ედირექსი - სანოველი 45 მგ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ედირექსი - სანოველი 45 მგ - EDIREX-SANOVEL 45mg - ЭДИРЕКС-САНОВЕЛЬ 45мг

შემადგენლობა:

ტაბლეტები ------------------------------------------------  1 ტაბ .

პიოგლიტაზონის ჰიდროქლორიდი ---------------- 45 მგ

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი :

ჰიპოგლიკემიური პრეპარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები :

ფარმაკოდინამიკა

თიაზოლიდინდიონის ჯგუფის პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატია . პიოგლიტაზონი ამცირებს ინსულინორეზისტენტობას პერიფერიულ ქსოვილებსა და ღვიძლში , რის შედეგადაც იზრდება ინსულინდამოკიდებული გლუკოზის ხარჯვა და მცირდება გლუკოზის გადმოსროლა ღვიძლიდან .სულფანილშარდოვანას პრეპარატებისაგან განსხვავებით პიოგლიტაზონი არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას . წარმოადგენს გამა - რეცეპტორების ძლიერ და მაღალსელექტიურ აგონისტს .   PPAR - გამმა -რეცეპტორები აღმოჩენილია ცხიმოვან, კუნთოვან ქსოვილებსა და ღვიძლში, რომლებიც  უფრო მგრძნობიარეა ინსულინისადმი .

PPAR - გამმა ბირთვული რეცეპტორების აქტივაცია ახდენს ინსულინის მიმართ მგრძნობიარე რიგი გენების ტრანსკრიპციის მოდულირებას , რომლებიც მონაწილეობენ გლუკოზის დონის კონტროლსა და ლიპიდების მეტაბოლიზმში .

ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა , რომ პიოგლიტაზონი ზრდის ინსულინორეზისტენტულ ავადმყოფებში ინსულინისადმი მგრძნობელობას, რის გამოც ტიპი II შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინორეზისტენტობის შემცირება აქვეითებს გლუკოზის კონცენტრაციას სისხლში, ინსულინის დონეს პლაზმაში და Alc ჰემოგლობინს ( გლიკოზირებული ჰემოგლობინი , HbAlc ).

საკონტროლო კვლევების თანახმად, პიოგლიტაზონის კომბინაცია სულფონილშარდოვანასთან, მეტფორმინთან ან ინსულინთან აუმჯობესებს სისხლში შაქრის დონის კონტროლს .

ლიპიდური ცვლის დარღვევით მიმდინარე ტიპი II შაქრიანი დიაბეტის პიოგლიტაზონით მკურნალობის ფონზე აღინიშნებოდა სისხლში ტრიგლიცერიდების დონის შემცირება და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონის მომატება . ამასთან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონე და საერთო ქოლესტერინი ასეთ პაციენტებში არ იცვლება .

პიოგლიტაზონის გამოყენებისას ტიპი II შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ , ჩატარებულმა ექოკარდიოგრაფიულმა გამოკვლევებმა არ გამოავლინა მარცხენა პარკუჭის მასის ინდექსის საშუალო მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაზრდა ან საგულე ინდექსის საშუალო მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება .

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა

პრეპარატის ერთჯერადად მიღებისას უზმოზე Cmax მიიღწევა დაახლოებით 2 საათში . საკვების მიღება უმნიშვნელოდ ახანგრძლივებს ამ დროს, თუმცა შეწოვის ხარისხი არ იცვლება .

განაწილება

ერთჯერადი დოზის მიღებისას პიოგლიტაზონის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0.63+0.41ლ / კგ . პიოგლიტაზონი უკავშირდება პლაზმის ცილებს, განსაკუთრებით ალბუმინს 99%- ზე მეტად. შედარებით ნაკლები ხარისხით უკავშირდება პლაზმის სხვა ცილებს .

მეტაბოლიზმი

პიოგლიტაზონი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირებისა და დაჟანგვის რეაქციებით, მეტაბოლიტების წარმოქმნით.  მეტაბოლიტები ასევე ნაწილობრივ გარდაიქმნება გლუკურონის და გოგირდის მჟავების კონიუგატებად. ასევე , მრავალჯერადი მიღებისას პრეპარატი გარდაიქმნება M-III (პიოგლიტაზონის კეტო - წარმოებულები ) და    M-IV ( პიოგლიტაზონის ჰიდროქსი - წარმოებულები )მეტაბოლიტებად .

გამოყოფა

ითვლება , რომ მიღებული დოზის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან ერთად უცვლელი ფორმით, ასევე მეტაბოლიტების სახით და გამოიყოფა განავალთან ერთად. უცვლელი პიოგლიტაზონის T1/2შეადგენს 3-7 სთ - ს , საერთო პიოგლიტაზონის ( პიოგლიტაზონი და აქტიური მეტაბოლიტები ) – 16-24სთ - ს . პიოგლიტაზონის კლირენსი შეადგენს 5-7 ლ / სთ - ს .

პიოგლიტაზონის და M-III,   M-IV მეტაბოლიტების T 1/2, ავადმყოფებში თირკმლის საშუალო ( კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ / წთ ) და მძიმე

(კრეატინინის კლირენსი 30 მლ / წთ - ზე ნაკლები ) დარღვევებით არ განსხვავდება შესაბამისი მაჩვენებლისაგან ჯანმრთელ მოხალისეებში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის .

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით Child-Pugh B/C კლასი ), პიოგლიტაზონის და საერთო პიოგლიტაზონის Cmax - ის საშუალო მნიშვნელობა მცირდება 45%- ით . ამასთან AUC მაჩვენებელი არ იცვლება .

ხანდაზმულ ჯანმრთელ მოხალისეებში პიოგლიტაზონის და საერთო პიოგლიტაზონის Cmax არ განსხვავდება საშუალო მაჩვენებლისაგან .

მონაცემები პედიატრიულ ავადმყოფებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესახებ არ არსებობს .

ჩვენებები :

პიოგლიტაზონი ნაჩვენებია ტიპი II შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ როგორც დამატებითი საშუალება :

•           მონოთერაპიის ჩასატარებლად დიეტოთერაპიასთან და ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად;

•           კომბინირებული თერაპიისას სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან, მეტფორმინთან ერთად გლიკემიური კონტროლის არაეფექტურობის შემთხვევაში .

უკუჩვენებები:

•           მომატებული მგრძნობელობა პიოგლიტაზონის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ;

•           ტიპი I შაქრიანი დიაბეტი ;

•           დიაბეტური კეტოაციდოზი ;

•           ორსულობა ;

•           ლაქტაცია ( ძუძუთი კვება ).

განსაკუთრებული მითითებები:

ტიპი II შაქრიანი დიაბეტის პიოგლიტაზონით მკურნალობა უნდა ითვალისწინებდეს დიეტოთერაპიას და ფიზიკურ ვარჯიშსაც . ეს მნიშვნელოვანია არ მარტო მკურნალობის დასაწყისში , არამედ მედიკამენტოზური თერაპიის ეფექტურობის შესანარჩუნებლად .

პიოგლიტაზონით მკურნალობის ეფექტურობა შეიძლება შეფასდეს HbAlc დონით , რომელიც წარმოადგენს გლიკემიის კონტროლის შედარებით ადექვატურ მაჩვენებელს ხანგრძლივი დროის განმავლობაში , ვიდრე მხოლოდ გლიკემიის დონის განსაზღვრა უზმოზე . HbAlc ასახავს გლიკემიის დონეს ბოლო 2-3 თვისმანძილზე . პიოგლიტაზონით მკურნალობა რეკომენდებულია ჩატარდეს HbAlc დონის ცვლილების შესაფასებლად საკმარისი დროის განმავლობაში (3 თვე ), თუ ამასთან არ აღინიშნა გლიკემიის კონტროლის გაუარესება .

პიოგლიტაზონი არ უნდა დაინიშნოს ღვიძლის დაავადების აქტიურ ფაზაში ან, როდესაც ალტ - ს აქტივობის დონე ნორმის ზედა ზღვრის დონეზე 2.5- ჯერ მაღალია . ღვიძლის ფერმენტების აქტივობისზომიერი მომატებისას ( ალტ - ს აქტივობის დონე ნორმის ზედა ზღვრის დონეზე 2.5- ჯერ დაბალი) მკურნალობის დასაწყისში ან მკურნალობის დროს ავადმყოფი გამოკვლეულ უნდა იქნეს მომატებული მაჩვენებლების მიზეზის დასადგენად . პიოგლიტაზონი სიფრთხილით გამოიყენება   ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ზომიერი მომატებისას. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია კლინიკური სურათის უფრო ხშირი კონტროლი და ღვიძლის ფერმენტების აქტივობის დონის გამოკვლევა .

სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის მომატების შემთხვევაში ( ალტ >2.5- ჯერ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს ) პიოგლიტაზონით მკურნალობის ფონზე ღვიძლის ფუნქციის კონტროლი უნდა ჩატარდეს ხშირად და მანამდე, ვიდრე ფერმენტების დონე არ დაუბრუნდება ნორმას ან იმ მაჩვენებლებს, რომლებიც დაფიქსირდა მკურნალობის დაწყებამდე. თუ ალტ - ს აქტივობა 3- ჯერ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს, განმეორებითი ტესტი უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე. თუ ალტ - ს აქტივობის დონე დარჩა 3- ჯერ მაღალი ნორმის ზედა ზღვარზე, პიოგლიტაზონით მკურნალობა უნდა შეწყდეს .

მკურნალობის პერიოდში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნებისას ( გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, დაღლილობა, უმადობა, მუქი შარდი ) უნდა განისაზღვროს ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები . პიოგლიტაზონით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ლაბორატორიული მაჩვენებლების გათვალისწინებით . სიყვითლის განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს .

ღვიძლის ფუნქციის შესწავლისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ პიოგლიტაზონს , არ დასტურდება პრეპარატის ჰეპატოტოქსიური მოქმედება ან ალტ - ს აქტივობის მომატება .

პიოგლიტაზონი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს შეშუპების დროს .

ანემიის განვითარება , ჰემოგლობინის დაცემა ან ჰემატოკრიტის შემცირება შეიძლება დაკავშირებული იყოს პლაზმის მოცულობის გაზრდასთან და არ წარმოადგენდეს კლინიკურად მნიშვნელოვან ჰემატოლოგიურ ეფექტებს .

მონაცემები პრეპარატ ედირექსი - სანოველის სხვა თიაზოლიდინდიონებთან კომბინაციის შესახებ არარსებობს .

ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი :

პიოგლიტაზონით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის პირველ წელს

(ყოველ 2 თვეში ) და შემდეგ პერიოდულად, საჭიროა ალტ - ს აქტივობის კონტროლი .

გამოყენება პედიატრიაში:

არ მოიპოვება მონაცემები პრეპარატის გამოყენებისა და ეფექტურობის შესახებ 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ამიტომ მისი გამოყენება ამ ასაკში რეკომენდებული არ არის .

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს:

ადექვატური და მკაცრად კონტროლირებული კვლევები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ორსულობისას არ ჩატარებულა, ამიტომ ორსულობის დროს რეკომენდებულია ინსულინის გამოყენება .

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა პიოგლიტაზონი დედის რძით, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

გვერდითი მოვლენები:

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება ( მსუბუქიდან , გამოხატულჰიპოგლიკემიამდე ) – შემთხვევათა 1%- ში პლაცებოს მიღებისას;

2%- ში – პიოგლიტაზონის სულფანიშარდოვანას წარმოებულებთან კომბინაციაში მიღებისას , 5%- ში – პლაცებოს ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას;

8%- ში – 15 მგ პიოგლიტაზონის ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას ,

15%- ში – 15 მგ პიოგლიტაზონის 30 მგ ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას ;

შეშუპება;

4.8% - მონოთერაპიისას , 15.3% - ინსულინთან კომბინაციისას .

სისხლისწარმომქმნელი სისტემის მხრივ : 1-1.6% – ანემია; 2-4% – ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის შემცირება .

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: რეგისტრირებულია ალტ - ს ≥ 3- ჯერ მომატების (0.25%) შემთხვევები ,  რომლებიც შექცევადია და დაკავშირებული არ არის პიოგლიტაზონის მიღებასთან . აღინიშნა კრეატინფოსფოკინაზის ( კფკ ) დონის დროებითი მომატების იშვიათი შემთხვევები , რომლებსაც არ ჰქონდა კლინიკური შედეგები და მათი კავშირი პიოგლიტაზონის მიღებასთან დადგენილი არ არის .

გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან :

პიოგლიტაზონის ზემოქმედება პერორალურ კონტრაცეპტივების ეფექტურობაზე შესწავლილი არ არის , თუმცა თიაზოლიდინდიონის სხვა წარმოებულის მიღებისას პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად აღინიშნა ეთილესტრადიოლის და ნორეთინდრონის კონცენტრაციის შემცირება პლაზმაში დაახლოებით 30%- ით . აქედან გამომდინარე,  პიოგლიტაზონის და პერორალური კონტრაცეპტივების მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირება.

პიოგლიტაზონის (45 მგ / დღეში ) და გლიპიზიდის (5 მგ / დღეში ) ერთდროული მიღებისას 7 დღის განმავლობაში , არ აღინიშნებოდა გლიპიზიდის ფარმაკოკინეტიკის წონასწორული მდგომარეობის შეცვლა.

მეტფორმინის (1000 მგ ) და პიოგლიტაზონის (45 მგ / დღეში ) 7 დღიანი მიღებისას მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა .

პიოგლიტაზონის (45 მგ / დღეში ) და ვარფარინის 7 დღის განმავლობაში მიღებისას არ აღინიშნა ვარფარინის ფარმაკოკინეტიკის შეცვლა . გარდა ამისა , პიოგლიტაზონი არ ახდენს გამოხატულზე მოქმედებას პროთრომბინის დროზე ავადმყოფებში , რომლებსაც უტარდებოდათ ხანგრძლივი მკურნალობა ვარფარინით .

კეტოკონაზოლი აინჰიბირებს პიოგლიტაზონის მეტაბოლიზმს 85%- მდე ღვიძლში in vitro . ავადმყოფებში, კეტოკონაზოლის და პიოგლიტაზონის ერთდროული მიღებისას, საჭიროა რეგულარულად ჩატარდეს გლიკემიური კონტროლი .

ციტოქრომ P450 იზოფორმ CYP3A4 წარმოადგენს ფერმენტს , რომელიც ნაწილობრივ მოქმედებს პიოგლიტაზონის მეტაბოლიზმზე . სპეციფიური კვლევები ფარმაკონეტიკური ურთიერთქმედების შესახებ პიოგლიტაზონსა და აღნიშნული ფერმენტით მეტაბოლიზირებულ პრეპარატებს შორის არ ჩატარებულა (ერითრომიცინი , ასტემიზოლი , კალციუმის არხების ბლოკატორები , ცისაპრიდი , კორტიკოსტეროიდები, ციკლოსპორინი , HMG-Coa - რედუქტაზის ინჰიბიტორები , ტრიაზოლამი , ტრიმექსატი, კეტოკონაზოლი , იტრაკონაზოლი ).

მიღების წესი და დოზირება:

დოზას ადგენენ ინდივიდუალურად .

ედირექსი - სანოველი ინიშნება ერთხელ დღეში საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად .

მონოთერაპიისას ინიშნება 15 მგ ან 30 მგ ერთხელ დღეში .

აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურამდე , რომელიც შეადგენს 45 მგ /დღეში . მონოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში საჭიროა კომბინირებული თერაპიის ჩატარება .

კომბინირებული თერაპიისას სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან ედირექსი - სანოველი ინიშნება 15მგ ან 30 მგ ერთხელ დღეში .

მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა არ შეიცვალოს სულფანილშარდოვანას წარმოებულის დოზა, ჰიპოგლიკემიის განვითარებისას კი საჭიროა მისი შემცირება .

მეტფორმინთან კომბინირებისას ედირექსი - სანოველი ინიშნება 15 მგ ან 30 მგ ერთხელ დღეში .მკურნალობის დასაწყისში მეტფორმინის დოზას არ ცვლიან . ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი ამ კომბინაციისას უმნიშვნელოა , ამიტომ მეტფორმინის დოზის კორექციის აუცილებლობა არ არის .

ინსულინთან კომბინირებისას ედირექსი - სანოველი ინიშნება 15 მგ ან 30 მგ ერთხელ დღეში .

მკურნალობის დასაწყისში ინსულინის დოზა შეიძლება დარჩეს უცვლელი . ჰიპოგლიკემიის განვითარებისას და გლუკოზის კონცენტრაციის შემცირებისას პლაზმაში 100 მგ / დლ დონემდე ინსულინის დოზა უნდა შემცირდეს 10-25%- ით . ინსულინის დოზის შემდგომი კორექცია უნდა ჩატარდეს გლიკემიის დონის გათვალისწინებით .

კომბინირებული თერაპიისას პრეპარატ ედირექსი - სანოველის მაქსიმალური დოზა შეადგენს 30 მგ /დღეში .

თირკმლის უკმარისობისას დოზის კორექცია საჭირო არ არის .

ჭარბი დოზირება :

ჭარბი დოზირებისას კლინიკური სურათისა და სიმპტომების შესაბამისად უნდა დაინიშნოს შემანარჩუნებელი თერაპია .

შენახვის პირობები :

პრეპარატი ინახება 25 °C - მდე ოთახის ტემპერატურაზე .

ვარგისიანობის ვადა:

შენახვის ვადა: 2 წელი . პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

მუყაოს კოლოფში მოთავსებულ ბლისტერებზე 30, 60 ან 90 ტაბლეტი .

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა რეცეპტით .

სხვა ფორმები:

ედირექსი - სანოველი 15 მგ , 30, 60 და   ტაბლეტი .

ედირექსი - სანოველი 30 მგ , 30, 60 და 90 ტაბლეტი .

- არ გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების გარეშე .

- პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას .

- შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას .

მწარმოებელი: სანოველ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა . შ .

სტამბული , თურქეთი

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად