/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

აბსცესი - abscessus - абсцесс

აბსცესი - abscessus - абсцесс

აბსცესი არის შემოფარგლული ჩირქგროვა, რომელიც ამა თუ იმ ქსოვილში ან ორგანოში ჩირქმბადი მიკრობის მოხვედრის ან ჩირქოვანი ანთებითი პროცესის გართულების შედეგად ყალიბდება. ქსოვილში მოხვედრილი მიკრობი იწვევს ანთებას, ქსოვილის კვდომას და მის ადგილას ჯანსაღი ქსოვილებისგან კაფსულით გამოყოფილი ჩირქოვანი ღრუს წარმოქმნას.

.

  • მიზეზები

ჩირქმბადი მიკრობი ორგანიზმში შესაძლოა შეიჭრას შემთხვევითი ჭრილობიდან, ასევე - ნაჩხვლეტიდან ან განაკვეთიდან ასეპტიკის წესების დაუცველად ჩატარებული სამკურნალო მანიპულაციის (მაგალითად, ინექციის) დროს.

.

ჩირქგროვით შესაძლოა გართულდეს რომელიმე ორგანოში, კანში ან კანქვეშა შრეში მიმდინარე მწვავე ჩირქოვანი ანთებითი პროცესი (ფურუნკული, კარბუნკული, ფლეგმონა, ლიმფადენიტი და სხვა), ასევე - სისხლჩაქცევა ან ჰემატომა.

.

აბსცესი ხშირად ყალიბდება ზოგადი ჩირქოვანი ინფექციების დროს, რაც ინფექციის სისხლით გავრცელების შედეგია (მეტასტაზური აბსცესი).

.

ქსოვილში ნეკროზის გამომწვევი ნივთიერების, მაგალითად, სკიპიდარის, ნავთის და სხვათა მოხვედრისას ჩნდება ასეპტიკური ჩირქგროვები.

.

აბსცესი სხვადასხვა ზომისა და ლოკალიზაციისაა. გარდა მეტასტაზური აბსცესებისა, რომლებიც მწვავე ანთებითი კერიდან მოშორებით აღმოცენდება, ყველა სხვა აბსცესი ანთებითი ინფილტრატის ცენტრში ჩნდება. ჩირქგროვის ღრუს ფორმაც სხვადასხვაგვარია: მკვეთრად მომრგვალებული, რთული მრავალკამერიანი, ბრმა შესასვლელებიანი. ჩირქგროვის თავზე კანი შეშუპებული და ჰიპერემიულია, რაც აბსცესის ღრმა მდებარეობისას არ შეიმჩნევა.

.

  • სიმპტომები და მიმდინარეობა

წვავე ანთების დროს მნიშვნელოვანი სიმპტომია ფლუქტუაცია (პალპაციით, პერკუსიით ან ბიძგის საშუალებით ორგანიზმის რომელიმე ღრუში სითხის გადაადგილების შეგრძნება). ის მიუთითებს ელასტიკურკედლებიან ღრუში სითხის (ჩირქის) არსებობაზე, რაც დარტყმითი ტალღების ყველა მიმართულებით გავრცელებას განაპირობებს. როდესაც აბსცესი პატარაა, ღრმად მდებარეობს და სქელი კედელი აქვს, ეს სიმპტომი არ ვლინდება. აბსცესის დიაგნოზის დასადასტურებლად და ჩირქის აღმოსაჩენად ღრუ სქელი ნემსით უნდა გაიხვრიტოს.

.

ქრონიკული აბსცესის შემთხვევაში მწვავე აბსცესისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შესაძლოა საერთოდ არ გამოვლინდეს.

.

მეტასტაზური აბსცესის დროს მდგომარეობის სიმძიმე ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული. კანქვეშა ჩირქგროვების მათი პროგნოზი, წესისამებრ, კეთილსაიმედოა.

.

  • გართულება

აბსცესის მძიმე გართულებაა რომელიმე ღრუში (სახსარი, პლევრა და სხვა) ჩირქგროვის გახეთქვა. ამ კუთხით განსაკუთრებით საშიშია შინაგან ორგანოებში (ღვიძლი, ფილტვი, ტვინი) და ღრმა ვენებთან არსებული აბსცესები. მათი გახეთქვის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ჩირქოვანი პლევრიტი, პერიტონიტი, პროგრესიული თრომბოფლებიტი, ანთება ვენის კედელზე გავრცელდეს და ა. შ.

.

  • მკურნალობა

ჩირქგროვის წარმოქმნამდე ჩირქოვან ანთებით პროცესის კონსერვატიულად, ანტიბიოტიკების ადგილობრივი და პარენტერალური მიღებით მკურნალობენ. თუ ჩირქგროვა მცირე ზომისაა, ხოლო ფლორა - დაბალვირულენტული, მიმართავენ პუნქციას - ამოტუმბავენ ჩირქს და ღრუში ანტიბიოტიკი შეჰყავთ.

.

ქირურგიული ოპერაციის აუცილებლობა და ჩატარების დრო ინტოქსიკაციის დონით განისაზღვრება. მცირე ზომის ჩირქგროვის დროს, წესისამებრ, ერთი განაკვეთიც საკმარისია. მეორე განაკვეთის გაკეთება დიდი ჩირქგროვისა და შესივებისას არის საჭირო. განაკვეთი უნდა გაკეთდეს კანის ნაოჭების გასწვრივ, კიდურებზე - სახსრის მოხრის ადგილას გაჩენილი ნაკეცების გასწვრივ.

.

დიდი ზომის ჩირქგროვებს წინასწარი საცდელი პუნქციის შემდეგ ხსნიან. ჩირქის მიღების შემდეგ ნემსს იქვე ტოვებენ და განაკვეთს აკეთებენ.

.

თუ ზოგადი რეაქცია გამოხატულია, ავადმყოფს ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში აწვენენ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ორთოპედია

-სალამი, ზუსტად არ ვიცი ვის ვკითხო ამიტომაც ვსვამ ამ კითხვას აქ. დაახლოებით 2-3 კვირაა, ე.წ დაბლა წელში, ანუ ხერხელმლის ქვედა ნაწილში, მარჯვენა მხარეს (გავის ზევით არეალში) მაქვს დისკომფორტი. არა ტკივილი, რომელიც შემაწუხელებია, არამედ დაჭიმულობა, რომელიც აბსოლუტურად ქრება როცა დავდივარ ან ვმოძრაობ, ანუ მოძრაობის დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. როდესაც ვზივარ დიდი ხნით ამ დროსაა ყველაზე შემაწუხებელი ეს დისკომფორტი. არ უარესდება რაიმე კონკრეტული მოძრაობის დროს რომ ამას ვუკავშირებდე. ცხოვრების ხარისხზე არ აისახება რეალურად მაგრამ რადგან აქამდე არ მქონია მივაქციე ყურადღება. ხერხემალთან ერთად ვიცი რომ შეიძლება გინეკოლოგიურ საკითხებთანაც იყოს კავშირში ამ არეალში დისკომფორტი მაგრამ რეალურად სხვა გამოვლინება არ მაქვს. შეგიძლიათ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო მსგავსი დისკომფორტის მოსახსნელად და ასევე პრობლემის გახანგრძლივების შემთხვევაში რა პროფილის ექიმს უნდა მივართო?

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები