ალუბალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალუბალი

,

ალუბლისა და ბლის ქიმიური შემადგენლობა ასეთია:

  1. წყალი - 80%;
  2. შაქარი - 10-17,3%;
  3. მჟავები - 0,8-2,4%;
  4. ნახშირწყლები - 20%;
  5. აზოტოვანი ნივთიერებები - 0,7%;
  6. უჯრედისი - 6%;
  7. მთრიმლავი ნივთიერება - 0,15-0,88%.

იყენებენ ნედლსაც და გადამუშავებულსაც (მურაბა, ჯემი, კომპოტი, ნაყენი, საკონდიტრო ნაწარმი).

ალუბლის ახალმოკრეფილი ნაყოფი ძვირფასი საკვები პროდუქტია. მას სამკურნალო თვისებები აქვს. კერძოდ, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას, ასევე B1, B6, C, E, K და PP ვიტამინებს, მაგნიუმს და იოდს.

ბალი შემადგენლობით ალუბლის მსგავსია, მაგრამ ვიტამინებითა და ორგანული მჟავებით შედარებით ღარიბია, თუმცა გაცილებით მდიდარია გლუკოზისა და პექტინების შემცველობით.

  • სამკურნალო თვისებები

    • ვიტამინებით მდიდარი ალუბალი საუკეთესო საშუალებაა ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის სამკურნალოდ რკინის, მაგნიუმის, C ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას შემცველობის გამო.
    • ის აჩქარებს სისხლის წარმოქმნას და შეუცვლელია ბავშვებისა და ორსულებისთვის. ალუბალს ახასიათებს ამოსახველებელი და ბრონქოლიზური მოქმედება, ამიტომ ეფექტურია სასუნთქი სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს.
    • ალუბლისა და ბლის შემადგენლობაში შემავალი A ვიტამინი საჭიროა მხედველობისთვის, ძვლებისა და კბილების სიმაგრისთვის.
    • B ვიტამინი უცვლელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის, უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს, ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს. ფოლიუმის მჟავა და რკინა აწესრიგებს სისხლის შემადგენლობას.
    • C ვიტამინი იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და ვირუსული დაავადებებისგან, ამაგრებს გულის კუნთს და სისხლძარღვების კედლებს.
    • ალუბლისა და ბლის მთავარი სიმდიდრეა კუმარინები. ეს ნივთიერებები საჭიროა ორგანიზმისთვის ტონუსის შესანარჩუნებლად. კუმარინებით მდიდარ ხილსა და კენკრას ურჩევენ ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დასუსტებულ ადამიანებს. ამ ნივთიერებათა შემცველობით ეს ხილი მხოლოდ მოცხარს, ჟოლოსა და ბროწეულს თუ ჩამოუვარდება.
    • ალუბლისა და ბლის წვენი არაჩვეულებრივი მატონიზებელი საშუალებაა.
    • ალუბალი დიეტური პროდუქტიცაა. სიმსუქნისა და ათეროსკლეროზის დროს მისი ხანგრძლივი მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს თერმოგენეზს და ხელს უწყობს წონის კლებას.
    • მიირთვით ალუბალი კოლიტის, ყაბზობისა და ბუასილის დროს. მისი ნაყოფი და წვენი კარგია პოდაგრის დროსაც.
    • უმადობის დროს კი შეგიძლიათ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ ნახევარი ჭიქა უშაქრო ალუბლის წვენი. ის ასევე გამოიყენება პირში გამოსავლებად პირის ღრუს ანთებითი დაავადებების, კერძოდ, სტომატიტისა და გინგივიტის დროს, გარდა ამისა, აყუჩებს ტკივილს, ამცირებს შეშუპებას და ანთებას.
    • ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვად არის ფიტონციდები, რომლებიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.
    • ბალი და ალუბალი შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ ნივთიერებებს. ალუბლის წვენში არსებული ბირთვაკი სასარგებლოა კენჭოვანი დაავადებების დროს.
    • ყვავილებისგან გამოხდილი წყლით კარგია გაღიზიანებული თვალების ამობანა.
    • ალუბლის წვენს აქვს მსუბუქი შარდმდენი თვისება, აქვეითებს სისხლში მჟავიანობას. რეკომენდებულია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის. ასევე ხელს უწყობს წონის კლებას.
    • ალუბლის ყუნწების ნახარში სასარგებლოა კრიტიკულ დღეებში, სისხლდენისა და სახსრების ტკივილის დროს. ალუბალში შემავალი კუმარინი ხელს უშლის სისხლის შესქელებას, ათეროსკლეროზის განვითარებას. სასარგებლოა ანემიის დროს.
    • ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალუბალს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აქვს: მას ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობის პროფილაქტიკა შეუძლია. ალუბლის რეგულარული გამოყენება ხელს უშლის ოსტეოართრიტის განვითარებას. ართრიტის ეს სახეობა ხელებს, ფეხებს, განსაკუთრებით - მუხლებს, და ხერხემალს აზიანებს. მეცნიერებმა ალუბლის ექსტრაქტზე დამზადებული სპეციალური სამკურნალო პრეპარატები შექმნეს, თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველაზე სასარგებლო მაინც ცოცხალი ხილია.
    • ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალუბლის ყოველდღიური მიღება ამცირებს არა მარტო ქოლესტერინის დონეს, არამედ დიაბეტისა და ართრიტის წარმოქმნის რისკსაც. ამასთან, ცოცხალი ალუბლის მიღება აუცილებელი არ არის - გამოდგება მისი მურაბა, კომპოტი და ჯემიც კი. რაც უფრო მუქი ფერისაა ალუბალი, მით უფრო სასარგებლოა. სამკურნალო ეფექტი განპირობებულია პიგმენტით, რომელიც ხილს წითელ ფერს აძლევს.
    • ინგლისელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალუბლის მჟავე ჯიშების წყალობით უფრო სწრაფად ხდება კუნთების აღდგენა მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ცნობილი დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ალუბალი - შესანიშნავი დამატებაა სპორტული ვარჯიშის დროს.
    • ამასთან, ეს ხილი ხელმისაწვდომია წელიწადის ნებისმიერ დროს - ცოცხალი, გაყინული, ჩირი, წვენი... ჩირი შეგიძლიათ დაუმატოთ შვრიის ფაფას ან იოგურტს. ალუბალი შეიცავს მელატონინს, რომელიც ძილიანობას იწვევს. ასე რომ, ვისაც უძილობა ტანჯავს, შეუძლია ალუბალი სცადოს. ალუბლისგან მზადდება შესანიშნავი სასმელები (ლიქიორი), მას იყენებენ კულინარიაში.