რატომ არის ვარჯიში ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი
რომ არსებობს ცხოვრების წესის ცვლილებები, რომელთც შეუძლიათ ეფექტურად გაახანგრძლივოს ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ერთ-ერთი მათგანია ვარჯიში.
ბევრმა უახლესმა კვლევამ წარმოადგინა ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ ცხოვრების სტილის მარტივი, მიღწევადი ცვლილებები დაგვეხმარება ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
მაგალითად, ამერიკის გულის ასოციაციის მიერ 2023 სამეცნიერო სესიებზე წარმოდგენილმა კვლევამ აჩვენა, რომ რვა ჯანსაღმა ჩვევამ შეიძლება შეანელოს ბიოლოგიური დაბერება 6 წლით. ეს ჩვევები დაკავშირებულია სწორ კვებასთან, ჯანსაღი წონის შენარჩუნებასთან, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტასთან, ძილის ჰიგიენის დაცვასთან, ქოლესტერინის, სისხლში შაქრისა და არტერიული წნევის მართვასთან და, რაც მთავარია, ფიზიკურად აქტივობასთან.
მეცნიერებმა ჩაატარეს სხვადასხვა კვლევა, ვარჯიშის ფორმებსა და სხვადასხვა მიზეზით სიკვდილის რისკს შორის კავშირის დასადგენად.
კვლევამ შეისწავლა ზომიერი აერობული ფიზიკური აქტივობის ეფექტი, როგორიცაა სიარული ან ველოსიპედით სიარული და ენერგიული აერობული ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა სირბილი და კუნთების გამაძლიერებელი აქტივობა, როგორიცაა სიმძიმეების აწევა.
კვლევის დასკვნების მიხედვით, ვარჯიშის ყველა ამ ფორმის დაბალანსებული კომბინაცია საუკეთესოდ მუშაობდა სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად. უფრო კონკრეტულად, დაახლოებით 75 წუთი ზომიერი აერობული ვარჯიში, 150 წუთზე მეტ ენერგიულ ვარჯიშთან ერთად, კვირაში სულ მცირე რამდენიმე ძალისმიერი ვარჯიშის პარალელურად, ასოცირებული იყო ყველა მიზეზით სიკვდილიანობის დაბალ რისკთან.
როდესაც საქმე კონკრეტულად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული სიკვდილის რისკის შემცირებას ეხება, მეცნიერების რეკომენდაციით, აუცილებელია მინიმუმ 150-225 წუთი ზომიერი ფიზიკური აქტივობა,დაახლოებით 75 წუთი ენერგიული ვარჯიში და კვირაში ორჯერ ძალისმიერი ვარჯიში.
რამდენი ვარჯიშია საკმარისი?
რა არის ვარჯიშის მინიმალური „რაოდენობა“, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზოგიერთი მდგომარეობა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს?
2022 წლის დეკემბერში European Heart Journal-ში გამოაქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ენერგიული ვარჯიში დღეში მხოლოდ 2 წუთის განმავლობაში შეიძლება დაეხმაროს კიბოს ან გულ-სისხლძარღვთა მოვლენებთან დაკავშირებული სიკვდილის რისკის შემცირებას.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კვლევის მონაწილეებს, რომლებიც არასდროს ატარებდნენ ენერგიულ ვარჯიშს, ჰქონდათ 4%-ით მეტი სიკვდილის რისკი 5 წლის განმავლობაში, მაგრამ კვირაში 10 წუთზე ნაკლები ენერგიული აქტივობის შემოტანამ ეს რისკი გაანახევრა. უფრო მეტიც, მათი სიკვდილის რისკი განახევრდა მათთვის, ვინც კვირაში მინიმუმ 60 წუთი ვარჯიშობდა.
რომელი ფიზიკური აქტივობაა ყველაზე კარგი?
ვარჯიშის თითქმის ნებისმიერი ფორმა უკეთესია, ვიდრე არცერთი, რაც გაამყარა ახალმა კვლევამ, რომელიც ამტკიცებს, რომ ნებისმიერი აქტივობა უკეთესია გულის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე უმოძრაო ცხოვრების წესი.
თუმცა, მეცნიერების თქმით, ფიზიკურმა აქტივობამ, რომელიც დაკავშირებულია სამსახურთან ან სხვა ფიზიკურ სამუშაოსთან, ვარჯიშისგან განსხვავებით, ზოგჯერ შეიძლება უფრო მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე სარგებელი.
ამას ამტკიცებს, გამოქვეყნებული ახალი კვლევა, რომელმაც აღმოაჩინა კავშირი ფიზიკურად დატვირთულ პროფესიებსა და კოგნიტური დაქვეითების მაღალ რისკს შორის.
ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული პროფესია, რომელიც დაკავშირებულია ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვასთან, იყო მედდა, მოვლელი, და სამიწათმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული საქმე და სხვა, სადაც ადამიანები ხშირად დგანან ფეხზე და ხშირად უწევთ სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება.
ასე რომ, თუ ვარჯიშის ყველა ფორმა შეიძლება იყოს კარგი ჯანმრთელობისთვის, მძიმე ან ინტენსიურმა ფიზიკურმა აქტივობამ სამუშაო გარემოში შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა.