ნოლაქსენი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ნოლაქსენი - NOLAXEN - НОЛАКСЕН

საერთაშორისო დასახელება: SPIRONOLACTONE; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: სპირონოლაქტონი+ჰიდროქლორთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სამკურნალო პრეპარატი. კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენი საშუალება თიაზიდურ დიურეზულ საშუალებასთან კომბინაციაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები:  ბლისტერზე 10 ც., შეფუთვაში  2ბლისტერი.

1 ტაბ.

სპირონოლაქტონი .................     25 მგ

ჰიდროქლორთიაზიდი ..............  25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, დაუმუშავებელი სახამებელი, უწყლო ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი, საღებავი: Sunset Yellow.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნოლაქსენი - კომბინირებული პრეპარატია, რომლის დიურეზული და ჰიპოტენზიური მოქმედება განპირობებულია სპირონგოლაქტონისა და ჰიდროქლორთიაზიდის თვისებების შერწყმით.

სპირონოლაქტონი წარმოადგენს კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებას, გახანრგძლივებული მოქმედების ალდოსტერონის (თირკმელზედა ჯირკვლის მინერალოკორტიკოსტეროიდული ჰორმონი) სპეციფიურ ანტაგონისტს. თირკმლის მილაკების დისტალურ ნაწილებში ალდოსტერონის რეცეპტორებთან შეკავშირებით ზრდის წყლის, ნატრიუმისა და ქლორის იონების ექსკრეციას შარდთან ერთად, ამცირებს კალიუმისა და შარდოვანას იონების გამოყოფას, აქვეითებს შარდის მჟავიანობას.

ჰიდროქლორთიაზიდი თიაზიდური დიურეზული საშუალებაა. ამცირებს ნატრიუმის იონების რეაბსორბციას, აძლიერებს შარდთან ერთად კალიუმის ჰიდროკარბონატისა და  ფოსფატების  გამოყოფას. ამცირებს არტერიულ წნევას ცირკულირებადი სისხლის მოცულობის (ცსმ) შემცირების, სისხლძარღვის კედლის რეაქტიულობის  შეცვლის, სისხლძარღვების შემავიწროვებელი ნივთიერებების პრესორული ზეგავლენის შემცირებისა და განგლიებზე დეპრესორული მოქმედების გაძლიერების ხარჯზე.

ფარმაკოკინეტიკა:

სპირონოლაქტონი და ჰიდროქლორთიაზიდი პერორალური მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ხასიათდებიან საკმაოდ მაღალი ბიოშეღწევადობით.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზის შეშუპების სინდრომი (გულის ქრონიკული უკმარისობა ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები);
  • არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

ნოლაქსენი მიიღება შიგნით ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით.

შეშუპების სინდრომის დროს: ინიშნება 2 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორ მიღებად. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და შეიძლება ვარირებდეს 1-დან 8 ტაბლეტამდე დღეში (სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით: 25-200 მგ (იშვიათად, 300 მგ დღე-ღამეში)) დღე-ღამეში.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს: ინიშნება 1-2 ტაბლეტი ერთჯერადად ან ორ მიღებად. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და შეიძლება ვარირებდეს 1-დან 4 ტაბლეტამდე (სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით: 25-100 მგ) დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:

წყალ-ელექტროლიტური ცვლის მხრივ:

ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპო- ან ჰიპერკალიემია; იშვიათად - ჰიპერკალციემია, ჰიპერურიკემია.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:

თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, ატაქსია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

შექცევადი და ჩვეულებრივ, თავისთავად გარდამავალი გემოვნების დარღვევა, პირის სიმშრალე, იშვიათად - გულისრევა, ღებინება, დიარეა, სპაზმები, ნაწლავური კოლიკა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ:

გინეკომასტია (ჩვეულებრივ შექცევადი, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება შენარჩუნდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგ), სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ერექციის დარღვევები მამაკაცებში, პოტენციის დაქვეითება მამაკაცებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ამენორეა, მეტრორაგია კლიმაქტერული პერიოდში, ჰირსუტიზმი, ხმის შეცვლა ქალებში.

კანის მხრივ:

გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანურია;

* ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები (პრეკომა და ღვიძლის კომა);

* ელექტროლიტების ცვლის კორექციას დაუქვემდებარებელი დარღვევები: ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია;

* ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ (ჯვარედინი ალერგიული რეაქციების განვითარების საშიშროების გამო);

*ორსულობა (I ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

* ნოლაქსენი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლისა და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევები, პაციენტებში სუნთქვითი და მეტაბოლიური აციდოზის მაღალი რისკით.

* ნოლაქსენის ხანგრძლივად გამოყენებისას, აუცილებელია შრატში ელექტროლიტების შემცველობის, ასევე შარდოვანას, კრეატინინის, გლუკოზის და შარდმჟავას პერიოდული კონტროლი.

* ნოლაქსენის მიღების დროს ალკოჰოლის გამოყენება არ შეიძლება.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: პრეპარატის გამოყენების საწყის პერიოდში არ შეიძლება ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოთა შესრულება, რომლებიც მოითხოვს ფიზიკური და ფსიქიკური რეაქციების სისწრაფეს. შემდგომში კი, მათი განხორციელების შესაძლებლობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

ბავშვებში ნოლაქსენი ინიშნება სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით დოზით 1.66-3.3 მგ/კგ-ზე დღე-ღამეში ერთჯერადად ან ორ მიღებად. მკურნალობის კურსი 14-21 დღეს შეადგენს. შესაძლებელია განმეორება ყოველ 10-14 დღეში.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ხანგრძლივი დიურეზი და ჰიპერკალიემია გულის რითმის დარღვევით, არტერიული წნევის ვარდნა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, წყურვილი.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, ღებინების ინდუქცია, კუჭის ამორეცხვა, გაუწყლოებისა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის, არტერიული ჰიპოტენზიის სიმპტომური თერაპია, სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების შენარჩუნება.

ჰიპერკალიემიის შემთხვევაში: ვენაში სასწრაფოდ 20-50% გლუკოზის ხსნარისა და ინსულინის (0.25-0.5 ერთ/გ გლუკოზაზე) შეყვანა. გამოიყენება კალიუმის გამომყვანი დიურეზული საშუალებები.

სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

-არ შეიძლება ნოლაქსენის ლითიუმის მარილებთან ერთად გამოყენება, ვინაიდან მცირდება ლითიუმის მარილების გამოყოფა, რის გამოც, იმატებს მისი კარდიო- და ნეიროტოქსიურობა;

- ნოლაქსენისა და სალიცილატების დიდი დოზებით გამოყენებისას, შეიძლება გაძლიერდეს ცნს-ზე სალიცილატების ტოქსიური მოქმედება; აასს (ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის  მჟავა) ამცირებენ ნოლაქსენის დიურეზულ, ნატრიურეზულ და ანტიჰიპერტენზიულ აქტივობას და ზრდიან თირკმლის უკმარისობის  განვითარების რისკს;

- საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას, ჰიპოკალიემიისა და ჰიპომაგნიემიის განვითარების შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს საგულე გლიკოზიდების ტოქსიურობა;

- შეიძლება გააძლიეროს არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების ეფექტი და მოქმედების ხანგრძლივობა;

- ნოლაქსენის ჰიპოტენზიური მოქმედება პოტენცირდება ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია), ბარბიტურატებით, ანტიდეპრესანტებით, თიაზიდური დიურეზული საშუალებებით, სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებებითა და ალკოჰოლის მიღებით;

- ნოლაქსენთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება შეასუსტოს ანტიდიაბეტური საშუალებების, ადრენალინის, ნორადრენალინის, შარდმჟავას დამშლელი პრეპარატების მოქმედება, ანელებს კარბენოქსოლონის წყლულის საწინააღმდეგო მოქმედებას (აჩქარებს ბიოტრანსფორმაციასა და გამოყოფას);

- ნოლაქსენის კალიუმის მარილებთან, კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებებთან, აგფ-ინჰიბიტორებთან (ვინაიდან ხელს უშლიან ალდოსტერონის გამოთავისუფლებას), ინდომეტაცინთან, ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია;

- ნოლაქსენის ამიოდარონთან (თიაზიდურ დიურეზულებთან ერთდროული გამოყენებისას), შეიძლება გაიზარდოს ჰიპოკალიემიასთან დაკავშირებული არითმიების რისკი;

- ნოლაქსენის აგფ-ინჰიბიტორებთან, ფუროსემიდთან, კომბინირებისას, შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა;

- ნეომიცინთან, კოლესტირამინთან ერთად გამოყენებისას მცირდება ნოლაქსენის შეთვისება;

- ნოლაქსენის კალციუმის პრეპარატებთან კომბინაციისას შესაძლებელია ჰიპერკალცემიის განვითარება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად