სასარგებლოა თუ არა ჯანმრთელობისთვის ბანანი
- კუნთოვან ქსოვილს ბევრი კალიუმი სჭირდება. თუ მისი დონე ნორმალურია, მაშინ კუნთების გამტარობა უმჯობესდება და გულსაც მუშაობა უფრო გაუადვილდება. B ჯგუფის ვიტამინები ასევე სასარგებლოა გულის კუნთისთვის.
გარდა ამისა, ბანანი შეიცავს სილიციუმს, რომელიც დაიცავს კანს და გააუმჯობესებს თმისა და ფრჩხილის ფირფიტების სინთეზს. თუმცა, მნიშვნელოვანია შეზღუდოთ ამ ხილის მოხმარება, რადგან ის ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს.
ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ჭარბი წონა, შეუძლიათ დღეში ერთი ან ორი ბანანის ჭამა. ყველაზე ჯანსაღი ბანანი მწვანეა, რადგან ის შეიცავს ყველაზე ნაკლებ შაქარს.
ასეთი ბანანის ჭამა სისხლში გლუკოზის დონეს ნაკლებად გაზრდის.
ასევე დაგაინტერესებთ:
შეიძლება თუ არა ბანანი ალერგიულად განწყობილი ბავშვისთვის ან მეძუძური დედისთვის? ამის შესახებ პედიატრი ლალი ქორიძე გვესაუბრება.- ბუნებაში ბანანის 700-ზე მეტი სახეობა არსებობს. საკვებად მხოლოდ ორ მათგანს იყენებენ. ბანანის ტკბილ ნაყოფს საოცარი არომატის გამო “სამოთხის ხილსაც” უწოდებენ, ზოგიერთი კი მას “ხილ-ინტელექტად” იხსენიებს, რადგან მასში ბევრია ტვინის ფუნქციობისთვის აუცილებელი ფოსფორი.
- კიდევ რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს “სამოთხის ხილი”?
- ბანანი შეიცავს A, C, დ, E, B ჯგუფის ვიტამინებს. შესაძლოა, სხვა ხილში ეს ვიტამინები უფრო მეტი იყოს, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ბანანი წლის ნებისმიერ დროს შეიძლება მიირთვათ. ბანანში ბევრია სეროტონინი. ეს ნივთიერება აუცილებელია ორგანიზმისთვის. მისი ზემოქმედების შედეგია კარგი განწყობა. ამასთან, სეროტონინი ბუნებრივი ტრანკვილიზატორიცაა და უნარი შესწევს, შექმნას მშვიდი ემოციური ფონი.
- შეიძლება თუ არა ბანანი მეძუძური დედისთვის? ხომ არ ავნებს ის ჩვილს?
- მეძუძური დედებისთვის ბანანი ნებადართულია. მეტიც - ის აუმჯობესებს რძის ხარისხს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ბანანი მავნეა, ვინაიდან მას ქიმიურად ამუშავებენ, რათა ტრანსპორტირებას გაუძლოს. შეგახსენებთ: თუ არ გარეცხეთ, არა მხოლოდ ბანანმა, არამედ ნებისმიერმა პროდუქტმა შეიძლება გავნოთ. ბანანი უხვად შეიცავს კალიუმს. ეს ელემენტი აუცილებელია გულის მუშაობისთვის, წყალმარილოვანი ცვლის ნორმალიზაციისთვის. გარდა ამისა, კალიუმი იცავს ქსოვილებს სითხის შეკავებისგან და ამით თავიდან გვაცილებს შეშუპებას. ბუნებრივი კალიუმი სასარგებლოა არა მხოლოდ დედისთვის, არამედ ჩვილისთვისაც. ის ხელს უწყობს ტვინის განვითარებას და მისი ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჟანგბადის უკეთ მიწოდების ხარჯზე, ასევე - ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური ნარჩენებისგან ორგანიზმის გაწმენდას. ერთი ბანანი საშუალოდ 555 მგ კალიუმს შეიცავს. ერთი წლის ბავშვისთვის დღეში ნახევარი ბანანი საკმარისია, მაგრამ თუ კარგად ინელებს, შეგიძლიათ მისცეთ მთელიც. წაიკითხეთ სრულად