IVF-M ინექცია 75IU, 150 IU - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

IVF-M ინექცია 75IU, 150 IU - IVF-M inj 75IU, 150 IU - IVF-M инъекция 75IU, 150 IU

Menotropins (Human Menopausal Gonadotropin)

მწარმოებელი:
LG LIFE SCIENCES, კორეა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

IVF-M -ის თითოეულ ფლაკონს თან ახლავს გამხსნელი ფლაკონში ან ამპულაში, რომელიც შეიცავს 1 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ, სტერილურ და აპიროგენულ საინექციო ხსნარს.

1 ფლაკონი IVF-M შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: მენოტროპინი (USP) 75 ან 150 ს.ე.

დამხმარე ნივთიერებები: D-მანიტოლი 20 და 20 მგ.

pH-ის მარეგულირებელი: ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი ქ.ს.

pH-ის მარეგულირებელი: ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი ქ.ს.

ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ან თითქმის თეთრი ლიოფილიზებული საინექციო ფხვნილი.

ჩვენება:

IVF-M წარმოადგენს ბუნებრივ, გასუფთავებულ და მშრალად გაყინულ ადამიანის მენოპაუზურ გონადოტროპინს, რომელიც მიღებულია პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი ქალის შარდიდან. IVF-M-ის თითოეული ფლაკონი შეიცავს თეთრ, სტერილურ და პიროგენული თვისებებისგან თავისუფალ ფხვნილს, რომელსაც ერთდროულად გააჩნია ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (ფმს) და მალუთეინიზირებელი ჰორმონის (მჰ) მოქმედება.

ქალებში: პირველადი და მეორადი ამენორეა, ჰიპომენორეა, ანოვულატორული მენსტრუაცია, მშობიარობის, მათ შორის ჩიარი-ფრომელის ან შიხანის სიმპტომის (მშობიარობის შემდეგ განვითარებული ჰიპოფიზის ნეკროზი) შემდეგ განვითარებული ამენორეა, არგონს-კასტილეს სინდრომი (ამენორეული გალაქტორეა).

ისევე როგორც ქალებში, IVF-M ასტიმულირებს ფოლიკულების ზრდას და მომ-წიფებას, ასევე ხელს უწყობს ესტროგენების დონის გაზრდას და ენდომეტრიუმის პროლიფერაციას. IVF-M გამოიყენება ოვულაციის ინდუქციის მიზნით ამენორეის მქონე ან ანოვულაციურ ქალებში, რომელთაც გააჩნიათ რეგულარული ან არარეგულარული ციკლი, რის შემდეგაც შეჰყავთ ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (აქგ, IVF-C).

მამაკაცებში: ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია, ჰიპოგონადიზმი, ევნუქოიდიზმი.

IVF-M კაცებში მოქმედებს სათესლე მილებში არსებულ სერტოლის უჯრედებზე, აძლიერებს ანდროგენის შემბოჭველი ცილის წარმოქმნას, რის შედეგადაც ასტიმულირებს სპერმატოგენეზს. IVF-M და IVF-C-ს მკურნალობა ინიშნება პირველადი ან მეორადი ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმის მქონე კაცებში სპერმატოგენეზის სტიმულაციის მიზნით.

მიღების წესი და დოზა:

რეჟიმი : 75IU ან 150IU მენოტროპინი (IVF-M) ინიშნება კუნთებში, 10 დღის განმავლობაში ან სანამ ფოლიკულის აქტივაციის ტესტი არ გამოავლენს სისხლდენას გრააფის ფოლიკულიდან. საშოს და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ყოველ დღე ან ყოველ მეორე დღეს, ხოლო მკურნალობა წყდება, როდესაც ქვემოთ მოყვანილი ინდექსები მიუთითებს ფოლიკულის სრულ მომწიფებაზე.

- საშოს გამოკვლევა: ეოზინოფილების ინდექსი.

- საშვილოსნოს ლორწოვანის გამოკვლევა: ფერნტესტი და შაინბარკიტი.

რეჟიმი : მენოტროპინი (IVF-M) 75IU ინიშნება კუნთებში პირველი 4 დღის განმავლობაში.

უნდა გაკეთდეს საშოს მემბრანის და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის გამოკვლევა. თუ ფოლიკულური აქტივობა იზრდება მკურნალობის მე-4 დღისთვის, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება ფოლიკულის მაქსიმალურ გააქტივებამდე (იხ. რეჟიმი ა), რის შემდეგაც მკურნალობა გრძელდება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინით (IVF-C). თუ მკურნალობის შედეგი არ არის ადეკვატური, ასეთ შემთხვევაში IVF-M-ის დოზა იზრდება 150 IU/დღეში პირველი 4 დღის განმავლობაში.

2500 IU/დღეში ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (IVF-C) მიღება რეკომენდირებულია IVF-M-ის  ბოლო დოზის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ, 3 დღის განმავლობაში.

თუ პაციენტს სურს დაორსულება, ასეთ შემთხვევაში მას სქესობრივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს ადამიანის ქორიონული გონადოტროპინით (IVF-C) მკურნალობის პერიოდში.

-რეჟიმი “ა”-ს დროს რეკომენდირებულია ჩატარდეს ინდივიდუალური მგრძნობელობის ტესტი გონადოტროპინების მიმართ.

რეჟიმი “ბ” ეკონომიურია, თუმცა საჭიროა ფოლიკულის მგრძნობელობის პასუხის გაკონტროლება.

განსაკუთრებული სიფრთხილე:

1) IVF-M გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

2) ქალები

IVF-M მიღება უნდა შეწყდეს, როდესაც მკურნალობა არაეფექტურია. მაგალითად:

- საკვერცხის დისგენეზია

- საშვილოსნოს არარსებობა

- ნაადრევი მენოპაუზა

- საშვილოსნოს მილების ობტურაცია

ჰიპოთირეოზის, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის, ჰიპერპროლაქტინემიის ან ჰიპოფიზის სიმსივნის მკურნალობა უნდა ჩატარდეს პირველ ეტაპზე.

IVF-M-ის მკურნალობამდე უნდა ჩატარდეს სპერმის ანალიზი.

საშვილოსნოს ჰიპერსტიმულაციის ალბათობა შეიძლება შემცირდეს რეკომენდირებული დოზის მიღებით და მონიტორინგით.

ესტროგენის ჭარბი გამოყოფა IVF-M-ის საპასუხოდ ზოგადად არ იწვევს მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს, თუ  IVF-C-ს მიღება არ ხდება ოვულაციის გამოწვევის მიზნით.

IVF-M-ის და IVF-C-ს კომბინირებული მიღება უნდა შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ ესტროგენების დონე ძალიან იმატებს.

IVF-M-ის და IVF-C-s კომბინირებული მიღების შემდეგ მრავალნაყოფიანი მშობიარობის სიხშირე შეადგენს დაახლოებით 10-40%, თუმცა მრავალნაყოფიანი მშობიარობის შედეგად უმეტესად იბადებიან ტყუპები.

აბორტის შედეგად ორსულობის შეწყვეტის სიხშირე გაცილებით მაღალია შედარებით ნორმალურ პოპულაციასთან, თუმცა მსგავსია იმ ქალების სიხშირის მაჩვენებლისა, რომელთაც აქვთ ფერტილობის მხრივ სხვა პრობლემები.

თანდაყოლილი ანომალიების სიხშირე არ იზრდება.

3) მამაკაცები

ვინაიდან მამაკაცებში ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის მომატებული დონე მიუთითებს სათესლის პირველადი უკმარისობის შესახებ, ასეთი პაციენტები არ ემორჩილებიან IVF-M-ით და IVF-C-ით კომბინირებულ მკურნალობას.

გვერდითი მოვლენები:

1. ქალებში: ადგილობრივი რეაქცია ინექციის ადგილას, სიცხე, ართრალგია შესაძლოა გამოვლინდეს იშვიათ შემთხვევებში.

2. მამაკაცებში: IVF-M-ით და IVF-C-ით კომბინირებულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს გინეკომასტია.

3. სისხლმიმოქცევის სისტემა: შესაძლებელია ცერებრული თრომბოზის განვითარება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:

იმ შემთხვევაში, თუ IVF-M მიიღება საკვერცხის მასტიმულირებელ სხვა ჰორმონებთან ერთად ოვულაციის გამოწვევის მიზნით, შესაძლებელია გამოვლინდეს საკვერცხის მხრივ გადაჭარბებული რეაქცია, მაგალითად მეიგსის სინდრომი, რომელსაც თან ახლავს საკვერცხის შეშუპება, შესიებული საკვერცხის გახეთქვა, ასციტი, ჰიდროთორაქსი. ასევე სისხლის მომატებული კოაგულაციის შედეგად შესაძლებელია განვითარდეს თრომბოზი და ცერებრული ინფარქტი.

ორსულობა:

მალუთეინიზირებელი ჰორმონის მიღების შედეგად განვითარებული თანდაყოლილი დეფექტი ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, იმ ქალებს შორის, რომელთაც გააჩინეს გულის, კიდურების და სხვა თანდაყოლილი დეფექტის მქონე ბავშვები და საკონტროლო ჯგუფს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება იყო ორსულობის ადრეულ ეტაპზე მალუთეინიზირებელი ჰორმონის და მალუთეინიზირებელი ჰორმონი/ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის მიღების სიხშირეში.

რადგან ასევე ცნობილია, რომ IVF-M-ის მიღება მდედრობით სქესის ნაყოფში იწვევს გარეგანი გენიტალიების მასკულინიზაციას, ხოლო მამრობითი სქესის ნაყოფში – ჰიპოსპადიას, ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში პრეპარატი მიიღება იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს მკურნალობასთან და-კავშირებულ რისკს.

* ფიზიოლოგიურ ხსნარში გახსნილი IVF-M გამოიყენება მომზადებისთანავე.

შეფუთვა:

75 IU: 1 ფლაკონი გამხსნელის ფლაკონთან ან ამპულასთან ერთად/შეფუთვაში.

150 IU: 5 ფლაკონი გამხსნელის ფლაკონთან ან ამპულასთან ერთად/შეფუთვაში.

შენახვის პირობები:

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (1-30ºC).

შენახვის ვადა:

24 თვე.

გაცემის წესი:

რეცეპტით.

დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად