/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */
ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });
საერთაშორისო დასახელება:
MAGNESII SULFATUM
მწარმოებელი: DARNITSA
მოქმედი ნივთიერება: მაგნიუმის სულფატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვაზოდილატაციური საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 25%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ 1 ამპ.
მაგნიუმის სულფატი ................. 250 მგ 1.25 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მაგნიუმის სულფატი-დარნიცა ორგანიზმზე ახდენს მრავამხრივ მოქმედებას. პარენტერალური შეყვანისას ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (დოზის მიხედვით შესაძლოა გამოვლინდეს სედატიური, ძილის ან ნარკოტიკული ეფექტი). თრგუნავს ნერვ-კუნთოვან გამტარობას, ამცირებს სასუნთქი ცენტრის აგზნებადობას, ამცირებს არტერიულ წნევას (განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე), გააჩნია სპაზმოლიტიკური ეფექტი შარდის შეკავებისას.
ფარმაკოკინეტიკა:
მაგნიუმის სულფატი-დარნიცა გამოიყოფა თირკმელებით, დიურეზის გაძლიერებით.
ჩვენებები:
გამოყენების წესი და დოზები:
I-II სტადიის ჰიპერტონიული დაავადების დროს შეიყვანება ყოველდღიურად ი/კ მკურნალობის კურსზე – 15-20 ინექცია. გარდა ამისა არტერიული წნევის დაწევისას შესაძლოა გამოვლინდეს სტენოკარდიის გამოხატულობის შემცირება. ჰიპერტონული კრიზისას ი/კ და ი/ვ ნაკადად (ნელა) შეიყვანება 10-20 მლ 20%-25% ხსნარი. მშობიარობის გაუტკივარებისათვის ი/კ შეიყვანება 5-10-20 მლ პრეპარატის 25% ხსნარი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ხდება მაგნიუმის სულფატი-დარნიცას და ანალგეტიკების კომბინირება. ორსულთა გვიანი ტოქსიკოზისას 1-2-ჯერ დღე-ღამეში ი/კ შეიყვანება 10-20 მლ პრეპარატის 25% ხსნარი (შეიძლება შეუთავსდეს ნეიროლეპტიკებს). კრუნჩხვით მდგომარეობებში ი/კ შეიყვანება 5-10-20 მლ პრეპარატის 25% ხსნარი. ტყვიის კოლიკის და შარდის შეკავების დროს ი/კ შეიყვანება 5-10 მლ 10-20% ხსნარი, ხოლო ი/ვ – 5-10 მლ 5% ხსნარი (ასევე ინიშნება ოყნის სახით). როგორც ნაღველმდენი საშუალება ინიშნება შინაგანად 1 სუფრის კოვზი 20-25% ხსნარი 3-ჯერ დღე-ღამეში. ახალშობილის ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის ლიკვიდირებისათვის ინიშნება მაგნიუმის სულფატის 25% ხსნარი 0.5-0.8 მლ/ს.წ.კგ ერთხელ დღეში 5-8 დღის განმავლობაში; ბავშვებში მშობიარობისას მძიმე ჰიპოქსიით შეყვანა იწყება 0.2 მლ/კგ-ით, მე-3-4-ე დღისათვის დოზის მომატებით 0.8 მლ-კგ-მდე. ბავშვებისათვის სითხეების შინაგანად შესხმისას აუცილებელია მაგნიუმის სულფატის 25% ხსნარის დამატება დღე-ღამის დოზით 0.5-0.75 მოლი/კგ, შესასხმელი ხსნარის მთელს მოცულობაში მისი გაზავებით.
გვერდითი მოქმედება:
ღებინება, სუნთქვის გართულება.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. არტერიული ჰიპოტენზია, მდგომარეობები, განპირობებული კალციუმის დეფიციტით და სასუნთქი ცენტრის დათრგუნვით, კახექსია. პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებულიI არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კალციუმის იონები ახდენს ანტაგონისტურ მოქმედებას მაგნიუმის იონების მიმართ. პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტებთან ერთად გამოყენებისას ხდება ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დათრგუნვის გაძლიერება.
ჭარბი დოზა:
სიმპტომები: სუნთქვის გართულება. მკურნალობა: პრეპარატის ჭარბი დოზის დროს როგორც ანტიდოტი გამოიყენება კალციუმის პრეპარატები – კალციუმის ქლორიდი ან კალციუმის გლუკონატი. ასევე ტარდება ჟანგბადის ან კარბოგენის ინჰალაცია, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (ფხვ).
გამოყენების განსაკუთრებულობანი:
მშობიარობის გაუტკივარების შემთხვევაში გათვალიწინებული უნდა იყოს საშვილოსნოს კუნთების კუმშვის უნარის დათრგუნვა, როც მოითხოვს მშობიარობის მასტიმულირებელი საშუალებების გამოყნებას.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15-25°C.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
გაცემის პირობები:
რეცეპტით.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });