სიმინდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმინდი

ოლმეკების, აცტეკებისა და მაიას კულტურის ჩამოყალიბებაში. მას იმდენად განსაკუთრებული ადგილი ეკავა ამ ხალხების ცხოვრებაში, რომ დროთა განმავლობაში თაყვანისცემის საგნადაც კი იქცა.

სიმინდი მარცვლოვანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა. მისი სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. საქართველოში ის XVI საუკუნეში შემოიტანეს (წყაროებში ის პირველად ვახუშტი ბატონიშვილთან იხსენიება).

სასარგებლო სიმინდის მარცვალი შეიცავს წყალს, ცილოვან ნივთიერებებს, სახამებელს, ცხიმს, ნაცარს, ცხიმზეთს, ეთერზეთებს, ქლოროფილს, K, B1, B2, B6, D და E ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას. მისი ფოჩისა და ღეროს პრეპარატები შარდმდენ საშუალებებად გამოიყენება.

სიმინდის ღერო 1-დან 3 მეტრამდე სიმაღლისა იზრდება. ღეროს წვერზე წარმოიშობა მტვრიანი თავთუნებისგან შემდგარი საგველა ყვავილედი, ხოლო მის ქვევით - ბუტკოიანი ყვავილებისგან შემდგარი რთული ყვავილედები - ტაროები.

სიმინდისგან იღებენ ფქვილს, ბურღულს, მწვანე საკვებს, სილოსს, ხოლო ჩანასახისგან - საჭმელ ზეთს.

სიმინდის ნედლი ულვაში მოოქროსფრო-მოყვითალოა, 20 სმ-მდე სიგრძისაა და დახლართულ ძაფებს ჰგავს. გამოშრობის შემდეგ ყვითლდება.

ტაროს მარცვლებს აცილებენ რძისებრი სიმწიფის ხანაში, სექტემბერ-ოქტომბერში, თხლად შლიან და აშრობენ ჩრდილში ან სხვენზე. მათი შენახვა შეიძლება მშრალ სათავსში ხუთ-ექვს თვემდე, შემდეგ უვარგისი ხდება. შეიცავს c, k ვიტამინებს, საპონინებს და სხვ. მედიცინაში იყენებენ როგორც შარდმდენ საშუალებას შარდკენჭოვანი დაავადების, ნაღვლის სადინარებისა და ღვიძლის დაავადებების დროს. აქვს სისხლდენის შეჩერების უნარი.

  • ჰასო

სიმინდის თავისებურება ის არის, რომ მას ცალსქესიანი ყვავილები აქვს - მამრობითი და მდედრობითი. სამკურნალო თვალსაზრისით საინტერესოა მდედრობითი ყვავილების დინგები, რომლებსაც სამკურნალო თვისებები აქვს. სიმინდისგან ძველად ხარშავდნენ ჰასოს ("ჰასოი არაბულად იმას ჰქვიან, რომელ თხელად ფქვილი მოჰკიდოს წყალსა"). ჰასო დიეტურ საკვებად მიიჩნეოდა და ავადმყოფს ასმევდნენ თირკმლის დაავადებების დროს, სავარაუდოდ, შარდმდენი თვისებების გამო.

  • შარდმდენი და ნაღველმდენი

როგორც აღვნიშნეთ, ღეროსა და ფოჩის პრეპარატები შარდმდენ და ნაღველმდენ საშუალებებად გამოიყენება. მათი მიღებისას ძლიერდება ნაღვლის სეკრეცია, მცირდება მისი სიბლანტე, ბილირუბინის რაოდენობა, იმატებს სისხლში პროთრომბინის დონე და სისხლის შედედების უნარი.

  • სიბერის საწინააღმდეგო ვიტამინი

სიმინდის შემადგენლობაში შედის გლუტამინის მჟავა, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლას. სიმინდის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც დიდ როლს ასრულებს სასქესო ჰორმონების ცვლაში. მას სიბერის საწინააღმდეგო ვიტამინსაც უწოდებენ.

ჩინური მედიცინის თანახმად, სიმინდი "ხსნის კუჭს" ანუ აძლიერებს პერესტალტიკას, აჩქარებს მოუნელებელი საკვების გამოდევნას და ამით ხელს უშლის ყაზბობის ჩამოყალიბებას. სიმინდის კერძები სასარგებლოა კანის სიმშრალის დროს. ის აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს ნერწყვდენას.

  • საგო

ჩინელები სიმინდის სახამებლისგან ამზადებენ ე.წ. საგოს, რომელიც მდიდარია ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებით. საგო სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, დიეტურ საკვებად მიიჩნევა და ფართოდ გამოიყენება. ქართულ კულინარიაში მას ღომი ცვლის. ნამდვილ ძველ ღომს ახლა ღომის ღომს, ღუმუს, ღუმუშის, ჩხვერის ეძახიან. ღომს მეგრელები მისგან აკეთებდნენ, სანამ საქართველოში სიმინდი შემოვიდოდა. მას უფრო წვრილი მარცვლები აქვს. ეს არის მცენარე სეტარია იტლიცა. მისი გურული სახელია ჩხორი, ჭანურად ეწოდება ქურუმი, ქვრიმა, ნჩხვაი.

  • სიმინდის ზეთი

სიმინდისგან მზადდება ზეთი, რომელსაც სამკურნალო ეფექტი აქვს. ზეთს მწიფე სიმინდის მარცვლების ჩანასახისგან (მარცვლის ყველაზე "ცოცხალი" ნაწილისგან) ამზადებენ. ეს არის ორგანიზმისთვის ადვილად ასათვისებელი და აუცილებელი უჯერი მჟავების წყარო (მიიღება თითო სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ, საუზმისა და სამხრის წინ 1 თვის განმავლობაში), იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადებისგან, მათ შორის - ასთმისგან, შაკიკისგან, კანის დაავადებებისგან, დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინის დონეს (საკმარისია დღეში 75 გრამი), ამიტომ ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა.

  • სიმინდის ფქვილი

  1. სიმინდის ფქვილი გამოიყენება კოსმეტიკაში.
  2. სიმინდის ფქვილის აბაზანა ამშვიდებს კანის ანთებით უბნებს, არბილებს გაუხეშებულ ადგილებს, აცხრობს ქავილს.
  3. სიმინდის ფქვილის ნიღაბი არაჩვეულებრივად წმენდს, არბილებს და ანაზებს კანს.

  • სასმელები სიმინდისგან

ევროპაში სიმინდისგან სასმელებსაც ამზადებენ, მაგალითად, ლუდს, ვისკის. როგორც ცნობილია, ვისკის ძირითადი კომპონენტია ქერი. ტრადიციული ირლანდიული ვისკი სწორედ ქერის ალაოსაგან მზადდება. თუმცა არსებობს მარცვლოვანი ვისკიც, რომლის წარმოებაში სიმინდსაც იყენებენ.