/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */
ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });
ჩვენებები
პირაცეტამი გამოიყენება ნევროლოგიურ, ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ პრაქტიკაში.
დოზირების რეჟიმი
პირაცეტამი ჩვეულებრივ მიიღება პერორალურად ჭამამდე საწყისი დოზით 1.2 გ-დან (400 მგ 3-ჯერ დღეში) 2.4 გ-მდე, ხანდახან დღეღამეში 3.2 გ-მდე ან მეტი. აღნიშნული დოზის მიღების შემთხვევაში მკურნალობის ეფექტი როგორც წესი აღინიშნება 2-3 კვირის შემდეგ. შემდგომში დოზას ამცირებენ 1.2-1.6 გ-მდე (400 მგ 3-4-ჯერ დღეში). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 კვირიდან 2-6 თვემდე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 6-8 კვირის შემდეგ.
პირაცეტამით მკურნალობის დროს შესაძლებელია ფსიქოტროპული, გულ-სისხლძარღვთა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.
თავის ტვინის მწვავე დაზიანების სამკურნალოდ პირაცეტამი ინიშნება სხვა დეზინტოქსიკაციურ მეთოდებთან და აღდგენით თერაპიასთან კომბინაციაში, ხოლო ფსიქოზური მდგომარეობის სამკურნალოდ - ფსიქოტროპულ საშუალებებთან ერთად.
- ბავშვებში პირაცეტამი გამოიყენება ყოველდღე 30-50 მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით 2 მიღებაზე დილას და შუადღისას;
- 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი მიიღება 3-ჯერ დღეში 200 მგ-ის ოდენობით (დღეღამეში 600 მგ-ის ოდენობით).
- 5-დან 16 წლამდე ბავშვებში - 400 მგ დღეში 3-ჯერ (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1.8 გ). აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატით მრავალწლიანი მკურნალობის დროს რეკომენდებულია ერთი წლის განმავლობაში 2-3 მკურნალობის კურსის ჩატარება.
იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნა მიღებული მორიგი დოზა, მაშინ მკურნალობის კურსს აგრძელებენ ადრე დანიშნული დოზის მიხედვით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
პირაცეტამი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენები ძირითადად აღინიშნება დღეღამეში 5 გ პრეპარატის მიღებისას და ხანდაზმულ პაციენტებში.
ზოგჯერ შესაძლებელია გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, დისპეფსიური ხასიათის დარღვევები, სექსუალური სტიმულაცია, მოძრაობითი აქტივობა.
ხანდაზმულ პაციენტებში იშვიათად მოსალოდნელია კორონარული უკმარისობის განვითარება. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა. პირაცეტამის გამოყენებისას, განსაკუთრებით გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვებში შესაძლებელია აფორიაქება, მოუსვენრობა, მოძრაობითი შეფერხება, ყურადღების მოდუნება, გაღიზიანებადობა, გაუწონასწორებლობა, აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.
უკუჩვენებები
* პირაცეტამის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* თირკმლების უკმარისობა;
* დეპრესია და მოუსვენრობა (აჟიტირებული დეპრესია);
* ჰანგტინგტონის დაავადება;
* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
* 1 წლამდე ასაკის ბავშვები.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებმა, რომლებსაც ცნს-ის მხრივ აღენიშნებათ გვერდითი მოვლენები პირაცეტამის გამოყენებისას საჭიროა დაიცვან სიფრთხილე.
ჭარბი დოზირება
პრეპარატი პრაქტიკულად არ არის ტოქსიური. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შესაძლებელია ურთიერთქმედება პირაცეტამსა და ცნს-ის მასტიმულირებელ, ასევე ნეიროლეფსიურ (ჰიპერკინეზის გაძლიერება) საშუალებებთან, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან ამ უკანასკნელის ჰიპოფუნქციის დროს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });