“მარგი” - ჯანსაღი საკვები ყველასათვის

საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები უდევს. აღიარებულია, რომ ამ დარღვევების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არაბუნებრივი, რაფინირებული საკვების სიჭარბე და მცენარეული ბოჭკოს დეფიციტია, ამ დეფიციტის შევსება კი საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას იწვევს, რაც ამ დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით სასარგებლოა ქართული მიუსლი „მარგი“ და პური „მარგი“.
გვესაუბრება „მარგის” ტექნოლოგიის ავტორი, ექიმი გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა სულაბერიძე:
- მრავალწლიანი საექიმო მოღვაწეობისა და კვლევის შედეგად შევიმუშავე მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი დაბალკალორიული ბუნებრივი საკვები - პური „მარგი“ და ქართული მიუსლი „მარგი“. ორივე მცენარეული ნედლეულის ორიგინალური მეთოდით დამუშავებით მზადდება. ნედლეულის შერჩევა მიზანმიმართულად ხდება. მაგალითად, ცნობილია, რომ მცენარეული ბოჭკოთი ძალიან მდიდარია მარცვლეულის, განსაკუთრებით - ხორბლის ქერქი.
რა არის მცენარეული ბოჭკო და რა რაოდენობით უნდა მიიღოს იგი ადამიანმა?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- მცენარეული ბოჭკო შედგება არამონელებადი ნახშირწყლებისა და ლიგნინისგან. ნახშირწყლები არ ექვემდებარება ჰიდროლიზს და არ შეიწოვება ნაწლავებიდან, მსხვილ ნაწლავში განიცდის ფერმენტაციას და აღადგენს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ ბალანსს.
ცხოვრების წესისა და საკვების შემადგენლობის ცვლილებამ ადამიანის რაციონში მცენარეული ბოჭკოს წილის შემცირება განაპირობა. ამჟამად მოსახლეობის რაციონში შემავალი მცენარეული ბოჭკოს ოდენობა დღე-ღამეში 13 გრამს არ აღემატება, რაც ნორმაზე გაცილებით ნაკლებია. თანამედროვე რეკომენდაციების თანახმად, ევროპის მოსახლეობისთვის მცენარეული ბოჭკოს სადღეღამისო ნორმა მინიმუმ 25-40 გრამია.
განასხვავებენ ხსნად და უხსნელ მცენარეულ ბოჭკოს. მიიჩნევა, რომ ხსნადი ბოჭკო უფრო ეფექტურად აწესრიგებს სისხლში ლიპიდებისა და გლუკოზის დონეს, უხსნადი კი ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას, აჩქარებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მის გადაადგილებას.
დადგენილია, რომ მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები ამცირებს სისხლში ლიპიდების დონეს, აქვეითებს არტერიულ წნევას, აადვილებს გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას შაქრიანი დიაბეტის დროს როგორც უზმოზე, ასევე ჭამის შემდეგ, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოწესრიგებას და არეგულირებს სხეულის წონას.
რომელი საკვებია მცენარეული ბოჭკოთი ყველაზე მდიდარი?
- მცენარეული ბოჭკოს ყველაზე მაღალი შემცველობით გამოირჩევა ხორბლის ქერქი, რის გამოც იგი ხსნადი და უხსნადი მცენარეული ბოჭკოს საუკეთესო წყაროს წარმოადგენს. შედარებისთვის, 100 გრამი ხორბლის ქერქი 43 გრამ ბოჭკოს შეიცავს, ბრინჯისა - 21 გრამს, ჭვავისა - 17 გრამს, ხოლო შვრიისა - 15 გრამს, რაც მცენარეული ბოჭკოს წყაროდ ხორბლის გამოყენების უპირატესობაზე მიუთითებს.
დღეს ძალზე პოპულარულია ხორბლის ქატო. მართლა სასარგებლოა ის?
- დაუმუშავებელი ხორბლის ქერქი, ქატო, ძალზე უხეში და ჰიდროფობული პროდუქტია. ის ლორწოვან გარსზე ძლიერ გამაღიზიანებელ მოქმედებას ახდენს და უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს. ის შეიძლება თავად იქცეს დაავადების განვითარების მიზეზად ან უკვე არსებულის გამწვავება გამოიწვიოს. იგი მეტად მიზანმიმართულ დამუშავებას მოითხოვს, რათა უვნებელი გახდეს და არც სასარგებლო თვისებები დაკარგოს.
„მარგის” პროდუქტებში შემავალი ხორბლის ქერქი სამედიცინო მეცნიერებაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური მოდელით მუშავდება, რომელიც საკვების მონელების პროცესის მსგავსია.