კალიუმის იოდიდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

კალიუმის იოდიდი - POTASSIUM IODIDE - КАЛИЯ ЙОДИД

ჩვენებები

  • იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა (ენდემური ჩიყვის პროფილაქტიკა და იოდდეფიციტით გამოწვეული ჩიყვის რეზექცია);
  • ორსულობის დროს და ჩიყვის რეზექციის შემდეგ, რომელიც გამოწვეულია იოდის დეფიციტით (ექიმის მეთვალყუროების ქვეშ);
  • ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში დიფუზური ეუთირეოიდული ჩიყვის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია იოდის დეფიციტით.

დოზირების რეჟიმი

ჩიყვის პროფილაქტიკა:

- ბავშვებში: 50-100 მკგ იოდი დღეში (1/4-1/2 ტაბლეტი);

- მოზარდებში და მოზრდილებში: 100-200 მკგ იოდი (1/2-1 ტაბლეტი).

- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: 150-200 მკგ იოდი დღეში (1 ტაბლეტი).

- ჩიყვზე ოპერაციის შემდეგ ჩიყვის პროფილაქტიკა: 100-200 მკგ იოდი (1/2-1 ტაბლეტი).

აღნიშნული რეკომენდაციები მოქმედებს მაშინაც, როდესაც პაციენტი დაამთავრებს ჩიყვის მკურნალობას ლევოთიროქსინით.

ჩიყვის მკურნალობა:

- ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებში: 100-200 მკგ იოდი (1/2-1 ტაბლეტი);

- მოზარდებში და მოზრდილებში: 300-500 მკგ იოდი (1/2-2.5 ტაბლეტი).

პრეპარატს იღებენ ჭამის შემდეგ გარკვეული რაოდენობის სითხესთან ერთად.

პრეპარატის პროფილაქტიკური გამოყენება წარმოებს რამდენიმე წლის განმავლობაში, არაიშვიათად, მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ჩიყვის სამკურნალოდ ახალშობილებში ხშირად საკმარისია 2-4 კვირა, ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში მკურნალობა გრძელდება 6-12 თვე და მეტი. პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობას წყვეტს ექიმი.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისას პირებში იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობით გვერდითი მოვლენების განვითარება აღინიშნება იშვიათად.

ფარისებრ ჯირკვალში დიდი უბნების არსებობის შემთხვევაში, სადაც აღინიშნება ჰორმონების უკონტროლო შიდასეკრეცია, პრეპარატის დოზირებისას 150 მკგ, შესაძლებელია განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია.

პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში მოზრდილებში ჩიყვის სამკურნალოდ (დოზირება 300 მკგ-დან 1000 მკგ-მდე) ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია.

ამას შეიძლება წინ უძღვოდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონოაქტიური სიმსივნე ან სიმსივნე, ჰიპერთირეოზის ნიშნების გარეშე. ამის საშიშროება აღინიშნება მოხუცებულ პაციენტებში ხანგრძლივად არსებული ჩიყვით.

იშვიათად აღინიშნება ჰიპერერგული რეაქციები. ასევე იშვიათად, იოდისმიერი ცხელება, აკნე და სანერწყვე ჯირკვლის შეშუპება.

შესაძლებელია კალიუმის კონცენტრაციის მომატება სისხლში, კერძოდ, თირკმელების ფუნქციის შეზღუდვისას და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა იოდის მიმართ;

* ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია;

* ფარისებრი ჯირკვლის დოზირებით გამოწვეული ფარული ჰიპერფუნქცია, როდესაც იოდის კონცენტრაცია აღემატება 150 მკგ-ს დღეში.

* ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰორმონაქტიური სიმსივნის დროს ან ფარისებრი ჯირკვლის არაკონტროლირებადი უბნების არსებობისას, რომლებსაც გააჩნია ჰორმონების შიდა-სეკრეცია, დოზირებით 300-1000 მკგ იოდი დღეში;

* დურინგის მოხუცებულობის ჰერპესული დერმატიტი - dermatitis herpetiformis Duhring (კანის დაავადება, რომელიც ვითარდება იოდის მოქმედების შედეგად).

განსაკუთრებული მითითებები

ორსულობის პერიოდში მოთხოვნილება იოდზე მკვეთრად იზრდება, ამიტომ ამ პერიოდში ორგანიზმის მიერ საკმარისი რაოდენობის იოდის მიღება წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს. პრეპარატის პროფილაქტიკური მიღება წარმოებს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ან შემცირდეს სხვა საშუალებების ზემოქმედებით. თავის მხრივ, პრეპარატი ზემოქმედებას ახდენს სხვა სამკურნალო საშუალებებზე, ამიტომ აუცილებელია ექიმის ინფორმირება მიღებული პრეპარატების შესახებ. ეს ეხება კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებს, სხვა დიურეზულ საშუალებებს და პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ დამთრგუნველად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.

დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად