აბსცესი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

აბსცესი - abscessus - абсцесс

აბსცესი არის შემოფარგლული ჩირქგროვა, რომელიც ამა თუ იმ ქსოვილში ან ორგანოში ჩირქმბადი მიკრობის მოხვედრის ან ჩირქოვანი ანთებითი პროცესის გართულების შედეგად ყალიბდება. ქსოვილში მოხვედრილი მიკრობი იწვევს ანთებას, ქსოვილის კვდომას და მის ადგილას ჯანსაღი ქსოვილებისგან კაფსულით გამოყოფილი ჩირქოვანი ღრუს წარმოქმნას. ჩირქმბადი მიკრობი ორგანიზმში შესაძლოა შეიჭრას შემთხვევითი ჭრილობიდან, ასევე - ნაჩხვლეტიდან ან განაკვეთიდან ასეპტიკის წესების დაუცველად ჩატარებული სამკურნალო მანიპულაციის (მაგალითად, ინექციის) დროს. ჩირქგროვით შესაძლოა გართულდეს რომელიმე ორგანოში, კანში ან კანქვეშა შრეში მიმდინარე მწვავე ჩირქოვანი ანთებითი პროცესი (ფურუნკული, კარბუნკული, ფლეგმონა, ლიმფადენიტი და სხვა), ასევე - სისხლჩაქცევა ან ჰემატომა. აბსცესი ხშირად ყალიბდება ზოგადი ჩირქოვანი ინფექციების დროს, რაც ინფექციის სისხლით გავრცელების შედეგია (მეტასტაზური აბსცესი). ქსოვილში ნეკროზის გამომწვევი ნივთიერების, მაგალითად, სკიპიდარის, ნავთის და სხვათა მოხვედრისას ჩნდება ასეპტიკური ჩირქგროვები.
აბსცესი სხვადასხვა ზომისა და ლოკალიზაციისაა. გარდა მეტასტაზური აბსცესებისა, რომლებიც მწვავე ანთებითი კერიდან მოშორებით აღმოცენდება, ყველა სხვა აბსცესი ანთებითი ინფილტრატის ცენტრში ჩნდება. ჩირქგროვის ღრუს ფორმაც სხვადასხვაგვარია: მკვეთრად მომრგვალებული, რთული მრავალკამერიანი, ბრმა შესასვლელებიანი. ჩირქგროვის თავზე კანი შეშუპებული და ჰიპერემიულია, რაც აბსცესის ღრმა მდებარეობისას არ შეიმჩნევა. მწვავე ანთების დროს მნიშვნელოვანი სიმპტომია ფლუქტუაცია. ის მიუთითებს ელასტიკურკედლებიან ღრუში სითხის (ჩირქის) არსებობაზე, რაც დარტყმითი ტალღების ყველა მიმართულებით გავრცელებას განაპირობებს. როდესაც აბსცესი პატარაა, ღრმად მდებარეობს და სქელი კედელი აქვს, ეს სიმპტომი არ ვლინდება. აბსცესის დიაგნოზის დასადასტურებლად და  ჩირქის აღმოსაჩენად ღრუ სქელი ნემსით უნდა გაიხვრიტოს.
ქრონიკული აბსცესის შემთხვევაში მწვავე აბსცესისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შესაძლოა საერთოდ არ გამოვლინდეს. მეტასტაზური აბსცესის დროს მდგომარეობის სიმძიმე ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული. კანქვეშა ჩირქგროვების მათი პროგნოზი, წესისამებრ, კეთილსაიმედოა.
აბსცესის მძიმე გართულებაა რომელიმე ღრუში (სახსარი, პლევრა და სხვა) ჩირქგროვის გახეთქვა. ამ კუთხით განსაკუთრებით საშიშია შინაგან ორგანოებში (ღვიძლი, ფილტვი, ტვინი) და ღრმა ვენებთან არსებული აბსცესები. მათი გახეთქვის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ჩირქოვანი პლევრიტი, პერიტონიტი, პროგრესიული თრომბოფლებიტი, ანთება ვენის კედელზე გავრცელდეს და ა. შ.
ჩირქგროვის წარმოქმნამდე ჩირქოვან ანთებით პროცესის კონსერვატიულად, ანტიბიოტიკების ადგილობრივი და პარენტერალური მიღებით მკურნალობენ. თუ ჩირქგროვა მცირე ზომისაა, ხოლო ფლორა - დაბალვირულენტული, მიმართავენ პუნქციას - ამოტუმბავენ ჩირქს და ღრუში ანტიბიოტიკი შეჰყავთ.
ქირურგიული ოპერაციის აუცილებლობა და ჩატარების დრო ინტოქსიკაციის დონით განისაზღვრება. მცირე ზომის ჩირქგროვის დროს, წესისამებრ, ერთი განაკვეთიც საკმარისია. მეორე განაკვეთის გაკეთება დიდი ჩირქგროვისა და შესივებისას არის საჭირო. განაკვეთი უნდა გაკეთდეს კანის ნაოჭების გასწვრივ, კიდურებზე - სახსრის მოხრის ადგილას გაჩენილი ნაკეცების გასწვრივ.
დიდი ზომის ჩირქგროვებს წინასწარი საცდელი პუნქციის შემდეგ ხსნიან. ჩირქის მიღების შემდეგ ნემსს იქვე ტოვებენ და განაკვეთს აკეთებენ.
თუ ზოგადი რეაქცია გამოხატულია, ავადმყოფს ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში აწვენენ.

 

 

დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება