოგჯერ ერთმანეთს ერწყმის და ფოლაქისმაგვარ წარმონაქმნებად იქცევა. ანგიოკერატომა ყველაზე ხშირად მტევნებსა და ტერფებზე ლოკალიზდება, იშვიათად - იდაყვისა და მუხლის სახსრებთან, ყურის ნიჟარებზე. უჩნდებათ უმთავრესად ახალგაზრდებს, რომლებიც ამა თუ იმ დაავადებით არიან დასუსტებულნი. ლორწოვანი გარსების ჰემანგიომები ლოკალიზდება ტუჩებზე, ენისა და პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ზოგჯერ მიმდებარე ქსოვილებში ჩაიზრდება.
მკურნალობა
ჰემანგიომის მკურნალობა სასურველია მისი აღმოჩენისა და დიაგნოზის დასმისთანავე დაიწყოს. დღეს ჰემანგიომების სამკურნალოდ გამოიყენება:
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });