ამენორეა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ამენორეა - Amenorrhoea - аменорея

ამენორეა არის მენსტრუაციის შეწყვეტა 6 თვეზე მეტი ხნით. განასხვავებენ ჭეშმარიტ და ცრუ ამენორეას. ჭეშმარიტ ფიზიოლოგიურ ამენორეას ადგილი აქვს სქესობრივ მომწიფებამდე, ორსულობის, ლაქტაციისა და კლიმაქსის პერიოდში. ცრუ ამენორეის დროს არსებობს ნორმალური მენსტრუალური ციკლი, მაგრამ არ ხდება მისი გარეგნული  გამოვლენა, რადგან სასქესო ორგანოთა განვითარების მანკი (მაგალითად, საშოს, საშვილოსნოს ყელის, საქალწულე აპკის ნაპრალის უქონლობა) ან საშოსა და საშვილოსნოს ყელში წარმოქმნილი შეხორცებები მენსტრუალური სისხლის ორგანიზმიდან გამოსვლას შეუძლებელს ხდის.

ჭეშმარიტი პათოლოგიური ამენორეის დროს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხე-საშვილოსნოს სისტემაში, ისევე როგორც დანარჩენ ორგანიზმში, ციკლური ცვლილებები არ აღინიშნება.
განასხვავებენ ორი ტიპის ჭეშმარიტ პათოლოგიურ ამენორეას:

  • პირველადს - ქალს არასდროს ჰქონია მენსტრუაცია. განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით ან სქესობრივი განვითარების შეფერხებით;
  • მეორეულს - მენსტრუაცია იყო და შეწყდა. შესაძლოა, განვითარდეს ზოგადი ინფექციური და სომატური დაავადებების (ტუბერკულოზის, რევმატიზმის, გულის მანკის, ღვიძლის დაავადებების და სხვათა) ფონზე, ასევე - მძიმე მოწამვლის (ალკოჰოლიზმი, ვერცხლისწყლით ან ტყვიით მოწამვლა), ნერვულ-ფსიქიკური აშლილობის, ჰორმონული დარღვევების (ჰიპოფიზის, ჰიპოთალამუსის, საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების) შედეგად.

ჭეშმარიტ ამენორეას თან სდევს უშვილობა, ფსიქოემოციური სფეროს მოშლა, სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება. აუცილებელია სპეციალური გამოკვლევა, რათა ჩატარდეს მიზანმიმართული მკურნალობა და რეაბილიტაცია.

მკურნალობა, უწინარეს ყოვლისა, მიზეზის აღმოფხვრისკენ უნდა იყოს მიმართული. სრულფასოვანი კვება, მუშაობისა და დასვენების ჯანსაღი რეჟიმი, სტრესული მომენტების თავიდან აცილება, ფიზიკური ვარჯიში, ზოგადი ინფექციური და სომატური დაავადებების ეფექტური მკურნალობა, ტოქსიკური ნივთიერებებისგან ორგანიზმის გაწმენდა, ჩვეულებრივ, ჰორმონული თერაპიის გარეშეც საკმარისია მენსტრუალური ციკლის მოსაწესრიგებლად. თუ ამენორეის მიზეზი ჰიპოფიზის ან საკვერცხეების ჰიპოფუნქციაა, მიმართავენ ჰორმონულ თერაპიას, რომელიც ფიზიოთერაპიასთან კომბინირებულად ტარდება.

 

დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად