რაზილესი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

რაზილესი - RASILEZ - РАСИЛЕЗ

საერთაშორისო დასახელება:

ALISCIREN

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA AG, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ალისკირენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რენინის ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.

1 ტაბ.

ალისკირენი .............    150 მგ

1 ტაბ.

ალისკირენი ..............   300 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი; სილიციუმის უწყლო, კოლოიდური დიოქსიდი; პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი) 4000, ტალკი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის შავი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ალისკირენი წარმოადგენს არაპეპტიდურ, რენინის ძლიერ და სელექტიურ ინჰიბიტორს, რომელიც აქტიურია პერორალურად მიღებისას. ალისკირენი სპეციფიკურად აღწევს რენინ-ანგიოტენზინ სისტემას (RAS), ახდენს მის ბლოკირებას, ანგიოტენზინის გარდაქმნით ანგიოტენზინ I და პლაზმის რენინის (PRA), ანგიოტენზინ I და ანგიოტენზინ II დონეების შემცირებით.

რენინი გამოიყოფა თირკმელებით, რენული პერფუზიისა და სისხლის მოცულობის დაქვეითების პასუხად, ეს გამოძახილი ინიცირდება ციკლით, რომელიც მოიცავს რენინ-ანგიოტენზინ სისტემას (RAS) და ჰომეოსტატიკურ უკუკავშირს. რენინი ხლეჩს ანგიოტენზინოგენს, არააქტიური ანგიოტენზინ I დეკაპეპტიდის წარმოქმნით (Ang I). Ang I გადადის აქტიურ ოქტაპეპტიდში ანგიოტენზინ II(Ang II). ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) საშუალებით და ACE-ის მონაწილეობის გარეშე მექანიზმით.

Ang II  წარმოადგენს ძლიერ ვაზოკონსტრიქტორს და უზრუნველყოფს კატექოლამინების გამოთავისუფლებას თირკმლზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრიდან და მოსაზღვრე ნერვული დაბოლოებებიდან. იგი ასევე აძლიერებს ალდოსტერონის სეკრეციასა და ნატრიუმის რეაბსორბციას. აღნიშნული ეფექტები იწვევენ არტერიული წნევის მომატებას. Ang II ქრონიკული ზრდა იწვევს ანთების მედიატორებისა და მარკერების ექსპრესიასა და ფიბროზს, რომლებიც საბოლოო ჯამში განაპირობებენ ორგანოს დაზიანებას. Ang II ასევე აინჰიბირებს რენინის გამოთავისუფლებას, რაც ნეგატიურ უკუგავლენას ახდენს სისტემაზე, პლაზმის რენინის (PRA) გაზრდილი აქტივობა იწვევს გულ-სისხლძარღვოვან რისკებს ჰიპერტენზიულ და ნორმოტენზიულ პაციენტებში.

ყველა აგენტი, რომელიც აინჰიბირებს ამ სისტემას, რენინის ინჰიბიტორების ჩათვლით, აქვეითებს უარყოფით ნეგატიურ კავშირს, და იწვევს პლაზმაში რენინის კონცენტრაციის კომპენსატორულ მატებას. როდესაც ასეთი მატება ხდება ACE და ARB ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე, მას თან ახლავს PRA დონის გაზრდა.

ალისკირენით მკურნალობისას უკუკავშირის ეფექტები ნეიტრალიზდება. შედეგად, ალისკირენის მიღებისას მონოთერაპიის სახით, ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ აგენტებთან კომბინაციაში, ქვეითდება PRA, AngI და AngII დონები. რაზილესით მკურნალობის შედეგად ქვეითდება PRA ჰიპერტენზიულ პაციენტებთან. კლინიკურ გამოკვლევებში გამოვლინდა PRA შემცირება 50-დან 80%მდე. ანალოგიური შემცირება დაფიქსირდა ალისკირენის სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინირებული მიღებისას.

არტერიული ჰიპერტენზია:

- რიგ პაციენტებთან რაზილესი იწვევს სისტოლური და დიასტოლური წნევის დოზაზე დამოკიდებულ, ხანგრძლივ დაქვეითებას. რაზილესის მიღება დღეში ერთხელ დოზით 150 მგ და 300 მგ, უზრუნველყოფს სისხლის წნევის ეფექტურ დაწევას 24 საათის განმავლობაში (ეფექტი შენარჩუნებულია დილითაც). 2 კვირის შემდეგ აღინიშნება წნევის დაწევის მაქსიმალური ეფექტი 85-დან 90%-მდე. წნევის დაწევის ეფექტი შენარჩუნებულია იმ პაციენტებთან, რომლებიც მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში; მკურნალობის შეწყვეტისას სისხლის წნევა რამდენიმე კვირის განმავლობაში თანდათანობით კვლავ უბრუნდება საწყის დონეს.

- ნამკურნალებ პაციენტებთან ჩატარებულ კონტროლირებად გამოკვლევებში არ გამოვლინდა პირველი დოზის ჰიპოტენზია და პულსის ცვლილება. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებოდათ გაურთულებელი ჰიპერტენზია, რაზილესით მონოთერაპის ჩატარების შემდეგ, იშვიათად გამოუვლინდათ ჭარბი ჰიპოტენზია (0.1%). ჰიპონტეზია ასევე არ ყოფილა გავრცელებული (<1%) სხვა ანტიჰიპერტენზიულ აგენტებთან კომბინირებული თერაპიის დროს.

- კონტროლირებად გამოკვლევებში სისხლის წნევის დაწევის ეფექტი რაზილესისა და ჰიდროქლორთიაზიდის  კომბინირებული მიღებისას, იყო ადიტიური, ამგვარი კომბინაციის კარგად გადატანის პირობებში. რაზილესისა და რამიპრილს კომბინირებისას, აღინიშნა ხველის შედარებით შემცირება, რამიპრილთან შედარებით (ალისკირენი/რამიპრილი 1.8%, რამიპრილთან შედარებით - 4.7%).

- რაზილესი დოზით 150 მგ ავლენს სისხლის წნევის დაწევის ადიტიურ ეფექტს და კარგად გადაიტანება იმ პაციენტებთან, რომელთაც აღენიშნებათ არაადეკვატური რეაქცია კალციუმის არხების ბლოკატორზე ამლოდიპინზე, დოზით 5 მგ. ეფექტი ანალოგიური იყო ამლოდიპინის მიღებისას დოზით 10 მგ, მაგრამ შეშუპებების შემცირებისას (ალისკირენი/ამლოდიპინი - 2.1%, ამლოდიპინთან - 11.2%), აღინიშნა კარგი გადატანითობა ვალსარტანთან.

- სისხლის წნევის დაქვეითების ეფექტურობის მიხედვით, რაზილესი მსგავსია სხვა კლასის ანტიჰიპერტენზიული აგენტებისა, მათ შორის ACE, ARB, და CCB აგენტების ჩათვლით.

- რაზილესისა და ჰიდროქლორთიაზიდის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს იკვლევდნენ 26 კვირიან რანდომიზირებულ, ორმაგ-ბრმა გამოკვლევებში, პარალელურ ჯგუფებში, ამლოდიპინის დამატებით. 300 მგ ალისკირენით და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდით 12 კვირიანი მონოთერაპიის შემდეგ სისხლის წნევა საწყისთან შედარებით დაქვეითდა (სისტოლური/დიასტოლური), 17.0/12.3 mm.Hg - ალისკირენისათვის და 14,4/10,5 mm.Hg.-  ჰიდროქლორთიაზიდისათვის.

გამოკვლევის ბოლოს სისხლის წნევამ საწყისთან შედარებით დაიწია 19,6/14,2 mm.Hg.-ალისკირენისატვის და 17,9/13,0 mm.Hg.- ჰიდროქლორთიაზიდისთვის.

- დიაბეტიან ან ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებთან რაზილესით ჩატარებული მონოთერაპია იყო ეფექტური და უსაფრთხო. რამიპრილთან კომბინაციაში რაზილესი უზრუნველყოფს სისხლის წნევის დამატებით დაქვეითებას. მსუქან და ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებთან, რომლებთანაც ჰიდროქლორთიაზიდით ჩატარებული მკურნალობა არაადეკვატური იყო, რაზილესის შეყვანა მკურნალობის სქემაში იძლევა წნევის დამატებით დაქვეითებას, ვიდრე სქემაში ირბესარტანის ან ამიპინის დამატება.

- რაზილესის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი დამოკიდებული არ არის ასაკზე, სქესზე, სხეულის მასაზე და ეთნიკურ წარმომავლობაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პერორალურად მიღებისას ალისკირენი მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 1-3 საათის შემდეგ. ალისკირენის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 2,6 %. საკვები აქვეითებს Cmax და AUC  ექსპოზიციას. ამასთან, მინიმალურ გავლენას ახდენს ფარმაკოდინამიკაზე, ამიტომ პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. პლაზმაში წონასწორული კონცენტრაციები მიიღწევა 5-7 დღის შემდეგ, და წონასწორული დონეები დაახლოებით 2-ჯერ მეტია, ვიდრე საწყისი დოზა.

განაწილება: ალისკირენი სისტემურად ნაწილდება პერორული მიღებისას. ინტრავენური შეყვანის შემდეგ განაწილების საშუალო მოცულობა, წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს დაახლოებით 135 გ, რაც მიუთითებს, რომ ალისკირენი ინტენსიურად ნაწილდება სისხლძარღვგარეთა სივრცეში. ალისკირენის შეკავშირება პლაზმის ცილებთან ზომიერია (47-დან 51%-მდე) და დამოკიდებული არ არის კონცენტრაციაზე (4.39).

მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 40 საათს (34-დან 41 საათამდე). ალისკირენი ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა განავალთან (91%). საერთო ორალური დოზის 1.4% მეტაბოლიზდება. მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელია ფერმენტი CYP3A4. დოზის დაახლოებით 0.6% პერორალური მიღების შემდეგ გადადის შარდში. ინტრავენურად შეყვანის შემდეგ პლაზმაში საშუალო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 9 ლ/სთ.

ხაზობრიობა/არახაზობრიობა: ალისკირენის პიკური კონცენტრაცია (Cmax) და ექსპოზიცია (AUC) იზრდება ხაზობრივად, დოზის გაზრდასთან ერთად, დიაპაზონში 75-დან 600 მგ-მდე.

პაციენტების თავისებურებები:

რაზილესი ეფექტური ანტიჰიპერტენზიული საშუალებაა მოზრდილი პაციენტებისათვის, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, სხეულის მასისა და ეთნიკური კუთვნილებისა.

შესწავლილი იქნა ალისკირენის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებთან. ერთეული დოზის შეყვანის შემდეგ და წონასწორულ მდგომარეობაში თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე სუბიექტებთან (Cmax) და (AUC) 0.8 - 0.2%-ჯერ მეტია, ვიდრე ჯანმრთელებში, ამგვარი ცვლილებები კორელაციაში არ არის თირკმლის ფუნქციის სერიოზულ დარღვევებთან და არ საჭიროებს რაზილესის დოზის კორექციას, თუმცა სერიოზული რენული დარღვევების დროს აუცილებელია გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა.

ალისკირენის ფარმაკოკინეტიკა არსებითად უცვლელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებთან, მსუბუქიდან სერიოზულ ფორმებამდე. ამიტომ, ამ კატეგორიის პაციენტებთან რაზილესის საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ანალოგიურად, რაზილესის დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანში შესულ პაციენტებთან.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

ჰიპერტენზია: რაზილესის საწყისი რეკომენდებული დოზა: 150 მგ დღეში ერთხელ პაციენტებისათვის, რომლებთანაც არტერიული წნევა ადექვატურად არ კონტროლდება, დასაშვებია დოზის გაზრდა 300 მგ-მდე დღეში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გრძელდება 2 (85-დან 90%-მდე) კვირამდე, თერაპიის დაწყებიდან, დოზით 150 მგ დღეში ერთხელ, რაზილესი ინიშნება როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში. რაზილესის მიღება შეიძლება დამოუკიდებლად საკვების მიღებისაგან.

ხანში შესული პაციენტები: ხანში შესული პაციენტებისათვის (65 წლის ზევით) საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით: პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა მსუბუქიდან სერიოზულ ფორმებამდე, საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:

პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მსუბუქიდან სერიოზულ ფორმებამდე, საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გვერდითი მოვლენები:

რაზილესის უსაფრთხოება შესწავლილ იქნა 7800 პაციენტთან; მათგან 2300 მკურნალობა უტარდებოდათ 6 თვეზე მეტხანს, ხოლო 1200-ზე მეტს - წელიწადზე მეტხანს. გვერდითი მოვლენები: არ უკავშირდება სქესს, ასაკს, სხეულის წონას, რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას. რაზილესით მკურნალობის პერიოდში, დოზით 300 მგ, გამოვლენილი გვერდითი რეაქციები ახლოსაა პლაცებოსთან. გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ, სუსტია და ტრანზიტორული და იშვიათად მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას;

- გვერდითი რეაქციებიდან განსაკუთრებით ხშირია დიარეა.

- რაზილესი არ იწვევს მშრალ ხველას, რაც დამახასიათებელია აჰფ ინჰიბიტორებისათვის. ხველის გამოხატულების დონე ანალოგიურია პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს (0.6%) და რაზილესს (0.9%).

- რაზილესით მკურნალობისას გამოვლინდა ანგიო-ნევროზული შეშუპების შემთხვევები. კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში, რაზილესით მკურნალობისას, ანგიო-ნევროზული შეშუპება იშვიათად წარმოიქმნებოდა, კერძოდ, იმ დონით, რასაც ადგილი ჰქონდა პლაცებოთი ან ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობის დროს. ასეთ დროს პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და აცნობოს ექიმს ნებისმიერი ალერგიული რეაქციის გამოვლინების შესახებ (განსაკუთრებით, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელების, სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ქუთუთოების შეშუპებისას).

გვერდითი რეაქციები (69) მოცემულია სიხშირის შემცირების მიხედვით; გამოყენებულია შემდეგი კლასიფიკაცია: ძალიან გავრცელებული (≥1/10); გავრცელებული (≥1/100, <1/10); გაუვრცელებელი (≥ 1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10 000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10 000). ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.

თითოეულ ქვეჯგუფში გვერდითი ეფექტები მოცემულია სერიოზულობის კლების მიხედვით.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები: გავრცელებული - დიარეა;

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არაგავრცელებული - გამონაყარი.

ლაბორატორიული გამოკვლევები:

კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში, სტანდარტული ლაბორატორიული მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ცვლილებები იშვიათად უკავშირდებოდა რაზილესით მკურნალობას. კლინიკურ გამოკვლევებში გამოვლინდა, რომ ჰიპერტენზიულ პაციენტებთან რაზილესი მნიშვნელოვან კლინიკურ გავლენას არ ახდენს საერთო ქოლესტერინის HDL, ტრიგლიცერიდების (უზმოზე), გლუკოზის (უზმოზე) ან შარდმჟავას დონეზე.

ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი: გამოვლინდა ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის მცირედი დაქვეითება (საშუალო დაქვეითება დაახლოებით 0.05 მმოლ/ლ და 0.16% საერთო, შესაბამისად). არც ერთ პაციენტს არ შეუწყვეტია მკურნალობა ანემიის გამო. ასეთივე ეფექტი გამოვლინდა რენინგ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი სხვა აგენტებისთვისაც, როგორებიცაა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები.

შრატის კალიუმი: ესენციური ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებთან რაზილესით ჩატარებული მონოთერაპიის შემდეგ შრატში კალიუმის დონის მომატება იყო მინიმალური და იშვიათი (0.9%, პლაცებოსათვის 0.6%). ამასთან, ერთ გამოკვლევაში, სადაც რაზილესი გამოყენებული იყო ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორთან კომბინაციაში დიაბეტით დაავადებულ პაციენტებთან, კალიუმის დონე შრატში შედარებით გამოხატული იყო (5.5%). ამიტომ, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებთან, რომლებიც ღებულობენ რაზილესს, რეკომენდებულია ელექტროლიტებისა და თირკმლის ფუნქციის რუტინული კონტროლი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

*  ორსულობა;

* ძუძუთი კვების პერიოდი;

* ბავშვებში 18 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ალისკირენს არ გამოუვლენია ტერატოგენული თვისებები ცხოველებთან ჩატარებულ სტანდარტულ ტესტებში; ასევე არ დაფიქსირებულა მკურნალობასთან დაკავშირებული ეფექტები ვირთაგვების პრენატალური განვითარების კვლევებში.

ამასთან, სხვა ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებენ პირდაპირ რენინგ-ანგიოტენზინ სისტემაზე, უკავშირდება ნაყოფის სერიოზული მანკები და ახალშობილის სიკვდილანობა. ვინაიდან სპეციალური კლინიკური გამოკვლევები ამ მიმართებით არ ჩატარებულა, ალისკირენის მიღება რეკომენდებული არ არის როგორც ორსულობის პერიოდში, ასევე იმ ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას. ამიტომ ექიმმა, რომელიც ნიშნავს რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედ პრეპარატს, აუცილებლად უნდა გააფრთხილოს პაციენტი ქალი ორსულობის პერიოდისათვის ამ პრეპარატის პოტენციური რისკის შესახებ. ორსულობის დადგენის შემთხვევაში, რაზილესით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

დადგენილი არ არის გამოიყოფა თუ არა ალისკირენი დედის რძეში. ალისკირენი გამოიყოფა ვირთაგვების რძეში ლაქტაციის პერიოდში. ახალშობილზე შესაძლო პოტენციური გვერდითი რეაქციის გამო, დგება საკითხი პრეპარატის მოხსნის, ან ბუნებრივი კვების შეწყვეტის შესახებ, დედისათვის რაზილესის მიღების მნიშვნელობიდან გამომდინარე.

განსაკუთრებული მითითებები:

პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ მარილების დაქვეითებული შემცველობა და/ან სისხლძარღვშიგა მოცულობის შემცირება (მაგალითად დიურეტიკების მაღალი დოზებით მიღების დროს) რაზილესის მიღების დაწყების შემდეგ შესაძლოა განუვითარდეთ სიმპტომატური ჰიპოტენზია რაზილესის მიღების დაწყებამდე საჭიროა კორექტირება ან მკურნალობის დაწყება მკაცრი სამედიცინო კონტროლის პირობებში.

ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე) რაზილესის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებთან რაზილესის მიღება რეკომენდებული არ არის.

კლინიკურ გამოკვლევებში რაზილესის მოქმედება არ შესწავლილა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებთან (კრეატინინი ≥150 მკმოლ/ლ ქალებისათვის და ≥177 მკმოლ/ლ მამაკაცებისათვის და/ან დადგენილი CFR<30მლ/წთ), დიალიზზე მყოფ პაციენტებთან, ნეფროზული სინდრომით ან ნეფროვასკულური ჰიპერტენზიით. ამგვარი ინფორმაციის სიმწირის გამო, სიფრთხილეა საჭირო რაზილესის დანიშვნისას თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევის მქონე ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებთან. რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედმა სხვა აგენტებმა ასეთ პაციენტებთან შესაძლოა გამოიწვიოს კალიუმის, შრატის კრეატინინისა და სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება, და ანალოგიური ეფექტი მოსალოდნელია რაზილესისათვის.

მონაცემები რაზილესის გამოყენების შესახებ თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზის მქონე პაციენტებთან, არ არსებობს.

გავლენა ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე: გამოკვლევები ამ მიმართულებით არ ჩატარებულა.

ჭარბი დოზირება:

ცნობები ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ მწირია; დამახასიათებელი მოვლენა შესაძლოა იყოს ჰიპოტენზია, განპირობებული ალისკირენის ანტიჰიპერტენზიული ეფექტით. სიმპტომატური ჰიპოტენზიის დროს აუცილებელია შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

რაზილესს ახასიათებს მცირედ გამოხატული ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან. კლინიკურ ფარმაკოკინეტიკურ გამოკვლევებში გამოკვლეულ იქნა აცენოკუმაროლი, ატენოლოლი, ცელეკოქსიბი, ფენოფიბრატი, პიოგლიტაზონი, ალოპურინოლი, იზოსორბიდ-5-მონონიტრატი, ირბესარტანი, დიგოქსინი, რამიპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი. და ურთიერთქმედებები მათთან არ დადგინდა.

ალისკირენის ერთდროული შეყვანა ვალსარტანთან (დაქვეითება 28%), მეტფორმინთან (დაქვეითება 28%), ამლოდიპინთან (მომატება 29%) ან ციმეტიდინთან (მომატება 19%) იწვევს ალისკირენის Cmax ან AUC ცვლილებას 20-30% ატორვასტატინთან ერთდროული შეყვანისას Cmax ან AUC იზრდება 50%-ით. ალისკირენის ერთდროული შეყვანა მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ატორვასტატინის, ვალსარტანის, მეტფორმინის ან ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე. ამიტომ აღნიშნულ პრეპარატებთან ალისკირენის კომბინირებისას, საჭირო არ არის დოზის კორექცია.

CYP450- ურთიერთქმედებები: ალისკირენი არ ახდენს CYP450 და (CYP1A2, 2C8, 2C9, 2C29, 2D6, 2E1,და CYP3A4) იზოფერმენტების ინჰიბირებას; ალისკირენი არ ახდენს CYP3A4 ინდუცირებას. ალისკირენი მინიმალური ხარისხით მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 ფერმენტებით, ამიტომ მოსალოდნელი არ არის მისი ურთიერთქმედება ნივთიერებებთან, რომლებიც აინჰიბირებენ, აინდუცირებენ ან მეტაბოლიზდებიან ამ ფერმენტებით.

P-გლიკოპროტეიდ ურთიერთქმედებები: გამოვლენილ იქნა 1/1a/1b(MDR1/Mdr1a/1b) გენების მრავლობითი წამლისმიერი რეზისტენტობა P გლიკოპროტეინის (Pgp) მიმართ. ურთიერთქმედების პოტენციალი შესაძლოა, დამოკიდებულია ამ ტრანსპორტერის ინჰიბირების ხარისხზე.

P-გლიკოპროტეინ სუბსტრატები და ზომიერად სუსტი ინჰიბიტორები: არანაირი შემდგომი ურთიერთქმედებები ატენოლოლთან, დიგოქსინთან, ამლოდიპინთან და ციმეტიდინთან არ გამოვლენილა.

P-გლიკოპროტეინ ძლიერი ინჰიბიტორები: ატორვასტატინთან ერთდროული შეყვანისას ალისკირენის (300 მგ) Cmax და AUC მატულობს 50%; ასევე, კეტოკონაზოლის (200 მგ) და ალისკირენის (300 მგ) ერთდროული მიღება იწვევს ალისკირენის (AUC და Cmax) მომატებას პლაზმაში 80%-ით;

კლინიკამდელი, გამოკვლევები აჩვენებს, რომ ალისკირენისა და კეტოკონაზოლის ერთდროული მიღებისას მატულობს ალისკირენის გასტროინტესტინური აბსორბცია და მცირდება მისი გამოყოფა ნაღველთან. ატორვასტატინთან ან კეტოკონაზოლთან კომბინაციაში ალისკირენის დონეთა ცვლილება პლაზმაში მოსალოდნელი იყო იმ საზღვრებში, რომელიც მიიღწევა, თუკი ალისკირენის დოზას გავაორმაგებდით. დადგენილია, რომ ალისკირენი დოზით 600 მგ, ან რეკომენდებულზე 2-ჯერ მაღალი დოზით, კარგად გადაიტანება კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში. აღნიშნულის გამო, ალისკირენის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

P-გლიკოპროტეინ ძალიან ძლიერი ინჰიბიტორები: ჯანმრთელ მოხალისეებზე შესასწავლილ იქნა ერთეული დოზების ურთიერთქმედებები. აღმოჩნდა, რომ ციკლოსპორინი (200 მგ და 600 მგ) იწვევს 75 მგ ალისკირენის Cmax მომატებას. დაახლოებით 2,5-ჯერ და AUC - დაახლოებით 5-ჯერ. ამიტომ, ამ ორი ნივთიერების ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის.

ფუროსემიდი: ალისკირენისა და ფუროსემიდის ერთდროული მიღება იწვევს ფუროსემიდის AUC და Cmax დაქვეითებას - შესაბამისად. ამიტომ, ფუროსემიდით თერაპიის დაწყებისას რეკომენდებულია კონტროლი, რათა კლინიკურ სიტუაციებში თავიდან იქნეს აცილებული უტილიზაციის შესაძლო დაქვეითება მოცულობის გადატვირთვის გამო.

კალიუმი და კალიუმშემნახავი დიურეზული საშუალებები: გამოცდილებიდან გამომდინარე, პრეპარატებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე, ალისკირენთან კომბინირებისას შესაძლოა გამოიწვიონ სისხლის შრატში კალიუმის გაზრდა, ესენია: კალიუმშემნახავი დიურეტიკები, საკვების დანამატები, რომლებიც შეიცავენ კალიუმს, ან მარილის შემცვლელები, რომლებიც შეიცავენ კალიუმს. თუკი ამგვარი კომბინირება აუცილებელია, რეკომენდებულია სიფრთხილე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად