თიორიდაზინი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
თიორიდაზინი - THIORIDAZINE - ТИОРИДАЗИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

თიორიდაზინი წარმოადგენს ფენოთიაზინის პიპერიდინულ წარმოებულს. მას გააჩნია ანტიფსიქოზური, ზომიერი სედაციური, სუსტი ანტიჰისტამინური და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ასევე იწვევს ჰიპოტენზიას და ხასიათდება ანტიქოლინერგული თვისებებით. მისი მოქმედების მექანიზმი რეალიზდება თავის ტვინის მეზოლიმბურ სტრუქტურების არეში დოფამინო რეცეპტორების ბლოკირების შედეგად. იგი ამცირებს ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონების გამოყოფას, ამავე დროს ზრდის პროლაქტინის პროდუქციას. პრეპარატს გააჩნია ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკირების უნარი.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესახებ მონაცემები მწირია. იგი მჭიდროდ უკავშირდება პლაზმის ცილებს და გამოიყოფა თირკმელებით და ნაღველთან ერთად.

ჩვენებები

  • შიზოფრენია;
  • აგზნებით მიმდინარე ფსიქოზები;
  • აგრესიულობა;
  • შფოთვით და აჟიტირებით მიმდინარე ნევროზი;
  • ჰანტინგტონის დაავადება.

დოზირების რეჟიმი

თიორიდაზინის დოზა ინდივიდუალურად დგინდება.

- რეკომენდებული დღიური დოზა 12 წლის ასაკის ზემოთ 20-800 მგ განაწილებული 2-4 მიღებაზე. მკურნალობა გრძელდება 5 კვირის განმავლობაში.

- მაქსიმალური დოზა მოზრდილებში შეადგენს 800 მგ დღეში.

- 1-5 წლის ბავშვებში რეკომენდული დოზაა 1 მგ/კგ დღეში;

-  5 წლის ასაკის ზემოთ - 75-100 მგ დღეში. მძიმე შემთხვევებში დოზა იზრდება 300 მგ-მდე დღეში. დოზა ნაწილდება 2-4 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები

აღინიშნება ძალიანობა, მოტორული აგზნება, პოსტურალური ჰიპოტენზია, მხედველობის დაბინდვა, ექსტრაპირამიდული სიმპტომები ხანგრძლივი გამოყენებისას, პირის სიმშრალე, დიარეა, ქოლესტაზი, არითმია, ეკგ-ზე QT-ს გახანგრძლივება, დისმენორეა, ეაკულაციის დათრგუნვა, გამონაყარი კანზე, ქავილი, იშვიათად აგრანულოციტოზი.

უკუჩვენებები

* დეპრესია;

* კომატოზური მდგომარეობა;

* ცნს-ს დათრგუნვა;

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

* 1 წლამდე ასაკის ბავშვებში;

* მომატებული მგრძნობელობა თიორიდაზინისადმი;

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში.

ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს თიორიდაზინით მკურნალობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება გულის და ფილტვების მძიმე დაავადებების დროს;

♦ პარკინსონის დაავადებისას;

♦ პროსტატის ჰიპერტროფიის;

♦ მიასთენიის;

♦ ეპილეფსიის და ფეოქრომოციტომის დროს;

♦ ღვიძლის დაავადებისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი; თიორიდაზინით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება;

♦ არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენებისას ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედ სხვა პრეპარატებთან და ეთანოლთან ერთად თიორიდაზინის გამოყენება აძლიერებს ცნს-ის დეპრესიას, პრეპარატი ამცირებს გუანეტიდინის, კლონიდინის, ლევოდოპას მოქმედებას, აქვეითებს ფენობარბიტალის კონცენტრაციას პლაზმაში, ამცირებს ანტიკოაგულანტების და ანტიდიაბეტური პრეპარატების ეფექტს.

დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად