/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

პერიფერიული ნერვული სისტემა

პერიფერიული ნერვული სისტემა
გარემოსა თუ ჩვენს ორგანიზმში მომხდარი უმნიშვნელო მოვლენაც კი საბოლოოდ თავის ტვინის განსჯის საგნად იქცევა.

ეს მთელ სხეულზე და შინაგან ორგანოებში განლაგებულ ნერვულ უჯრედთა - რეცეპტორთა - დამსახურებაა. სწორედ ისინი აღიქვამენ ყოველგვარ გაღიზიანებას და მას ნერვულ იმპულსად გარდაქმნიან, რომელიც შესაბამისი ნერვული დაბოლოებების მეშვეობით ტვინს მიეწოდება.

  • რეცეპტორთა ტიპები

ჩვენს სხეულზე რეცეპტორთა ორი დიდი ჯგუფი არსებობს:

  1. შინაგანი (ინტერო) რეცეპტორები;
  2. გარეგანი (ექსტერო) რეცეპტორები.

თავად ინტერორეცეპტორებს შორის კიდევ ორი ქვეჯგუფი გამოიყოფა:

  1. ვისცერული რეცეპტორები, რომლებიც შინაგან ორგანოთა მდგომარეობის შესახებ გზავნიან სიგნალებს;
  2. ვესტიბულურ-პროპრიორეცეპტორები, რომლებსაც სხეულის ან მისი ცალკეული ნაწილების სივრცეში მდებარეობისა და მოძრობის კონტროლი ავალიათ.

ექსტერორეცეპტორები გარეშე საგნებისა და მოვლენების ორგანიზმზე ზემოქმედების შესახებ იძლევიან სიგნალებს.

გამღიზიანებელ ფაქტორთა ბუნების მიხედვით, რომელთა მიმართაც რეცეპტორები განსაკუთრებულ მგრძნობელობას ამჟღავნებენ, განასხვავებენ:

  1. ფონო- რეცეპტორებს (ხმაურის მიმართ);
  2. ფოტო- რეცეპტორებს (სინათლის მიმართ);
  3. მექანო- რეცეპტორებს (მექანიკური გაღიზიანების მიმართ);
  4. თერმო- რეცეპტორებს (მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ);
  5. ქემო- რეცეპტორებს (ქიმიურ ნივთიერებათა მიმართ);
  6. ბარო- რეცეპტორებს (წნევის მიმართ მგრძნობიარე).
შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი მე 3 თვეა ვიღებ ესრამს დღეში 1 ტაბლეტს.. მაინტერესებს შემიძლია თუ არა 1 ჭიქა.ღვინოს ან ლუდის დალევა? მადლობა წინასწარ </p>

რეცეპტორები იყოფა იმ შეგრძნებათა ხასიათის მიხედვითაც, რომლებიც ჩვენს არსებაში გაღიზიანების შედეგად აღმოცენდება. ამის კვალობაზე არსებობს:

  1. მხედველობის რეცეპტორები;
  2. სმენის რეცეპტორები;
  3. ყნოსვის რეცეპტორები;
  4. შეხების რეცეპტორები;
  5. სითბოს მიმღიები რეცეპტორები;
  6. სიცივის მიმღები რეცეპტორები;
  7. სხეულის მდებარეობის აღმქმელი რეცეპტორები;
  8. ტკივილის აღმქმელი რეცეპტორები.

ზოგიერთი რეცეპტორი დისტანციურია - გაღიზიანებას ორგანიზმიდან მნიშვნელოვანი მანძილით დაშორებული საგნებიდან იღებს, ზოგს კი ამისთვის საგნებთან უშუალო შეხება სჭირდება. მათ კონტაქტურ რეცეპტორებს უწოდებენ.

  • პერიფერიული ნერვები

ასევე დაგაინტერესებთ
სმენის ნერვის ნევრიტი
პოლინეიროპათია - კლინიკური ნიშნები და მკურნალობის მეთოდები

ადამიანის არსებობისა და ჯანსაღი ცხოველქმედებისთვის აუცილებელია, რეცეპტორთა მიერ მოპოვებული ინფორმაცია დროულად მიეწოდოს თავის ტვინს, ეს კი სწორედ პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქცია გახლავთ. პერიფერიული ნერვული სისტემა თავის ტვინიდან გამომავალი 12 და ზურგის ტვინიდან გამომავალი 31 წყვილი ნერვისგან შედგება. თითოეულს თავისი სამოქმედო არეალი აქვს და ნებისმიერი პათოლოგია, ტრავმა იქნება ეს თუ სხვა სახის დაზიანება, შესაბამის არეში მოძრაობისა და მგრძნობელობის სრულ ან ნაწილობრივ მოშლას იწვევს.

პერიფერიული ნერვული სისტემა 4 სახის ნერვებისგან შედგება:

  1. მოტორული - მათ გაღიზიანებას თან სდევს კუნთების მოძრაობა,
  2. მგრძნობიარე - ისინი გრძნობათა ორგანოების რეცეპტორებიდან იღებენ ინფორმაციას.
  3. სიმპათიკური ანუ სეკრეტორული - ისინი ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობაზე ახდენენ გავლენას.
  4. შერეული - შეიცავენ როგორც მოტორულ, ისე მგრძნობიარე და სიმპათიკურ ბოჭკოებს.

  • თავის ტვინის ნერვები

    • I წყვილი - ყნოსვის ნერვები

ყნოსვის ნერვები წმინდა სენსორული (მგრძნობიარე) ნერვებია და ყნოსვითი შეგრძნების მიმღები ანალიზატორის პერიფერიულ ნაწილს წარმოადგენს. მათი მეშვეობით ადამიანი ორიენტირებას ახდენს სურნელოვან ნივთიერებათა მრავალფეროვან სამყაროში და არომატებს ერთმანეთისგან განასხვავებს. ამ ნერვთა დაზიანება ყნოსვის ფუნქციის მოშლას - მის გაძლიერებას ან დაქვეითებას, ყნოსვის უნარის დაკარგვას ან გაუკუღმართებას იწვევს.

    • II წყვილი - მხედველობის ნერვი

მხედველობის ნერვებიც წმინდა წყლის მგრძნობიარე ნერვები გახლავთ. ისინი ბადურას რეცეპტორებიდან სინათლის ზემოქმედებით აღმოცენებულ იმპულსებს აღიქვამენ. მათი დაზიანება მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას, თვალისჩინის დაკარგვას, მხედველობის ველის გამოვარდნას იწვევს. ადამიანი კარგავს ფერების გარჩევის უნარს, თავს იჩენს მხედველობითი ხასიათის ჰალუცინაციები და სხვა.

    • III წყვილი - თვალის მამოძრავებელი ნერვები

თვალის მამოძრავებელი ნერვები მხოლოდ მოტორულ ფუნქციას ასრულებენ. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ მათი ფუნქცია თვალის კაკლის მოთხოვნილებისამებრ ამოძრავებაა. ნერვთა ეს წყვილი ქუთუთოების ამწევი და დამწევი, გუგის შემავიწროებელი და თვალის სააკომოდაციო კუნთების ინერვაციას ახდენს.

    • IV წყვილი - ჭაღისებრი ნერვი

ჭაღისებრი ნერვი ასევე წმინდა მოტორულია, აინერვირებს თვალის ზედა ირიბ კუნთს, რომელიც თვალის კაკალს ამოძრავებს ქვემოთ და გარეთ. III და IV წყვილ ნერვთა დაზიანება იწვევს ქუთუთოს დაშვებას, თვალის კაკლის სრულ უმოძრაობას, მიდრიაზს, სინათლესა და აკომოდაციაზე გუგის რეაქციის გაქრობას, მხედველობის გაორებასა და სიელმეს.

    • V წყვილი - სამწვერა ნერვი

სამწვერა ნერვი სამ ნაწილად იყოფა: თვალბუდის, ზედა და ქვედა ყბის ნერვებად. ამათგან პირველი ორი მგრძნობიარეა, მესამე - შერეული, ესე იგი, ასრულებს როგორც სენსორულ-მგრძნობიარე, ისე მოტორულ-მამოძრავებელ ფუნქციებს. სამწვერა ნერვის მოტორული ნაწილი ქვედა ყბის საღეჭ კუნთებს აინერვირებს, ხოლო სენსორული, მისი დიდი ნაწილი - ცხვირის ღრუს დანამატ სინუსებს, ჰაიმორის ღრუს, შუბლის, თვალბუდისა და საფეთქლის კანს, ზედა ქუთუთოებსა და მათ ლორწოვან გარსს, ზედა და ქვედა ტუჩის, ლოყების ლორწოვან გარსს, ზედა და ქვედა ყბის სახსრებსა და ნიკაპის კანს, კბილებსა და ღრძილებს, კონიუნქტივას, რქოვანას, ფერად გარსებს, ცხვირის ფუძესა და ნესტოებს, საცრემლე, ყბისქვეშა და ყბაყურა ჯირკვლებს, ყურის ნიჟარას, გარეთა სასმენ მილსა და დაფის აპკს.

    • VI წყვილი - განმზიდველი ნერვი

იგი მოტორულია და აინერვირებს თვალის კაკლის გარეთა სწორ კუნთებს, რომლებიც თვალის კაკალს გარეთ ამოძრავებს.

    • VII წყვილი - სახის ნერვი

სახის ნერვი ორი ცალკეული - საკუთრივ სახისა და შუამდებარე - ნერვის გაერთიანებით იქმნება. სახის ნერვი მამოძრავებელ ბოჭკოებს შეიცავს, შუამდებარე ნერვი - სპეციფიკური გემოვნების მგრძნობელობისა და სეკრეტორულ (პარასიმპათიკურ) ბოჭკოებს. მამოძრავებელი ბოჭკოები სახის მიმიკურ (კისრის, ყურისა და ყბის) კუნთთა, უზანგის, პლატიზმის ინერვაციას ეწევიან, მგრძნობიარე ტოტები კი ენის ლორწოვანის წინა ორ მესამედს აკონტროლებენ და გემოვნების რეცეპტორებიდან მიაქვთ იმპულსები. პარასიმპათიკური ტოტები საცრემლე, ენისქვეშა და ყბისქვეშა ჯირკვლების მუშაობას არეგულირებენ.

    • VIII წყვილი - კარიბჭე ლოკოკინას ნერვი

კარიბჭე-ლოკოკინას ნერვი სპეციფიკური და მგრძნობიარე ტოტებისგან შედგება. ლოკოკინას ნერვი იწყება ლოკოკინაში და წარმოადგენს სმენის ნერვს, რომელიც სპირალური ორგანოს მუშაობასა და სმენას არეგულირებს. მისი მეშვეობით თავის ტვინს გადაეცემა იმპულსი, რომელიც ბგერების აღქმის საშუალებას გვაძლევს. კარიბჭის სპეციფიკური ნერვი წონასწორობაზეა პასუხისმგებელი.

    • IX წყვილი - ენა-ხახის ნერვი

ენა-ხახის ნერვი შერეულია: შედგება როგორც მამოძრავებელი, ისე მგრძნობიარე და პარასიმპათიკურ-სეკრეტორული ტოტებისგან. მამოძრავებელი ბოჭკოები ხახის ზედა და ქვედა მომჭერ კუნთებს აინერვირებენ, სეკრეტორული – ყბაყურა ჯირკვალს, მგრძნობიარე ტოტებს კი ცენტრისკენ ენის, სასმენი მილისა და დაფის ღრუს მდგომარეობის ამსახველი იმპულსები მიაქვთ.

    • X წყვილი - ცდომილი ნერვი

ცდომილი ნერვი ასევე შერეულია და სამი სახის ბოჭკოებს შეიცავს: მამოძრავებელს, მგრძნობიარესა და პარასიმპათიკურს. იგი თავის ტვინიდან გამომავალი ყველაზე დიდი ნერვია. შესაბამისად, ყველაზე დიდია მისი სამოქმედო არეალიც. ცდომილი ნერვის მამოძრავებელი ბოჭკოები რბილი ხახის, ხორხის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ბრონქებისა და ზოგიერთი სისხლძარღვის კუნთთა ინერვაციას ეწევა. მგრძნობიარე ნაწილი ხახიდან, ფილტვებიდან, სასუნთქი გზებიდან, გულიდან, აორტიდან და გარეთა სასმენი მილიდან ატარებს იმპულსებს, პარასიმპათიკური ბოჭკოები კუჭის, ნაწლავების, პანკრეასის ჯირკვლებისკენ, ღვიძლისა და თირკმელებისკენ მიემართება.

    • XI წყვილი - დამატებითი ნერვი

ეს წყვილი მამოძრავებელი ნერვია. აინერვირებს მხრის სარტყლის კუნთებს, უზრუნველყოფს მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი და ტრაპეციული კუნთების მუშაობას.

    • XII წყვილი - ენისქვეშა ნერვი

ესეც მამოძრავებელი ნერვია. იგი ენის ყველა და კისრის ზოგიერთი კუნთის მოძრაობას განაგებს. ამ წყვილის დაზიანება ენის ატროფიას ანუ განლევას იწვევს.

  • ზურგის ტვინის ნერვები

ზურგის ტვინიდან ყოველი ნერვი ორი - უკანა და წინა - ფესვით გამოდის. ამათგან უკანა ტოტი მგრძნობიარეა, ხოლო წინა - მამოძრავებელი. ხერხემლიდან გამოსვლისას ორივე ფესვი ერთ ღეროში ერთდება, ამიტომ ზურგის ტვინის ყველა ნერვი შერეული ხასიათისაა.

ზურგის ტვინიდან, მისი სეგმენტების შესაბამისად, გამოდის:

  1. 8 წყვილი კისრის ნერვი;
  2. 12 წყვილი გულმკერდის,
  3. 5 წყვილი წელის ნერვი;
  4. 5 წყვილი გავის ნერვი;
  5. 1 წყვილი კუდუსუნის ნერვი.

ისინი შესაბამის წნულებს ქმნიან. კისრის წნული კისრის არეში მდებარეობს და ძირითადად კისრის კუნთებსა და კანს ემსახურება. მისი ყველაზე გრძელი ნაწილი დიაფრაგმის ნერვია. მხრის წნული ზედა კიდურებისა და მათი სარტყლის, ლავიწისა და მკერდის ძვლის კუნთებს განაგებს. წელის წნული მენჯისა და ბარძაყის უბანს ემსახურება. გავის წნული ერთ-ერთი ძლიერი წნულია, იგი მენჯის, შარდსასქესო ორგანოების ფუნქციებზე აგებს პასუხს. ამავე წნულიდან გამოდის ყველაზე მძლავრი საჯდომი ნერვი, რომელიც ბარძაყის კუნთებს შორის გადის და წვივის, ტერფის კუნთებისა და მათი კანის ინერვაციას ახდენს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რას ნიშნავს ცხოვრება შაქრიან დიაბეტთან ერთად

„შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2“ დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანმა იცის, რომ დიაბეტი არა მხოლოდ დაავადება, არამედ ცხოვრების წესიც არის.
სრულად
შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ენდოკრინული დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმი ნორმალურად ვერ ითვისებს შაქარს, რის გამოც სისხლში მისი დონე იზრდება და ვითარდება ჰიპერგლიკემია.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

პერიფერიული ნერვული სისტემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები