/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

ვერმოქსი - VERMOX - ВЕРМОКС

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

საერთაშორისო დასახელება:

MEBENDAZOLE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: მებენდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰელმინთური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 6 ც.

1 ტაბ.

მებენდაზოლი ........................        100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვერმოქსი წარმოადგენს ფართო სპექტრის სინთეზურ ანტიჰელმინთურ პრეპარატს.

მებენდაზოლის ანტიჰელმინთური მოქმედების ძირითად მექანიზმს განსაზღვრავს მისი მოქმედება  ჰელმინთების ენერგეტიკულ ცვლაზე. იგი ხელს უშლის უჯრედული ტუბულინის წარმოქმნას ჭიებში, იწვევს ციტოპლაზმური მიკროარხების დეგენერაციას, ამ გზით შერჩევითად აბლოკირებს გლუკოზის შეწოვის პროცესს, რაც იწვევს გლიკოგენის რესურსების თანდათან გაქრობას. ჰელმინთები იღუპებიან ატფ-ის უკმარისობით, რომელიც საჭიროა სასიცოცხლო და აუცილებელი პროცესებისათვის.

პერორალურად მიღების შემდეგ მებენდაზოლი მცირე რაოდენობით შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ, რადგან იგი ცუდად იხსნება წყალში და ორგანულ გამხსნელებში. მებენდაზოლს ჩვეულებრივ თერაპიულ დოზებში ახასიათებს მხოლოდ ადგილობრივი მოქმედება ნაწლავებში, რადგან, მისი ცუდი შეწოვისა და ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმის ინტენსივობის გამო ბიოშეღწევადობა ძალიან დაბალია.

პრეპარატის მცირე აბსორბირებული ფრაქციის 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ჩვენებები:

ვერმოქსს იყენებენ ჭიების ერთეული და შერეული ინვაზიების სამკურნალოდ: ენტერობიოზი, ტრიქურიოზი, ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი, ნეკატორიოზი, Enterobius vermicularis ( ნემატოდა/მახვილა) - ენტერობიოზი; Trichuris trichiura (ტრიქოცეფალუსი); Ascaris lumbricoides (დიდი მრგვალი ჭია); Ancylostoma duodenale, Necator americanus (ანკილოსტომა); Strongyloides stercoralis, Taenia spp. (ლენტისებრი ჭია).

მიღების წესი და დოზირება:

ენტერობიოზი: პერორალურად მისაღებად ინიშნება 1 ტაბ. ერთხელ დღეში.

რადგან ხშირად ადგილი აქვს განმეორებით ინვაზიებს Enterobius vermicularis, რეკომენდებულია მკურნალობის განმეორება 2-4 კვირის შემდეგ, განსაკუთრებით ინვაზიის სალიკვიდაციო პროგრამების ჩატარების დროს.

ასკარიდოზი, ტრიქურიოზი, ანკილოსტომოზი და შერეული ინვაზიები:

1 ტაბ. 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს 3 დღის განმავლობაში თანმიმდევრობით.

პრეპარატი მოზრდილებს და ბავშვებს ენიშნებათ ერთნაირი დოზით.

ტენიოზი და სტრონგილოიდოზი: მოზარდებში - 2 ტაბ. 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში თანმიმდევრობით. ამ შემთხვევაში დიდი დოზების მიუხედავად გვერდითი მოვლენები იშვითად აღინიშნება.

ბავშვებში - 1 ტაბ. 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში თანმიმდევრობით.

პრეპარატის მკურნალობის პროცესში დიეტის დაცვა და საფაღარათო საშუალებების მიღება რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები:

აღინიშნება იშვიათად და ძირითადად დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევასთან. ჭიებით მასიური ინვაზიის დროს აღინიშნება: მუცლის არეში ტკივილი, დიარეა. იშვიათად - ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება).

უკუჩვენებები:

*ვერმოქსის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარეა ავადმყოფებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

მებენდაზოლს ახასიათებს ემბრიოტოქსიკურობა და ტერატოგენობა.

ორსულობის დროს მებენდაზოლის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში.

ლაქტაციის პერიოლში ვერმოქსი სიფრთხილით ენიშნებათ, რადგან არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დედის რძეში გადასვლის შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები:

1 წლამდე ასაკის ბავშვებში, კრუნჩხვების განვითარბის გამო, მებენდაზოლის გამოყენება ნებადართული არ არის, რადგან არ არსებობს მონაცემები მათი უსაფრთხოების შესახებ.

მცირე ასაკის ბავშვებში ვერმოქსის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც მათი ჭიებით ინვაზია სერიოზულად მოქმედებს მათი კვების სტატუსზე და ფიზიკურ განვითარებაზე.

ჭიებით განმეორებითი ინვაზიისა და დაავადების რეციდივის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა პაციენტების მიერ პირადი ჰიგიენის სისტემატური დაცვა.

პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ არ არსებობს მონაცემები ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება:

აღინიშნება ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ - მუცლის მხრივ სპაზმები, გულისრევა, ღებინება, დიარეა.

მებენდაზოლის დანიშვნისას რეკომენდებულ დოზაზე მეტი რაოდენობით, იშვიათად აღინიშნება ნეიტროპენია და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ჰეპატიტი.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა კალიუმის პერმანგანატის წყლიან ხსნარით 20 მგ/100 მლ საჭიროა გააქტივებული ნახშირის მიღება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მებენდაზოლის ხანგრძლივი კომბინაციით ციმეტიდინთან შესაძლებელია პრეპარატის ინაქტივაციის შეფერხება ღვიძლში და შემდგომში მისი დაგროვება ორგანიზმში.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალ დოზებში, აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები