ქლორამფენიკოლი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

ქლორამფენიკოლი - CHLORAMPHENICOL - ХЛОРАМФЕНИКОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

იგი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, მაგრამ ამავე დროს ითვლება მეორე რიგის პრეპარატად სერიოზული გვერდითი ეფექტების გამო. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედის ცილის სინთეზის ინჰიბირებით რიბოსომების 5-OS-სუბერთეულში პეპტიდილტრანსფერაზას ბლოკირების შედეგად. მისი მოქმედების სპექტრი მოიცავს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებს, ზოგიერთი მიკოპლაზმებს და რიკეტსიებს. პრეპარატი ეფექტურია ტულარემიის, ბრუცელოზის, ქლამიდიოზის, ტიფის, პარატიფის, მენინგიტის (Haemophilus influenzae), ლიმფოგრანულომა venereum, ფსიტაკოზის, შიგელებით, სალმონელებით, კლებსიელას, სერატიას, იერსინიას, ზოგიერთი მსხვილი ვირუსის მიერ გამოწვეული ინფექციების დროს.

დოზირების რეჟიმი

პერორალურად საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს ინიშნება მოზრდილებში 500 მგ 3-4-ჯერ დღეში.

ბავშვებში 3-8 წლის ასაკის - 15 მგ/კგ-ზე დღეში. სადღეღამისო დოზა იყოფა 3-4 მიღებაზე.

მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს.

გვერდითი მოვლენები

შეუქცევადი აპლასტური ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, პერიფერიული ნევრიტები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, სმენითი და მაჩვენებითი ჰალუცინაციები.

უკუჩვენებები

* ორსულობა;

* ლაქტაციის პერიოდი;

* ღვიძლის და თირკმელების დაავადებები;

* პორფირია;

* ფსორიაზი;

* სისხლმბადი სისტემების დაავადებები;

* ბავშვთა მცირე ასაკი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- რიფამპიცინი, ფენობარბიტალი ამცირებენ ქლორამფენიკოლის კონცენტრაციას პლაზმაში, ხოლო ვარფარინის, სულფანილშარდოვანას წარმოებულების და ფენიტოინის ეფექტი მასთან კომბინირებისას იზრდება.

- არ შეიძლება პრეპარატის ერთდროული გამოყენება ჰემოპოეზის დამთრგუნველ და ღვიძლზე დამაზიანებლად მომქმედ საშუალებებთან ერთად.

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად