ტუსიფენი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ტუსიფენი - TUSSIPHEN - ТУССИФЕН

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხველის საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 125 მლ

5 მლ

ამიდოფენი (ამინოფენაზონი)  ..........       25.0 მგ

ეფედრინის ჰიდროქლორიდი............       75,0 მგ

ნატრიუმის ბენზოატი .......................      75.0 მგ

ნატრიუმის ბრომიდი .......................      75.0 მგ

ალთეს თხევადი ექსტრაქტი .............      100.0 მგ

ბეგქონდარას თხევადი ექსტრაქტი .......   100.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

საქარინი, შაქარი, ეთილის სპირტი 960C, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ამინოფენაზონს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება, მცირედ გამოხატული სედატიური და სპაზმოლიზური ეფექტი.

ეფედრინს გააჩნია გამოხატული ბრონქოდილატაციური მოქმედება; ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსების შეშუპებას და სეკრეციას; ცნს-ზე ახდენს მასტიმულირებელ ზეგავლენას.

ნატრიუმის ბრომიდი აქვეითებს თავის ტვინის ქერქის და ქერქვეშა სტრუქტურების რეფლექტორულ აგზნებადობას.

ნატრიუმის ბენზოატს გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება.

ალთეს ექსტრაქტი ათხიერებს ბრონქულ სეკრეტს და აადვილებს მის გამოყოფას.

ბეგქონდარას ექსტრაქტი ბრონქებზე ახდენს ანტისეპტიკურ, სეკრეტოლიზურ, სპაზმოლიზურ და ადგილობრივ მაანესთეზირებელ მოქმედებას; აადვილებს ამოხველებას.

ჩვენებები:

გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებათა კომპლექსურ თერაპიაში, რომლებიც მიმდინარეობს ხველით და ნახველის არაეფექტური გამოყოფით:

  • ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები;
  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი;
  • ბრონქოპნევმონია;
  • ბრონქოექტაზი;
  • წარმატებით გამოიყენება ზოგიერთი ინფექციური დაავადების სამკურნალოდ, რომლებიც აზიანებს სასუნთქ გზებს (გრიპი, ყივანახველა, წითელა და ა.შ.).

მიღების წესი და დოზირება:

3-5 წლის ასაკის ბავშვებში: 1-2 ჩაის კოვზი (5-10 მლ) 3-5-ჯერ დღეში.

უფროსი ასაკის ბავშვებში: 2 ჩაის კოვზი (10 მლ) 3-5-ჯერ დღეში.

მოზრდილებში: 2-3 ჩაის კოვზი (10-15 მლ) 3-5-ჯერ დღეში.

სიროფი მიიღება ჭამამდე ერთი საათით ადრე.

გვერდითი მოვლენები:

ექიმის მიერ რეკომენდებული დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის დაცვის შემთხვევაში, პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. თუმცა, გასათვალისწინებელია გვერდითი რეაქციების გამოვლინების შესაძლებლობა.

ამინოფენაზონის შემცველობის გამო შესაძლებელია კანზე გამონაყარის, ჭინჭრის ციების გამოვლინება.

ცნს-ის მხრივ: დაღლილობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, გულისრევა.

ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია აგრანულოციტოზის განვითარება. პრეპარატის შემცველობაში ეფედრინის არსებობის გამო, თერაპიულზე ბევრად მაღალი დოზის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აგზნება, ტრემორი, უძილობა, უმადობა, არტერიული წნევის მომატება.

ნატრიუმის ბრომიდის შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს აპათია, დეპრესია, დაღლილობა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრეპარატის მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები:

თერაპიულზე მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში პრეპარატში შემავალმა ეფედრინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის შემცველობისა და სისხლის წნევის მომატება.

ჭარბი დოზირება:

ეფედრინის ჭარბი დოზირების გამოვლინებაა: აგზნებადობა, ტრემორი, უძილობა, უმადობა, არტერიული წნევის მომატება, მიდრიაზი, სისხლში შაქრის დონის მომატება.

ნატრიუმის ბრომიდის ჭარბი დოზირების სიმპტომებია: აპათია, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, კონიუნქტივიტი, ბრომისმიერი ფერიმჭამელები.

ეფედრინის ჭარბი დოზირების გამოვლინებების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომატურია: კუჭის ამორეცხვა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების შენარჩუნება; პარკუჭზედა და პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მოსახსნელად შეჰყავთ ბეტა-მაბლოკირებელი საშუალებები, ჰიპერტენზიის მოსახსნელად - ნატრიუმის ნიტროპრუსიდი; კრუნჩხვების კუპირება ხდება  დიაზეპამის შეყვანით.

ბრომიზმის შემთხვევაში შეჰყავთ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი და დიურეზული საშუალებები ბრომის იონების გამოყოფის დასაჩქარებლად. აგზნებადობის მოხსნა ხდება ბარბიტურატების გამოყენებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ტუსიფენის მიღება ერთდროულად შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებლებთან, ანტიპირეტიკებთან და ანტიბიოტიკებთან.

- არ არის რეკომენდებული ერთდროულად გამოყენება მეთამიზოლთან. ვინაიდან პრეპარატები ერთი და იგივე ჯგუფს განეკუთვნება და მათმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციების გაძლიერება, კერძოდ აგრანულოციტოზი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად