/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

მიკოპლაზმოზი - mycoplasmosis - микоплазмоз

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

მიკოპლაზმოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მიკოპლაზმა იწვევს. მიკოპლაზმა მიკროორგანიზმია, რომელსაც სამედიცინო კლასიფიკაციაში შუალედური მდგომარეობა უჭირავს ბაქტერიებს, სოკოებსა და ვირუსებს შორის. მას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. პარაზიტობს მასპინძელი ორგანიზმის უჯრედებზე, საიდანაც საკვებად საჭირო ნივთიერებებს იღებს.

მიკოპლაზმა უმთავრესად ეკვრის ნაწლავების ეპითელიუმს, სასუნთქი და შარდსასქესო ტრაქტის ამომფენ ლორწოვან გარსს. აქედან გამომდინარე, ინფექციის კარიბჭეს რესპირატორული და შარდსასქესო ტრაქტის ლორწოვანი გარსები წარმოადგენს.

მიკოპლაზმის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ ადამიანისთვის პათოგენურია მხოლოდ ოთხი მათგანი, რომლებიც განსაკუთრებულ პირობებში დაავადებას იწვევენ. ერთ-ერთი მათგანი, Mycoplasma pneumonia, აზიანებს სასუნთქ სისტემას და იწვევს ყელის, ბრონქების, ფილტვების ანთებით დაავადებებს. დანარჩენი სამი - Mycoplasma genitalium, Mycoplasma hominis, Ureaplasma urealiticum - შარდსასქესო მიკოპლაზმოზის გამომწვევია (დღესდღეობით ამ დაავადებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შორის).

მიკოპლაზმა გადაეცემა:

  • სქესობრივი გზით;
  • ჰაერწვეთოვანი და საყოფაცხოვრებო გზით - მიკოპლაზმოზით დაავადებულთან უშუალო კონტაქტით, და საერთო მოხმარების საგნებით.
ინფიცირება ასევე შესაძლოა მოხდეს მუცლადყოფნის პერიოდში ან მშობიარობის დროს (მიკოპლაზმოზით დაავადებული დედისგან ახალშობილი სამშობიარო გზების გავლისას ინფიცირდება).

სიმპტომები და მიმდინარეობა. საინკუბაციო პერიოდი 4-დან 25 დღემდე გრძელდება (უმეტესად - 7-14 დღე). ინფექცია ვლინდება მწვავე რესპირატორული დაავადების, მწვავე პნევმონიის, აბაქტერიული ურეთრიტის ან გინეკოლოგიური ანთებითი დაავადებების სახით.

მწვავე მიკოპლაზმური რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელია ექსუდაციური ფარინგიტი და რინოფარინგიტი. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა სუბფებრილურია.

მწვავე პნევმონია იწყება შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით. გასინჯვით და რენტგენოლოგიური გამოკვლევით მიკოპლაზმური პნევმონია ოდნავ თუ განსხვავდება მწვავე ბაქტერიული პნევმონიისგან.

უროგენიტალიური მიკოპლაზმოზი კლინიკურად თითქმის არ განსხვავდება სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან (გონორეა, ტრიქომონოზი). ზოგიერთი ავადმყოფი არაფერს უჩივის, ზოგს, პირიქით, მკვეთრად აქვს გამოხატული სიმპტომები. ეს სიმპტომებია:

  • სასქესო ორგანოებიდან რძის შრატის მსგავსი გამონადენი;
  • გარეგანი სასქესო ორგანოების, ურეთრის დისტალური ნაწილისა და სხვა ლორწოვანი გარსების ქავილი;
  • ტკივილი მენსტრუაციის შუა პერიოდში ან ბოლოს და ყავისფერი გამონადენი მენსტრუაციამდე ან მის შემდეგ;
  • სისხლიანი ან ყავისფერი (ოვულატორული) გამონადენი მენსტრუაციებს შორის;
  • კანზე გამონაყარი;
  • ტკივილი ღვიძლის არეში, რომელიც ქოლეცისტიტს არ უკავშირდება;
  • აციებისადმი გადამეტებული მიდრეკილება.
სიმპტომები და მიმდინარეობა. საინკუბაციო პერიოდი 4-დან 25 დღემდე (უმეტესად 7-14 დღე) გრძელდება. ინფექცია მიმდინარეობს მწვავე რესპირატორული დაავადების, მწვავე პნევმონიის, აბაქტერიული ურეთრიტის ან გინეკოლოგიური ანთებითი დაავადების სახით.

მიკოპლაზმური მწვავე რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელია ექსუდაციური ფარინგიტისა და რინოფარინგიტის განვითარება. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა სუბფებრილურია.

მწვავე პნევმონია იწყება შემცივნებით, სხეულის ტემპერატურის მომატებით, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით. გასინჯვისა და რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით მიკოპლაზმური პნევმონია მცირედ განსხვავდება მწვავე ბაქტერიული პნევმონიისგან.

უროგენიტალური მიკოპლაზმოზი კლინიკურად თითქმის არ განსხვავდება სქესობრივი გზით გადამდები სხვა ეტიოლოგიის დაავადებებისგან (გონორეა, ტრიქომონოზი). ზოგიერთი ავადმყოფი არაფერს უჩივის, ზოგს, პირიქით, სიმპტომები მკვეთრად აქვს გამოხატული. ეს სიმპტომებია:

  • სასქესო ორგანოებიდან რძის შრატის მსგავსი გამონადენი;
  • გარეგანი სასქესო ორგანოების, ურეთრის დისტალური ნაწილის და სხვა ლორწოვანი გარსების ქავილი;
  • ტკივილი მენსტრუაციის შუაში ან ბოლოს და ყავისფერი გამონადენი მენსტრუაციამდე ან მის შემდეგ;
  • სისხლიანი ან ყავისფერი (ოვულატორული) გამონადენი მენსტრუაციებს შორის;
  • კანზე გამონაყარი;
  • ღვიძლის არეში ლოკალიზებული ტკივილი, რომელიც არ უკავშირდება ქოლეცისტიტს;
  • გაციებისადმი მომეტებული მიდრეკილება.
მიკოპლაზმოზი და ორსულობა

ორსულობისას მიკოპლაზმური ინფექცია, წესისამებრ, მწვავდება და იწვევს გართულებებს, მათ შორის - ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას და მკვდარშობადობას.

საბედნიეროდ, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, მიკოპლაზმა არ აზიანებს ნაყოფს -  პლაცენტა საიმედოდ იცავს ბავშვს ინფექციისგან, მაგრამ მიკოპლაზმით გამოწვეული ანთებითი პროცესი საშოს კედლებიდან და საშვილოსნოს ყელიდან შესაძლოა სანაყოფე გარსზე გადავიდეს. ამ შემთხვევაში გარსი გაიხევა, სანაყოფე წყლები დაიღვრება და დაიწყება ნაადრევი მშობიარობა. მიკოპლაზმოზის დროს ნაადრევი მშობიარობის რისკი 2-3-ჯერ იმატებს. ახალშობილი შესაძლოა დაინფიცირდეს დაავადებული დედის სამშობიარო გზების გავლისას.

მშობიარობის, აბორტის, საკეისრო კვეთის შემდეგ მიკოპლაზმა საშვილოსნოში მწვავე ინფექციურ პროცესს - ენდომეტრიტს იწვევს. ენდომეტრიტი მშობიარობის შემდგომი პერიოდის ყველაზე ხშირი და საშიში გართულებაა.

მიკოპლაზმოზით დაავადებული ქალი უჩივის შარდსასქესო გზებიდან გამონადენს, ზომიერ ქავილს, შარდვის დროს უსიამოვნო შეგრძნებას, სქესობრივი კავშირის დროს ტკივილს. ეს შეგრძნებები პერიოდულად ძლიერდება, შემდეგ თავისთავად სუსტდება და თითქმის შეუმჩნეველი ხდება.

მიკოპლაზმოზი და ბავშვები

ბავშვებში მიკოპლაზმოზი რამდენადმე განსხვავებულად მიმდინარეობს. უმთავრესად ბრონქული ხე ზიანდება, რაც ხორხის, ცხვირის, ბრონქებისა და ფილტვების ანთებას იწვევს. პროცესის ინტენსივობა ბავშვის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. სუსტი ბავშვები უფრო ხშირად და მძიმედ ავადმყოფობენ.

ბავშვი მიკოპლაზმით შეიძლება დაინფიცირდეს საბავშვო ბაღში, სკოლაში, ნებისმიერ სხვა ხალხმრავალ კოლექტივში. ამ შემთხვევაში მიკოპლაზმა ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება. ინფიცირდებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომელთაც იმუნური სისტემა ამ დროისთვის ძალიან აქვთ დასუსტებული. ინფიცირების შედეგად უმეტესად ბრონქიტი ვითარდება, თუმცა არც ფილტვების ანთებაა გამორიცხული. აშშ-ში ბავშვთა ბრონქიტი ათიდან 4 შემთხვევაში მიკოპლაზმური წარმოშობისაა. მიკოპლაზმური ბრონქიტის დროს ყველაზე სახასიათო სიმპტომია გახანგრძლივებული (ორ კვირაზე ხანგრძლივი) ხველა.

ბრონქული ასთმის დროს მიკოპლაზმით ინფიცირება ასთმური შეტევების გახშირებას განაპირობებს. მიკოპლაზმოზის მკურნალობის შემდეგ  ბავშვს ბრონქული ასთმის შეტევები დიდხანს აღარ ემართება.

დიაგნოსტიკა. მიკოპლაზმოზის დიაგნოსტიკა საკმაოდ ძნელია - სპეციფიკური სიმპტომები არ არსებობს, მიკოპლაზმა კი იმდენად პატარაა, რომ ჩვეულებრივი მიკროსკოპით მისი აღმოჩენა შეუძლებელია. დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოსაკვლევ პირს უღებენ ნაცხს და მას პოლიმერულ-ჯაჭვური რეაქციით (პჯრ, დნმ დიაგნოსტიკა) ან იმუნოფლუორესცენციური მეთოდით იკვლევენ. დიაგნოსტიკა შესაძლებელია ვენიდან აღებული სისხლის მიკოპლაზმის საწინააღმდეგო ანტისხეულების შემცველობაზე გამოკვლევითაც.

მკურნალობა. მიკოპლაზმოზს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ  მიკოპლაზმა გამძლეა სულფანილამიდებისა და პენიცილინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ, ამიტომ ინიშნება მაკროლიდები, ტეტრაციკლინი, აზალიდი, ცეფალოსპორინები, ფტორქინოლონი. ამ პრეპარატების გამოყენების შედეგად კლინიკური ნიშნები სრულიად ქრება და ანალიზები ნორმალიზდება, მაგრამ, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, გამომწვევის სრული ლიკვიდაცია ვერ ხერხდება.

თუ ადამიანს, რომელსაც მიკოპლაზმოზი აღმოაჩნდა, ჰყავს რეგულარული სქესობრივი პარტნიორი, აუცილებელია ამ უკანასკნელის მკურნალობაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელახალი დაინფიცირება გარდაუვალია, რადგან დაავადება იმუნიტეტს არ ტოვებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები