როგორ დავლიოთ წყალი
დროისა და სხვა ფაქტორების მიხედვით იცვლება. ამ ფაქტორებს შორის კი ერთ-ერთი უმთავრესია გარემოს ტემპერატურა - ზაფხულში ხომ გაცილებით მეტ სითხეს ვსვამთ, ვიდრე ზამთარში.
გაითვალისწინეთ: წყლის რეკომენდებულ სადღეღამისო ოდენობაში არ შედის წვნიანები და სხვადასხვა ფარული სითხე.
წყალს, გარდა იმისა, რომ ნებისმიერი საკვები შეიცავს, ორგანული ნაერთების დაშლის გზით თავად ორგანიზმიც გამოიმუშავებს:
- 100 გრამი ცხიმის დაჟანგვისას 107 გრამი წყალი მიიღება;
- 100 გრამი ცილის დაშლისას - 55 გრამი;
- 100 გრამი ნახშირწყლები 41 გრამ წყალს წარმოქმნის.
-
წყლის მოთხოვნა
წყლის მოთხოვნა იზრდება შემდეგ შემთხვევებში:
- 370 C-ის ზევით ყოველ გრადუსზე სხეულს 10%-ით მეტი წყალი სჭირდება;
- საშუალო სიმძიმის ფიზიკური შრომისას მიღებული წყლის ოდენობა 4-5 ლიტრს აღწევს;
- ღია ცის ქვეშ მძიმე ფიზიკური შრომისას ადამიანი 6 ლიტრამდე წყალს სვამს;
- ცხელ საამქროებში მომუშავემ შესაძლოა 10-15 ლიტრიც კი დალიოს.
-
წყლის სმის რეჟიმი
- წყლის სმის რეჟიმი მისი მაცოცხლებელი ძალისა და ღირსებების შესაგრძნობად წყალი ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპად უნდა სვათ.
- სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ წყლის დალევას დილით, გაღვიძებისთანავე, საღამოს, ძილის წინ, აგრეთვე - ჭამამდე 20 წუთით ადრე.
- თუ სადილზე ვაშლს, კიტრს მიირთმევთ ან ხილის ნატურალურ წვენს სვამთ, წყალი აუცილებელი არ არის.
- აუცილებელია წყლის დალევა მწარე, მლაშე, ცხარე და ცხიმიანი, მშრალი საკვების მიღების შემდეგ, თანაც ამ დროს ცხელი ან თბილი წყლის დალევა სჯობს.
- წვნიანი კერძის მირთმევის შემდეგ, თუ ძლიერ არ გწყურიათ, წყლის დალევა საჭირო არ არის.
- რაც შეეხება ხილსა და ბოსტნეულს, მათი მირთმევიდან ნახევარი საათის განმავლობაში უმჯობესია წყალი არ დალიოთ.
- 1-2 საათით თავშეკავება გმართებთ სახამებლით მდიდარი საკვების მიღებისას, ცილოვანი საკვების მიღების შემდეგ კი 2-3 საათი მოგიწევთ წყურვილის მოთმენა.
- მოზრდილმა ადამიანმა მშვენივრად იცის, რამდენი წყალი უნდა დალიოს, პატარებმა კი, ვიდრე წყურვილის შეგრძნება საბოლოოდ ჩამოუყალიბდებათ, სჯობს, მეტი წყალი სვან, ვიდრე ნაკლები.
- წყლის სმა უნდა შეიზღუდოს შეშუპებით მიმდინარე ზოგიერთი დაავადებისას, ორსულობისას.
- როცა ავად ხართთუ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, უმჯობესია, ზამთარსა და ზაფხულში დილა-საღამოს, ჭამის წინ, სვათ თბილი, თითქმის ცხელი წყალი.დილით წყლის დალევა მყისვე გამოგაფხიზლებთ, საღამოს კი, პირიქით, დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას, ხელს შეუწყობს ღამით საკვების ნორმალურ მონელებას და ძალ-ღონის აღდგენას.
- სადილამდე ნახევარი საათით ადრე დალეული წყალი წმენდს კუჭს და მას საკვების ახალი ულუფის მოსანელებლად ამზადებს.
- ჯანმრთელ ადამიანებს შეუძლიათ სვან როგორც თბილი, ისე ოთახის ტემპერატურის წყალი, ცივი წყალი და სასმელები კი ყველასთვის თანაბრად საშიშია, განსაკუთრებით - ზაფხულში: სიცხისგან გახურებულ ყელში ძლიერ ცივი წყლის ჩასვლა ხელს უწყობს გადაციებას და ხახის დამცავი ლიმფოიდური რგოლის დაზიანებას, რაც ხშირად რესპირაციული ინფექციების წინაპირობად იქცევა ხოლმე.
- გაუწყლოება რომ არ დაგემუქროთ მგზავრობის წინ ბევრი წყალი დალიეთ, თუ იცით, რომ დიდხანს არ გექნებათ წყლის რეგულარულად სმის საშუალება.
- თვითმფრინავში, სადაც ჰაერი ისეთივე მშრალია, როგორიც უდაბნოში, საათში ერთხელ 1 ჭიქა წყალი უნდა სვათ.
- სიცხეში შინიდან გასვლის წინ შესვით 1-2 ჭიქა წყალი.
- ნუ დაეწაფებით წყალს მზისგულზე - ამან შესაძლოა გაძლიერებული ოფლდენა გამოიწვიოს და თვითონვე იქცეს გაუწყლოების მიზეზად.
- რა უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, წყლის სმა სიცივეშიც აუცილებელია - ყინვაში ორგანიზმი მეტ ენერგიას წვავს, გაცილებით მეტი წყალი ეხარჯება სუნთქვისას.
- სხეულის ტემპერატურის მატებისას რეკომენდებულია წყლის უხვად სმა.
- ჩვეულებრივზე დიდი ოდენობის სითხე სჭირდებათ მეძუძურ დედებს.
- კოფეინი და ალკოჰოლი გაუწყლოებას იწვევს. ყოველ ფინჯან ყავას და ულუფა ალკოჰოლიან სასმელს წყალი დააყოლეთ.
- გაუწყლოებას ხელს უწყობს თამბაქოც, ამიტომ მწეველებმა არამწეველებზე მეტი წყალი უნდა სვან.
- ერთი მითის შესახებწონის დაკლების დროს ბევრი უარს ამბობს წყლის სმაზე, რადგან ჰგონია, რომ წყალი ჭარბი წონის დაგროვებას უწყობს ხელს. სინამდვილეში წყალი ბუნებრივი შარდმდენია. დიდი ოდენობით წყლის სმა წონის დაკლების საუკეთესო საშუალება გახლავთ.
- უფრო მეტიც: თუ შემაწუხებელ შიმშილს ვეღარ უძლებთ, გირჩევთ, ხშირად სვათ წყალი. ის მადას დაგიქვეითებთ. ფრანგ ქალბატონებს უნაკლო ფიგურის შენარჩუნებაში სწორედ ის ეხმარება, რომ საათში ერთხელ მაინც სვამენ მინერალურ წყალს.