ჯანსაღი კვება ყაბზობის დროს

ხელს უწყობს ნაწლავის დარღვეული ფუნქციის აღდგენას და ასტიმულირებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას.
რეკომენდებულია
საქონლის, ქათმის, ინდაურის მოხარშული ან დაბრაწული მჭლე ხორცი, რძიანი სოსისი, მოხარშული ან დაბრაწული მჭლე თევზი, ზღვის პროდუქტები, ხორცისა და თევზის ბულიონზე მომზადებული ბოსტნეულის წვნიანი, ბოსტნეულის ცივი წვნიანი (ბორშჩი, ჭარხლის წვნიანი, წვნიანი ქერის ბურღულით);
- მაწონი, ახალი კეფირი (სასურველია, საღამოს), რძე, ნაღები, ყველი, არაჟანი, ახალი ხაჭო;
- ღერღილი ხორბლისა და ჭვავის პური (წინა დღის), ხრამუნა, მშრალი ნამცხვარი, უსაფუვრო ცომეული, წიწიბურას, ხორბლის, ქერის ფაფები, ხორბლის ქატო (უმად);
- დღეში 1-2 ცალი კვერცხის ცილა (ორთქლზე მომზადებული ან მოხარშული);
- კარაქი, მცენარეული ზეთი;
- მოხარშული ან მოშუშული ჭარხალი, სტაფილო, სალათის ფოთლები, კიტრი, პომიდორი, მწვანილი, გოგრა, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ბარდა, კომბოსტოს მწნილი, კარტოფილი (შეზღუდული რაოდენობით);
- ხილი, მურაბა, ხილფაფა, ჩირი;
- ჩაი, ასკილისა და ხორბლის ქატოს ნახარში, ხილისა და ბოსტნეულის წვენები.
არ არის რეკომენდებული
- ცხიმიანი და შებოლილი საქონლის, ღორის, ქათმის ხორცი და თევზი, იხვისა და ბატის ხორცი, კონსერვები, ცხარე და ცხიმიანი საწებლები;
- კრემიანი ნაწარმი, შოკოლადი;
- ფენოვანი და საფუვრიანი ცომის ნაწარმი, მაღალი ხარისხის ფქვილის პური, ბრინჯისა და მანანის ფაფები, ვერმიშელი;
- მაგრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი;
- ცხოველური ცხიმი;
- მოხარშული კარტოფილი, ნიორი, ხახვი, ბოლოკი, თალგამი, მდოგვი, პირშუშხა, წიწაკა, სოკო;
- მოცვი, კომში, შინდი;
- კისელი, მაგარი ჩაი, კაკაო, შავი ყავა, ალკოჰოლური და გაზიანი სასმელები.
ყურადღება უნდა მიექცეს სითხის ოდენობას. თუ პაციენტს სხვა ორგანოების (გულის, თირკმელების) მდგომარეობა ხელს არ უშლის, 1,5-2 ლიტრზე ნაკლები სითხე არ უნდა მიიღოს. საქმე ის არის, რომ ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების შეფერხებისას სითხე უკუშეიწოვება, რაც განავლის გამოშრობას იწვევს, ეს კი, თავის მხრივ, ყაბზობას აძლიერებს. ასე რომ, სათანადო ოდენობის სითხის გარეშე მცენარეული ბოჭკოს მიღებას აზრი არ აქვს.
დაცული უნდა იყოს კვების რეჟიმიც: აუცილებელია საკვების მიღება დღეში, სულ მცირე, 4-ჯერ. ამაზე ხანგრძლივი ინტერვალები დაუშვებელია.
ყაბზობა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ყაბზობა გულისხმობს დაგვიანებულ ან გაძნელებულ ნაწლავთა მოქმედებას ან განავლის გამაგრებასა და გამსხვილებას.
- ყაბზობა არის არასწორი ქცევის ან რაციონში სითხისა და ბოჭკოს დეფიციტის შედეგი;
- მაგარმა და დიდმა განავალმა შეიძლება გამოიწვიოს მუცლის არეში დისკომფორტი და ანუსის გახეთქვა;
- საკვებში სითხისა და ბოჭკოს რაოდენობის გაზრდა, ქცევის შეცვლა და ხანდახან ოყნები და საფაღარათოები ამცირებენ დისკომფორტს.
მშობლები ხშირად წუხან ბავშვის კუჭში გაუსვლელობაზე. თუმცა, ყაბზობა უმეტეს შემთხვევაში არ იწვევს სერიოზული შედეგებს და საყურადღებოა მხოლოდ მაშინ, როცა ნაწლავთა მოქმედება მტკივნეული ხდება და იწვევს შემდგომში ნაწლავთა მოქმედების შეკავებას, ან როდესაც ყაბზობას სხვა სიმპტომები ახლავს თან.
ნაწლავთა მოქმედების სიხშირე და კონსისტენცია ცვალებადია ბავშვობის განმავლობაში და არ არსებობს "ნორმა" – რაიმე ერთი სიხშირე და განავლის ტიპი. ახალშობილ ჩვილებს ნაწლავთა მოქმედება ძირითადად აქვთ ოთხჯერ დღეში ან უფრო ხშირად, ყვითელი და არაერთგვაროვანი განავლით. ძუძუზე მყოფ ჩვილებს ნაწლავთა მოქმედება უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებს და დეფეკაცია შეიძლება იყოს ყოველი ძუძუთი კვების შემდგომ. ერთი ან ორი თვის ასაკში ძუძუზე მყოფ ჩვილებში დეფეკაციის სიხშირე უფრო იკლებს, მაგრამ განავალი რბილი ან თხელია. 1 წლის ასაკის შემდგომ, ბავშვების უმეტესობას ნაწლავთა მოქმედება აქვს დღეში ერთხელ ან ორჯერ, რბილი და ფორმირებული განავლით.
თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე