აბსცესი ფილტვის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

აბსცესი ფილტვის - Abscessus pulmonis - абсцесс легкого

ფილტვის მწვავე აბსცესი ფილტვის ქსოვილის შემოფარგლული ჩირქოვანი ანთებაა, რომელიც ფილტვის ქსოვილს შლის და ღრუს წარმოქმნის. გამომწვევია სხვადასხვა მიკროორგანიზმი, უმეტესად - სტაფილოკოკი. დამახასიათებელია ორგანიზმის ადგილობრივი და ზოგადი თავდაცვითი ფუნქციის დაქვეითება ფილტვებსა და ბრონქებში უცხო სხეულის, ლორწოს, პირნასაქმები მასის მოხვედრის გამო (რაც ხშირია სიმთვრალის, კრუნჩხვითი შეტევის ან უგონო მდგომარეობის დროს). ფილტვის აბსცესს იწვევს აგრეთვე ქრონიკული დაავადებები და ინფექციები (შაქრიანი დიაბეტი, სისხლის დაავადებები), ბრონქების დრენაჟის დარღვევა, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ციტოსტატიკებისა და იმუნოდეპრესანტების ხანგრძლივი მიღება.

ფილტვის მწვავე აბსცესი უმთავრესად საშუალო ასაკის მამაკაცებს შორის გვხვდება. დაავადებულთა 2/3 ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელია. დაავადება იწყება მწვავედ - შემცივნებით, ტემპერატურის მატებით, გულმკერდის ტკივილით. ჩირქის ბრონქებში მოხვედრისას გამოიყოფა დიდი ოდენობით ჩირქიანი ნახველი, ზოგჯერ - სისხლის მინარევით და არასასიამოვნო სუნით. ფილტვის დაზიანებული უბნის  ზემოთ სუნთქვა შესუსტებულია. აბსცესის გახეთქვისას ყალიბდება ბრონქული სუნთქვა და სველი ხიხინი. 1-3 თვის განმავლობაში მოსალოდნელია: კეთილსაიმედო გამოსავალი - ფილტვის თხელკედლიანი კისტა ან კეროვანი პნევმოსკლეროზი; არაკეთილსაიმედო გამოსავალი - ქრონიკული აბსცესი.
სადიაგნოსტიკო მეთოდებია რენტგენოგრაფია და ბრონქოსკოპია. სისხლის ანალიზი ავლენს ლეიკოციტოზს ფორმულის მარცხნივ გადახრით, ედს-ის (ელექტროლიტების დალექვის სიჩქარის) მომატებას.
სამკურნალოდ აუცილებელია ბრონქების დრენაჟის გაუმჯობესება (ბრონქოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები, ინჰალაცია, სამკურნალო ბრონქოსკოპია). თუ აბსცესი ფილტვის ქვედა წილშია, ავადმყოფს აწვენენ, ფეხებს 20-30 სმ-ით წამოაწევინებენ და ისე უტარებენ დრენირებას. გარდა ამისა, ინიშნება ანტიბიოტიკები, ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციის მასტიმულირებელი საშუალებები (კალორიული კვება, ცილები, ვიტამინები, ლევომიზინი, თ-აქტივინი, ანტისტაფილოკოკური პლაზმა და გამაგლობულინი, ჰემადსორბცია, პლაზმოფერეზი). ორ-სამთვიანი უშედეგო კონსერვატიული მკურნალობის შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.

ფილტვის ქრონიკული აბსცესი ხანგრძლივად მიმდინარე ჩირქოვანი პროცესია, რომელიც მწვავე აბსცესის ერთ-ერთ გართულებას წარმოადგენს.
ფილტვების ქრონიკული აბსცესი გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობით მიმდინარეობს. რემისიის დროს ავადმყოფი უჩივის ხველას ცოტაოდენი, ზოგჯერ სისხლიანი ნახველის გამოყოფით, ტემპერატურის მცირედ მატებას, ოფლიანობას, შემცივნებას, ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს. გამწვავების პერიოდში (იწვევს გაციება და ვირუსი) იწევს ტემპერატურა, საგრძნობლად იმატებს ნახველის რაოდენობა. აბსცესის უბანში აღინიშნება უხეში, ბრონქული სუნთქვა და სველი ხიხინი.
დიაგნოზი დაისმის ფილტვების რენტგენოგრაფიისა და ბრონქოსკოოპიის საფუძველზე (ბრონქოსკოპიის დროს დრენირებული ბრონქიდან გამოიყოფა ჩირქი). სისხლის ანალიზი ავლენს ჰემოგლობინის შემცირებას, ლეიკოზს (გამწვავებისას), ფორმულის მარცხნივ გადახრას და მაღალ ედს-ს.
კონსერვატიული მკურნალობა (ანტიბიოტიკები, სამკურნალო ბრონქოსკოპია) გამწვავების კუპირების საშუალებას იძლევა. ძირითად მეთოდად რჩება ქირურგიული ჩარევა - ფილტვის დაზიანებული უბნის გაკვეთა.

 

 

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად