მადის დაქვეითების 3 ხერხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მადის დაქვეითების 3 ხერხი

ზედმეტი კილოგრამებისგან გასათავისუფლებლად მისდიეთ შემდეგ პრინციპს: სწორი კვება და ფიზიკური დატვირთვა ერთად საუკეთესო გზაა საოცნებო ფიგურისაკენ.

მათ, ვინც სპორტს მისდევს, ნივთიერებათა ცვლა უკეთესი აქვთ, ვიდრე ფიზიკურად გაუვარჯიშებელ ადამიანებს, ამიტომ ის, ვინც სისტემატურად დადის სპორტულ დარბაზში, ადვილად იტანს შეზღუდვებს და კარგად იცის, რომ გასეირნება ან ხანმოკლე მოთელვა შიმშილის დაძლევაში დაეხმარება და ენერგიით აავსებს.

  • კვების გეგმა

  1. მიირთვით ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით. დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ.
  2. ეცადეთ, გააცალკევოთ ცილები და ნახშირწყლები. განსაკუთრებით ერიდეთ სახამებლის შემცველ პროდუქტებს (კარტოფილს, პურ-ფუნთუშეულს, ბურღულის ფაფებს). ხორცი ბურღულის გარნირით და ბუტერბროდი ყველაზე საიმედო ხერხია დაკარგული კილოგრამების დასაბრუნებლად.
  3. ზედმეტს ნუ შეჭამთ. ადექით სუფრიდან ოდნავ მშიერი. გაითვალისწინეთ, რომ დანაყრების გრძნობა 15-20 წუთის შემდეგ ჩნდება.
  4. ერიდეთ ტკბილეულს. ის პროვოცირებას უწევს ჰორმონ ინსულინის სინთეზს, მას კი კუნთოვანი მასისა და ცხიმოვანი ქსოვილის ზრდამდე მივყავართ.

  • მხოლოდ საუკეთესო!

სურსათის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ხარისხს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უზარმაზარი თანხები ხარჯოთ დელიკატესების შესაძენად - უმეტესად სწორედ ასეთი საკვებია მავნე. მთავარია, თქვენს მაცივარში ყოველთვის იყოს ახალი პროდუქტი.

ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყეთ ნახევარფაბრიკატები. ნუ იზარმაცებთ, თავად მოამზადეთ კერძები - იაფიცაა და გემრიელიც.

  • რა ვსვათ?

უგაზო, გაფილტრული წყალი. ის იდეალური სასმელია მათთვის, ვინც ჭარბ წონას ებრძვის. დღეში დაახლოებით 1,5ლ წყალი უნდა დალიოთ.

  • საკვები კანისათვის

აურიეთ ერთმანეთში ერთი მანგოს წვენი, 1 ჩაის კოვზი ლაიმის წვენი, 50 მლ ფორთოხლის წვენი, დაუმატეთ ყინულის ნატეხი და დალიეთ დღეში ერთხელ, კვების ნაცვლად.

  • სასარგებლოა - ესე იგი გემრიელია

სწორად იკვებო - ნიშნავს ყურადღება მიაქციო, რომ პროდუქტები კარგად ეხამებოდეს ერთმანეთს, ადვილი ასათვისებელი იყოს და მაღალი კვებითი ღირებულებითაც გამოირჩეოდეს.

როგორ ავიყვანოთ მადა კონტროლზე

კარგი მადა ჭარბი წონის დროს ხშირად არასასურველიც კია. განსაკუთრებით შემაშფოთებელი მაშინაა, როცა მისი დაოკება ვერ ხერხდება.

გასწავლით საკვებისადმი ლტოლვის შესამცირებელ რამდენიმე გამოცდილ მეთოდს.

  • საჭმლის მიღებამდე დალიეთ!

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ სითხე ავსებს კუჭს და ნაყროვანების შეგრძნებას აჩენს. ამისთვის საუკეთესოა უგაზო სასმელი წყალი ან ნატურალური აირაციის ტუტე მინერალური წყალი, ის კუჭის წვენში აქვეითებს მჟავიანობას, რაც მადის ყველაზე ძლიერი გამღვიძებელია.

ვისაც წყალი არ უყვარს, მას ალკოჰოლურის, გაზიანისა და ტკბილის გარდა, რომლებიც მადას აძლიერებენ, ყველა სხვა სითხის მიღება შეუძლია.

თუ დღეში 5-6-ჯერ იკვებებით, ჭამის წინ 200 მლ წყალი სრულიად საკმარისია, სადღესასწაულო სუფრისა და ვახშმის წინ კი 1,5-2 ჭიქის მიღებაა რეკომენდებული.

თქვენი ბონუსი: დღეში 2 და მეტი ლიტრი სითხის მიღება დადებითად აისახება სახის კანზე, ნაოჭები გაქრება და დაბრკოლდება მათი ხელახალი წარმოქმნა.

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/dietologia/4156-rogor-aviyvanoth-mada-kontrolze.html