/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ვეგეტარიანელობა და ძუძუთი კვება

ვეგეტარიანელობა და ძუძუთი კვება
ადამიანი, რომელიც მხოლოდ მცენარეულ საკვებს იღებს, ვეგეტარიანელია. თუ რძის პროდუქტებსაც მიირთმევს, მას ლაქტოვეგეტარიანელს ვუწოდებთ.

როგორ წარიმართება ძუძუთა ჩვილის ზრდა-განვითარება, როდესაც დედას კვების ასეთი რეჟიმი აქვს? ამის შესახებ პედიატრი მაკა მაისურაძე გვესაუბრება.

  • რა პრობლემა შეიძლება შეექმნას ჩვილს, როდესაც დედა ვეგეტარიანელია ან მარხულობს?

- ძუძუთი კვების პერიოდში დედა პასუხს აგებს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ჩვილის ჯანმრთელობაზეც. პასუხისმგებლობა გულისხმობს ჩვილის უზრუნველყოფას სრულფასოვანი საკვებით - დედის რძით. დედის რძის რაოდენობა და ხარისხი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, უმთავრესი მათგანი კი თვით დედის კვებაა. დედის რძის ხარისხი იმით განისაზღვრება, რამდენად მდიდარია იგი ბავშვისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

დედის რძეში ცილების რაოდენობა პრაქტიკულად არ არის დამოკიდებული დედის მიერ საკვებით მიღებული ცილების რაოდენობაზე, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შემცველობა კი დედის რაციონის მიხედვით იცვლება. ამიტომაც უნდა ერიდოს მეძუძური დედა უცხიმო და ძალზე ცხიმიან საკვებს. მისი რაციონის ენერგეტიკული ღირებულება ჩვეულებრივზე 500-700 კკალ-ით მეტი უნდა იყოს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვეგეტარიანელები მცენარეული პროდუქტებით იკვებებიან. მცენარეული საკვები მდიდარია ნახშირწყლებით, უჯრედისით, რომელიც ძნელი მოსანელებელია როგორც მოზრდილის, ასევე ჩვილის ორგანიზმისთვის. იგი აძლიერებს ნაწლავებში დუღილის პროცესს, რაც როგორც დედისთვის, ასევე ჩვილისთვისაც მუცლის შებერილობის, აირების დაგროვების, ნაწლავთა ჭვლის მიზეზად იქცევა. ჩვილი, რომლის დედაც უპირატესად მცენარეულ საკვებს მიირთმევს, ჭირვეულია, მოუსვენრად სძინავს, ხშირად იღვიძებს...

  • დამატებით რა უნდა მიიღოს ვეგეტარიანელმა დედამ, რომ სრულფასოვანი რძე ჰქონდეს?

- ვეგეტარიანელი დედის რძეში ძალიან ცოტაა ვიტამინი B12, მეტადრე მაშინ, როცა ქალი არ იღებს პოლივიტამინებს ან ვიტამინიზებულ პროდუქტებს. ეს იმიტომ, რომ ცხოველური საკვები ცილების, რკინისა და ვიტამინ B12-ის ძირითადი წყაროა. ამ შემთხვევაში ჩვილისთვის აუცილებელია ვიტამინ B12-ის დამატებით მიღება მთელი ორი წლის განმავლობაში ანუ მანამდე, სანამ თავად არ დაიწყებს ვიტამინიზებული პროდუქტებიდან ამ ვიტამინის საჭირო ოდენობის მიღებას.

  • რას იწვევს ვიტამინ B12-ის დეფიციტი?

შეკითხვა ექიმს
<p>ესეᲗი უცნაური კიᲗხვა მაქვს რაც პირველად გავიგე, რამდენად მარᲗალია და ᲨესაᲫლებელია რომ ცხენის სპერმიᲗ ადამიანი დაორსულდეს? ტიკტოკᲨი იყო რაᲦაც ვიდეო უცხოური სადაც იᲫახდნენ რომ ქალს ცხენᲗან სექსი ქონდა და დაორსულდა და ბავᲨვი გააᲩინა რომელსაც ტანი, ხელები და ფეხები ადამიანის ქონდა და Თავი ცხენის ქონდა, ასეᲗი რამ მარᲗალია?</p>

- უწინარეს ყოვლისა, ანემიას. ამ დროს ბავშვის ორგანოები და ორგანოთა სისტემები განიცდიან ჟანგბადის შიმშილს, რის გამოც ბავშვი ზრდითა და განვითარებით ასაკს ჩამორჩება. ანემია ვლინდება უმადობით, სისუსტით, წონის მატების შენელებით, კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიფითრით, ჭირვეულობით, ძილის რეჟიმის დარღვევით. სისხლის საერთო ანალიზში ყურადღებას იპყრობს ფერადობის მაჩვენებლის (ფარბე ინდექსის) დაქვეითება. როცა მისი მაჩვენებელი 0,9-ზე ნაკლებია - ეს ანემიაზე მიუთითებს, მხოლოდ არა რკინადეფიციტურზე, არამედ ფოლიუმდეფიციტურზე (რასაც, წესისამებრ, თან სდევს ვიტამინ B12-ის დეფიციტიც). ამ დეფიციტის შევსება კი საჭიროა ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას კომბინირებული გამოყენებით.

  • როდესაც დედა ლაქტოვეგეტარიანელია, მაინც საჭიროა ვიტამინ B12-ის დამატებითი მიღება?

- თუ დედა მცენარეულ საკვებთან ერთად რძის ნაწარმსაც მიირთმევს, საკვები დანამატების მიღება საჭირო არ არის - იმ პირობით, რომ ქალი საკმარისი რაოდენობით მიიღებს რძესა და კვერცხს. ორგანიზმს B12-ის დეფიციტი არ დაემუქრება, თუ ქალი ყოველდღე მიიღებს 3 ჭიქა (600 მლ) რძეს ან მიირთმევს 1 ცალ კვერცხს და დალევს 2 ჭიქა რძეს. შეიძლება, რაციონში ჩაერთოს რძის პროდუქტებიც - ხაჭო, ყველი, მაწონი და სხვა.

  • არცთუ იშვიათად ვეგეტარიანელ დედას რძის ნაკლებობის გამო ჩვილისთვის საკვების დამატება უხდება. საჭიროა თუ არა ასეთ დროს მისთვის საკვებდანამატების მიღება?

ასევე დაგაინტერესებთ
5 მითი ძუძუთი კვების შესახებ- ინტერვიუ ჩაჩავას კლინიკის ლაქტაციის მრჩეველ თამთა მაისურაძესთან
ლაქტაციის სარგებელი დედისა და ბავშვისთვის და როგორ გავხადოთ ეს პროცესი უფრო კომფორტული

- როდესაც რძის უკმარისობის გამო ჩვილი დამატებით საკვებს იღებს, იგი შერეულ კვებაზეა. თუ შერეულ კვებაზე მყოფი ჩვილი დღე-ღამეში 75მლ-ზე ნაკლებ ადაპტირებულ ნარევს იღებს, საკვებდანამატების (პოლივიტამინების) მიცემა საჭიროა, თუ 75მლ-ზე მეტს იღებს - არა.

  • რა განსხვავებაა საკვებდანამატებსა და დამატებით საკვებს შორის?

- საკვებდანამატს იმიტომ ჰქვია საკვებდანამატი, რომ ძირითადი საკვების დამატებაა. ძირითადი საკვები კი ან დედის რძეა, ან - ხელოვნური კვებისას - ადაპტირებული ნარევი. ბავშვს დანამატს ვაძლევთ ძირითადი საკვების შემდეგ ან კვებათა შორის შუალედში. საკვებდანამატებად პოლივიტამინებთან ერთად შეიძლება გამოვიყენოთ ხილისა და კენკრის წვენი ან პიურე, ხაჭო, ქათმის კვერცხის გული. ამ გზით შესაძლებელია, ორგანიზმი ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ვიტამინებით, მიკროელემენტებით და საკვები ნივთიერებებით უზრუნველვყოთ.

  • თუ დედა ვეგეტარიანელია, როგორი უნდა იყოს პირველი ორი წლის განმავლობაში ბავშვის რაციონი?

- თუ ჩვილი ძუძუთი იზრდებოდა, პირველი ორი წლის განმავლობაში მის რაციონში არ უნდა შევზღუდოთ ცხიმების შემცველობა. ამასთან, რაციონი შეთანხმებული უნდა იყოს პირად პედიატრთან. დედის რძე ჩვილისთვის იდეალური საკვებია - ის დაახლოებით 54%-ით ცხიმისაგან შედგება. 1 ჭიქა დედის რძე შეიცავს 175 კალორიას. ამდენად, ჩვილისთვის საჭირო ცხიმებისა და ენერგიის რაოდენობას თვით ბუნება გვკარნახობს. მოგეხსენებათ, ცხიმი ენერგიის წყაროა, ვეგეტარიანული რაციონი კი ცხიმებით ღარიბია. სამაგიეროდ, მდიდარია უჯრედისით (ნახშირწყლებით).

ამიტომ გაითვალისწინეთ: როცა ბავშვი მყარი საკვების მიღებაზე გადავა:

  1. მისი რაციონი გაამდიდრეთ ცილოვანი პროდუქტებით, სანაცვლოდ შეამცირეთ ნახშირწყლები.
  2. ნუ ეცდებით ცხიმის შეზღუდვას. ნუ მისცემთ უცხიმო რძეს და რძის ნაწარმს. უხვად გამოიყენეთ მზესუმზირას, ზეითუნის ხარისხიანი ზეთი.
  3. თავი არიდეთ უჯრედისით მდიდარ საკვებს.
  4. ფაფები ძირითადად ყავისფერი ბრინჯისა და შვრიისგან მოუმზადეთ.
  5. ბევრს ნუ აჭმევთ უმ ხილსა და ბოსტნეულს.
  6. კვებათა შორის შუალედებში დამატებით მიეცით კალორიებით მდიდარი საკვები, მაგალითად, ყველი და პური, შინ გამომცხვარი ხილის კექსი ან იოგურტი.

  • რას ურჩევთ დედას?

- თუ ქალისთვის ვეგეტარიანელობა ცხოვრებისეული პრინციპია, რომლიდან გადახვევას არ აპირებს, მაშინ ორსულობისა თუ ძუძუთი კვების დროს მან სათანადოდ უნდა მოამარაგოს თავისი ორგანიზმი რკინითა და ვიტამინ B12-ით. ამაში პირადი ექიმი დაეხმარება - შეურჩევს კვების რაციონს და ვიტამინების კომპლექსს. ქალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ექიმის რჩევებს და ყური მიუგდოს თავის გულისხმას - შვილის ჯანმრთელობა ხომ ყოველგვარ პრინციპზე მნიშვნელოვანია!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რომელი თევზია კარგი ჩვენი ორგანიზმისთვის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი თევზია კარგი ჩვენი ორგანიზმისთვის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში

რა სარგებლობა მოაქვს თევზის ჭამას გაზაფხულსა და ზაფხულში?

2-1715849286.jpg

თევზი მდიდარია A, D, E, B12 ვიტამინებით, ასევე კალციუმით, ფოსფორით, სელენით და სხვა მნიშვნელოვანი მიკროელემენტებით. ეს პროდუქტი ადვილად ასათვისებელი ცილის წყაროა. თევზის შემადგენლობაში შემავალი ცილა ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და შესანიშნავი სამშენებლო მასალაა კუნთებისთვის.

თევზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი გულის, ტვინის, სისხლძარღვებისა და მხედველობისთვის. თევზის უმეტესობა დაბალკალორიულია, რაც მათ იდეალურს ხდის მათთვის, ვინც აკონტროლებს საკუთარ წონას.

ომელი თევზი უნდა შეიტანოთ რაციონში გაზაფხულსა და ზაფხულში?

ცხიმიანი თევზი: ორაგული, კალმახი, სკუმბრია, ქაშაყი - ამ ტიპის თევზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.

თეთრი თევზი: ვირთევზა, ხეკი, მინტაი, მოივა - ამ ტიპის თევზი დაბალკალორიულია და მდიდარია ცილებით.

მდინარის თევზი: ლოქო, ქორჭილა, კაპარჭინა, კობრი - ამ ტიპის თევზი ხელმისაწვდომია და ასევე მდიდარია საკვები ნივთიერებებით.

ორაგული

3-1715849299.jpg

ეს ცხიმოვანი თევზი მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც მნიშვნელოვანია გულისა და ტვინის ჯანმრთელობისთვის. ის ასევე არის ცილის, D ვიტამინის და სელენის კარგი წყარო. ეს თევზი მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით. მასში ბევრია მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E D და PP ვიტამინები. ორაგული განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისა და მოხუცებისთვის. თუმცა თევზის რეგულარული მირთმევა ნებისმიერ ასაკში აუცილებელია. ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ორაგულია ხელმისაწვდომი, თუმცა ყველაზე სასარგებლო ნორვეგიული ორაგულია.

კალმახი

კალმახი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ წარმოუდგენლად ჯანსაღი თევზია. ის მდიდარია ცილებით, ორგანიზმისთვის ადვილად ასათვისებელი, B და D ვიტამინებით, ასევე სელენით, ფოსფორითა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. ამის წყალობით, კალმახი ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების გაძლიერებას, ნორმალურ ზრდა-განვითარებას, აუმჯობესებს გულის და ტვინის მუშაობას და ასევე აუმჯობესებს იმუნიტეტს. კალმახის ჭამა კვირაში 2-3-ჯერ არის მარტივი და გემრიელი საშუალება თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

სკუმბრია

ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების, ასევე ვიტამინი B12, სელენი და ფოსფორის კიდევ ერთი შესანიშნავი წყარო. სკუმბრია ხელს უწყობს ტვინის, გულის და ნერვული სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

ქაშაყი

4-1715849325.jpg

ეს თევზი მდიდარია D ვიტამინით, კალციუმით, ფოსფორით და სელენით. კარგია ძვლების, კბილების, კანისა და თმისთვის. თევზის ეს სახეობა განსაკუთრებით მდიდარია B12 ვიტამინით, ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს D ვიტამინსა და ფოსფორს. სხვა ცხიმიანი თევზების მსგავსად, ქაშაყი ომეგა 3–ის საუკეთესო წყაროა.

გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ასევე სასარგებლოა:

  • ლოქო
  • ქორჭილა
  • კაპარჭინა
  • კობრი

თევზის არჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მის სიახლეს:

  1. თვალები უნდა იყოს გამჭვირვალე, ლაყუჩები ვარდისფერი, ქერცლი კი მბზინავი;
  2. ახალ თევზს არ უნდა ჰქონდეს უსიამოვნო სუნი;
  3. თუ გაყინულ თევზს ყიდულობთ, გაალღვეთ მხოლოდ მაცივარში.

თევზი შეიძლება მიირთვათ გამომცხვარი, შემწვარი, ჩაშუშული, მოხარშული, ორთქლზე მომზადებული ან პრესერვების სახით. თევზეულის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც პროდუქტში უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას.

5-1715849341.jpg

მნიშვნელოვანია, რომ თევზი კვების რაციონში კვირაში 2-3-ჯერ შეიტანოთ.

გაზაფხულსა და ზაფხულში ახალი თევზის მირთმევით თქვენ არა მხოლოდ ისიამოვნებთ მისი გემოთი, არამედ იზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობაზეც!