ჭარბ წონასთან ბრძოლის ცხრაპუნქტიანი საიდუმლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭარბ წონასთან ბრძოლის ცხრაპუნქტიანი საიდუმლო

ჩვენ კი გირჩევთ, დაუბრუნდეთ რეალობას და სულაც არ გთავაზობთ მორიგ სუპერდიეტას. რატომ? იმიტომ, რომ ნაკლებსავარაუდოა, მხოლოდ დიეტურმა, უცხიმო პროდუქტებმა დაგაკმაყოფილოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დიეტაზე მყოფი ადამიანი ყოველთვის ეცდება, ჩუმად მიირთვას თუნდაც პატარა ნაჭერი მადის აღმძვრელი ტკბილეული ან დიეტურ სადილს საყვარელი ჩიპსები დააყოლოს. კვების სპეციალისტების დაკვირვებით, თურმე ადამიანი, რომელსაც სადილი ანაყრებს, დღის განმავლობაში გაცილებით ნაკლებ საკვებს იღებს, ვიდრე დაუკმაყოფილებელი `ღორმუცელა~. გარდა ამისა, დიეტების უმრავლესობა გვთავაზობს კვებას მხოლოდ განსაზღვრული პროდუქტებით, თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა კი ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს აღიზიანებს.

ამდენად, მწირი დიეტა გამოსავალი არ არის. გთავაზობთ ჭარბ წონასთან ბრძოლის ცხრაპუნქტიან საიდუმლოს.

წესი პირველი - ცოტა  და ხშირად

თანაბრად მავნებელია საუზმესა და ვახშამზე უარის თქმაც და მუდმივი სუსვნაც. ყველაზე ოპტიმალურია საკვების მიღება დღეში 5-6-ჯერ. მოგშივდათ? მიუჯექით მაგიდას და საფუძვლიანად მიირთვით. ნუ წაიხემსებთ ფეხზე, სახელდახელოდ. ასე შეჩერება უფრო მეტად გაგიჭირდებათ. ნუ იშიმშილებთ, მიირთვით, ოღონდ ისე, რომ ბოლო ულუფა დაძინებამდე სამი საათით ადრე მიიღოთ.

წესი მეორე - მრავალფეროვნება

მთავარია, ორგანიზმში შეინარჩუნოთ სასარგებლო ნივთიერებების ბალანსი. ამისთვის ყოველდღე მიიღეთ 6-9 ულუფა ცოცხალი ხილი ან ბოსტნეული. 1 ულუფაა ერთი ვაშლი, ორი ცალი ქლიავი, ერთი მუჭა კენკრა ან ნახევარი ჭიქა დაჭრილი ბოსტნეული. ასეთია ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. პური ნებადართულია მხოლოდ დაღერღილი ხორბლისა, კვირაში 3-ჯერ საჭიროა მიირთვათ ზღვის ან მდინარის თევზი და 10 სადილის კოვზი ტომატი - ეს უკანასკნელი ანტიოქსიდანტების წყაროა, რომელიც ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისაგან იცავს. არ დაგავიწყდეთ ყველი და მჭლე ხორცი. ყოველდღე დალიეთ არანაკლებ 0,5 ლ წყალი, 2 ჭიქა უცხიმო რძე ან მაწონი, 1 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო.

წესი მესამე - ნუ აჩქარდებით

ისწავლეთ ჭამა აუჩქარებლად. ასე უფრო უკეთ შეიგრძნობთ დანაყრებას. მიირთვით პატარა ნაჭრებით, სვენებ-სვენებით, პერიოდულად კოვზი ან ჩანგალი გვერდზე გადადეთ, მოახდინეთ კონცენტრაცია საკვებზე, ნუ გაერთობით ჭამის დროს ტელევიზორის ყურებით, - როდესაც ტელევიზორის ყურებით გართული მექანიკურად იდებთ ლუკმას პირში, გაცილებით მეტს მიირთმევთ, - კითხვით, ტელეფონით საუბრით და ჭორაობით. თუ მაინცდამაინც, მხოლოდ საკვებზე ისაუბრეთ - ასე უფრო უკეთ აითვისებთ.

წესი მეოთხე - ყურადღება მიაქციეთ ჭურჭლის ზომას

კვების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზომაზე მეტი საკვების მიღების მიზეზია თეფშის დიამეტრი - სწორედ მასზეა დამოკიდებული მიღებული საკვების ოდენობა. რაც უფრო პატარაა თეფში, ნაკლებ საკვებსაც დაიტევს  და შესაბამისად, ნაკლებსაც მიირთმევთ. ასე რომ, ყურადღებით გადახედეთ თქვენს ჭურჭელს და შეძლებისამებრ შეამცირეთ მისი ზომა.

წესი მეხუთე - უარი თქვით ნახევარფაბრიკატებზე

დაიწყეთ თქვენი მაცივრის რევიზია - გამოაღეთ  კარი და შეცვალეთ  ნახევარფაბრიკატები (სოსისი, პილმენი, მზა ბლინები, კატლეტი და ა.შ.) და კონსერვები ჯანსაღი, ახალი პროდუქტით.

წესი მეექვსე - მავნე  რომ გგონიათ...

ბევრი პროდუქტი, რომელიც ერთი შეხედვით ფიგურისთვის ძალიან მავნებელი ჩანს, თურმე ნებისმიერი დიეტის დროს ნებადართულია. მთავარია, სწორად შევარჩიოთ. მაგალითად, სიმინდისა და არომატიზებული ჩიპსების მაგივრად მიირთვით კარტოფილის ან მცენარეული ჩიპსები დანამატების გარეშე, კანფეტებისა და რძიანი შოკოლადის ნაცვლად კი მწარე შოკოლადი.

წესი მეშვიდე - რაც  შეიძლება შორს

ნუ დატოვებთ პროდუქტებს, განსაკუთრებით - ტკბილეულით სავსე ლარნაკს, გამოსაჩენ ადგილას, მაგალითად, მაგიდაზე ან ღია ვიტრინაში. გამონაკლისია სალათები, ხილი და ბოსტნეული. ოჯახური სადილის დროს მაგიდაზე კერძთან ერთად ნუ დააწყობთ ტკბილეულსა და სასმელებს. როცა მაცდუნებელი ნუგბარი ხელის გაწვდენაზეა, გულგრილი ვერ დარჩებით.

წესი მერვე - მეტი იმოძრავეთ

კვირაში სამჯერ თუნდაც ოცი წუთი დაუთმეთ ფიზიკურ აქტიურობას: მსუბუქ ვარჯიშს, ფეხით სიარულს, ძუნძულს... კარგად გაოფლიანებამდე დაიხარჯეთ. ეს თავიდან აგაცილებთ ყოველი ჭამის შემდეგ კალორიების მოსაბეზრებელ თვლას. კუნთების მუშაობისას ხომ გაცილებით მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე ცხიმების დაშლისას.

სასურველია, თანდათანობით გაზარდოთ ვარჯიშის ხანგრძლივობა და ერთ საათამდე ახვიდეთ.

წესი მეცხრე - გამოიძინეთ

ადამიანების უმრავლესობას 8 საათი ძილი სჭირდება, ჩვენ კი ჩვეულებრივ 6-7 საათი გვძინავს. ძილის ნაკლებობა კილოგრამებს გვმატებს. ძილში ადამიანი მთელი დღის დახარჯულ ენერგიის მარაგს ივსებს. როცა ძილი გვაკლია, ვცდილობთ, ენერგიის დანაკლისი ტკბილეულით და ნოყიერი საკვებით შევივსოთ.

ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მავნებელია დღის რეჟიმის დარღვევა, ღამისთევა და დღისით ძილი.