იუმექსი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
იუმექსი - JUMEX - ЮМЕКС

საერთაშორისო დასახელება:

SELEGILINE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: სელეგილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

B ტიპის მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორი, ანტიპარკინსონული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

სელეგილინის ჰიდროქლორიდი ...................     5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პარკინსონის დაავადების ძირითად საფუძველს წარმოადგენს ნიგროსტრიატულ სისტემაში დოფამინერგული დეფიციტი. იუმექსი, მაო “B”-ს ინჰიბირების ხარჯზე ზრდის დოფამინის დონეს, ლევოდოპასთან ერთდროული გამოყენებისას უზრუნველყოფს ნიგროსტრიატულ სისტემაში დოფამინის მაღალ კონცენტრაციას. იუმექსი აძლიერებს ლევოდოპას მოქმედებას, რის შედეგადაც შესაძლებელია ამ უკანასკნელის დოზის შემცირება, რომელიც აუცილებელია სასურველი შედეგის მისაღწევად და ახანგრძლივებს პრეპარატის მოქმედების დროს. ვინაიდან იუმექსი არ თრგუნავს სხვა მონოამინების მეტაბოლიზმს, ამიტომ მისი გამოყენების შემთხვევაში არ აღინიშნება ჰიპერტენზული რეაქცია (ე.წ. “Cheese-ეფექტი”).

ალცჰაიმერის დაავადება და მოხუცებულობით გამოწვეული ალცჰაიმერის ტიპის ჭკუასუსტობა წარმოადგენს იდიოპათოლოგიური წარმოშობის დეგენერაციულ პროცესს, რომლის მიზეზია ქოლინერგული სისტემის აქტივობის დაქვეითება და ქერქისა და ქერქვეშა კვანძების მაო-ს სისტემის აქტივობის მომატება. მაო “B”-ს ინჰიბირებით დოფამინის დონე მატულობს და ამ უკანასკნელის მომატებული კონცენტრაციის ხარჯზე ცნობიერება უმჯობესდება, ან მცირდება ცნობიერების ფუნქციის გაუარესება.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი კარგად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ. მაო “B”-ს შეუქცევადი დათრგუნვის გამო, მისი კლინიკური მოქმედება არ არის დამოკიდებული გამოყოფის დროსთან, ამიტომ შესაძლებელია მისი დღეში ერთხელ გამოყენება.

ჩვენებები:

  • პარკინსონის დაავადების საწყისი (ადრეული) სტადიის დროს იუმექსის გამოყენება, როგორც მონოთერაპიული საშუალების, მნიშვნელოვნად ამცირებს ლევოდოპას დანიშვნის აუცილებლობას. მას შესწევს ე.წ. “on-off”-ის პერიოდის დადგომის პრევენციის უნარი. იუმექსი იძლევა სრული ან ნაწილობრივი ხარისხით შრომისუნარიანობის შენარჩუნების საშუალებას. იუმექსით ლევოდოპას ჩანაცვლების შემთხვევაში ძლიერდება და ხანგრძლივდება ლევოდოპას მოქმედება, რაც იძლევა ლევოდოპას დოზის შემცირების საშუალებას.

პარკინსონის სინდრომის მძიმე ფორმის არსებობის შემთხვევაში იუმექსის გამოყენებისას ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება დადებითი შედეგები.

  • ალცჰაიმერის დაავადების, აგრეთვე სუსტი, საშუალო და მძიმე ფორმის მოხუცებულობით გამოწვეული ალცჰაიმერის ტიპის ჭკუასუსტობისას რეკომენდებულია იუმექსის როგორც მონოთერაპიული საშუალების გამოყენება. დოფამინი აძლიერებს პაციენტის ინტელექტს, მისი დამახსოვრების და შესწავლის უნარს, აგრეთვე მოტორულ და ინსტრუმენტულ აქტივობას. იგი აგრეთვე აუმჯობესებს ხასიათს, ქცევასა და მზადყოფნას სოციალიზაციისადმი.

მიღების წესი და დოზირება:

პარკინსონის დაავადების დროს ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5-10 მგ-ს (1-2 ტაბლეტი). მიიღება დილას ან იგი შესაძლებელია გაიყოს ორ მიღებაზე დილას და საღამოს. მკურნალობის მიმდინარეობის დროს შესაძლებელია დოზის შემცირება 2-ჯერ, კომბინირებული თერაპიის დროს, ადრე დანიშნული ლევოდოპას დოზა შესაძლებელია შემცირდეს, სხვა ანტიპარკინსონული საშუალებების დოზაზე იგი არ ახდენს ზეგავლენას.

ალცჰაიმერის დაავადებისა და მოხუცებულობით გამოწვეული ალცჰაიმერის ტიპის ჭკუასუსტობის დროს პრეპარატი გამოიყენება დილას დოზით 5 მგ (1 ტაბლეტი). დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 10 მგ-მდე დღეში, რაც დამოკიდებულია პრეპარატის ეფექტურობაზე. მკურნალობის პროცესში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია თვეში 3-4-ჯერ.

გვერდითი მოვლენები:

იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი გამოყენებულია როგორც მონოთერაპიული საშუალება, მას ჩვეულებრივ კარგად იტანენ.

იშვიათად აღინიშნება პირის სიმშრალე; ძილის მსუბუქი ფორმით დარღვევა, რომელიც ადვილად ქრება. ასევე იშვიათად აღინიშნება ოფთალმოლოგიური გვერდითი მოვლენები (მაგ. მხედველობის სიმახვილის დაქვეითება).

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

* სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, სიმპათომიმეტური საშუალებების, პეტიდინის (ნეპერიდინი) და იუმექსის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის, ლაბილური ჰიპერტონიის, არითმიის, მძიმე სტენოკარდიის და ფსიქოზის დროს.

* ლევოდოპასა და იუმექსის კომბინაცია უნდა მიმდინარეობდეს ექიმის გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ.

* იუმექსის მაღალი დოზით (20 მგ) მიღებისას, აგრეთვე მისი და მაო-ს ან მაო-“A”-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერტენზიის განვითარების საშიშროება, განსაკუთრებით თირამინით მდიდარი პროდუქტების მიღების შემთხვევაში (ყველი, წითელი ღვინო, ქათმის ღვიძლი, თევზი და ა.შ.).

* იმის გამო, რომ პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა, პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ლაქტოზას მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, შეიძლება ადგილი ჰქონდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილებს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სიმპათომიმეტური საშუალებებისა და იუმექსის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან არსებობს არტერიული ჰიპერტენზიის წარმოშობის საშიშროება.

- პეტიდინისა და იუმექსის ერთდროული გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ფატალური შედეგის საშიშროების გამო.

- იუმექსისა და ფლუოქსეტინის კომბინაცია არ არის რეკომენდებული, ვინაიდან შესაძლებელია აგზნება, ჰიპერტენზია, ატაქსია და მანიაკალური ფსიქოზი. მისი მიღების შეწყვეტიდან მხოლოდ 14 დღის შემდეგაა შესაძლებელი ფლუოქსეტინის გამოყენება. იმის გამო, რომ ფლუოქსეტინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია, ამიტომ იუმექსის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ 5 კვირის შემდეგ. მსგავსი შედეგები აღინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ იუმექსისა და სეროტონინის უკუმიტაცების ისეთ ინჰიბიტორებს, როგორიცაა: სერტრალინი და/ან პაროქსეტინი. ამდენად, იუმექსის ერთდროული გამოყენება ფლუოქსეტინთან, სერტრალინთან და/ან პაროქსეტინთან არ არის რეკომენდებული.

-  იუმექსისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების კომბინაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს ცნს-ის მხრივ მძიმე ტოქსიკური სიმპტომები (თავბრუსხვევა, ტრემორი, კონვულსია), რომლის თანმხლებია ჰიპერტენზია და გაძლიერებული ოფლიანობა. ამის გამო იუმექსისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად