/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

თევზი, ზღვის პროდუქტები, როგორც ჯანსაღი საკვები

თევზი, ისევე როგორც ზღვის სხვა პროდუქტები – ფასეული საკვებია, რომელიც ნაკლები ოდენობით შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, ბევრ ცილასა და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას.

ვიტამინების, მინერალებისა და სიცოცხლისათვის აუცილებელი სხვა საკვები ნივთიერებების შემცველობის გამო თევზი და ზღვის პროდუქტები ადამიანის რაციონის შეუცვლელი კომპონენტებია.

შესამჩნევია, რომ ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით თევზს მოიხმარენ, ნაკლებად ჭამენ ხორცს და ყველს. გარდა ამისა, მათი კვება უფრო დაბალანსებული და რაციონალურია. კვების ექსპერტები ერთხმად ირწმუნებიან, რომ თევზი სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. ამ საკითხზე კვლევები თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება, რადგან მეცნიერთა საზოგადოება თევზის სულ ახალ-ახალ სამკურნალო თვისებებს პოულობს.

სასარგებლო თვისებები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თევზი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის:

ითვლება, რომ თევზში არსებული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები გულისთვის ძალიან სასარგებლოა, ასევე არტერიებისა და ვენებისათვის, რაც სასიკეთოდ აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. თევზით მდიდარი რაციონი ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა და გულის უკმარისობის დაავადებების განვითარებას, რადგან ტრიგლიცერიდების დაგროვება ფერხდება, ჭარბი ტრიგლიცერიდების დონე მცირდება, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების („კარგი“ ქოლესტერინი) დონე იზრდა და არტერიების დახშობის პროფილაქტიკაა. ამ მხრივ ძალიან სასარგებლოა ცხიმიანი თევზის სახეობები: ორაგული და სკუმბრია – მათში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა შედარებით მეტია.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მთელი კვირის განმავლობაში თევზის არანაკლებ ორი კერძის ჩართვა რაციონში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილის რისკს ერთი მესამედით ამცირებს.

სხეულის მასის ნორმალიზება: კვლევების შედეგების მიხედვით, თევზის ნახევრად ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები უჯრედების ცხიმოვან უჯრედებად ტრანსფორმაციის ბლოკირებას ახდენენ, რის შედეგადაც ცხიმოვანი მარაგები უფრო ნელა გროვდება. კვლევების წინასწარმა შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ თევზის ცხიმის ტაბლეტებისა და ფიზიკური ვარჯიშების შეთავსება უფრო უკეთეს ეფექტს იძლევა ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ, ვიდრე მხოლოდ ვარჯიში (თევზის ცხიმის დამატების გარეშე).

სიმსივნის წარმოშობის რისკის შემცირება:

დადგინდა, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აფერხებს სამი ტიპის სიმსივნის განვითარებას: სარძევე ჯირკვლების კიბოს, მსხვილი ნაწლავის კიბოს და პროსტატის კიბოს.

ტვინის მუშაობის გაუმჯობესება:

თევზში არსებული ომეგა-3 ცხიმები აუმჯობესებენ ტვინის მუშაობას. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მიღება რეკომენდებული რაოდენობით ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა შორის. უკანასკნელი დროის კვლევები აჩვენებს, რომ თევზის ცხიმს შეუძლია ხანშიშესული ადამიანების მეხსიერების გაუმჯობესება. თუმცა სხვა კვლევებით დადგინდა, რომ თევზის ცხიმი არ ანელებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ტემპს მათთან, ვისაც უკვე გაუჩნდა ამ დაავადების პირველი სიმპტომები. მეცნიერები ასევე აცხადებენ, რომ თევზის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აჩქარებენ სკოლამდელი და დაწყებითი კლასების ბავშვების გონებრივ განვითარებას.

ანთების საწინააღმდეგო თვისება

თევზს, კერძოდ, ცხიმიანი თევზის სახეობებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება. ამდენად, თევზის ცხიმის მოხმარება ახშობს სისხლსა და ორგანიზმის ქსოვილებში ანთებით პროცესებს. ცხიმიან თევზში არსებული ომეგა-3 მჟავები, უფრო კონკრეტულად კი, ეიკოზაპენტაენის მჟავა, ახდენს იმუნური სისტემის სტიმულაციას, ამიტომ თევზის მოხმარებას შეუძლია შეამციროს ტკივილის შეგრძნება ართრიტების, პროსტატიტისა და ცისტიტის დროს.

მხედველობის გაუმჯობესება:

ცნობილი ფაქტია, რომ თევზს შეუძლია მხედველობის გაუმჯობესება. თევზი აფერხებს გლაუკომისა და მშრალი თვალის სინდრომის განვითარებას. უკანასკნელი კვლევის შედეგებით ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მთელი კვირის განმავლობაში თევზის არანაკლებ ორი კერძის ჩართვა რაციონში თვალის დაავადებების რისკს ორჯერ ამცირებს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამას მთელი რიგი მიზეზები აქვს – დაწყებული ანთებითი პროცესების დათრგუნვით, დამთავრებული სისხლძარღვთა მუშაობის გაუმჯობესებით.

კანის მდგომარეობის გაუმჯობესება:

თევზის რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. კვლევებით აღმოჩნდა, რომ ცხიმიან თევზში არსებული შეუცვლელი ომეგა-3 მჟავები, კონკრეტულად კი ეიკოზაპენტაენის მჟავა, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას და ანელებს კანის დაბერების პროცესს. ასევე გამოვლინდა, რომ ომეგა-3 ცხიმები იცავს კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან.

დეპრესიისგან განკურნება:

ომეგა-3 ცხიმებს შეუძლიათ დეპრესიისა და განგაშის შეგრძნებისაგან განკურნება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანები ტრადიციულად კვებაში ბევრ თევზს იყენებენ, დეპრესიის შემთხვევები ნაკლებია. ვარაუდობენ, რომ ამაში მნიშვნელოვან როლს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები თამაშობს.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დიდი შემცველობით შემდეგი სახეობის თევზი გამოირჩევა (კლებადობის მიხედვით): ორაგული, შებოლილი ორაგული, სარდინები, კალმახი, კალმარი და თინუსი.

სახიფათო თვისებები

უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა თევზი არ არის სასარგებლო, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ეკოლოგიურ გარემოს, სადაც ისინი არსებობენ. თევზის ზოგიერთი სახეობაში წყალში არსებული ქიმიური ნივთიერებები გროვდება, ამიტომ ასეთ სახეობებს უნდა მოვერიდოთ და არ ჩავრთოთ რაციონში.

ორსულმა ქალებმა და ბავშვებმა უნდა შეზღუდონ თევზის იმ სახეობების მოხმარება, რომლებშიც დაბინძურებული გარემოს გამო დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი გროვდება – ზვიგენის ხორცი, შიმშერი (ხმალა), სამეფო (გიგანტური) სკუმბრია, თინუსის ერთ-ერთი ჯიში (Albacore tuna) და სხვა მტაცებელი სახეობის თევზები. მეცნიერთა აზრით, ეს სახეობები ყველაზე მეტადაა დაბინძურებული ვერცხლისწყლით. 2004 წლის მარტში აშშ-ის საკვები პროდუქტების და სამკურნალო საშუალებების კონტროლის ორგანომ (FDA) გამოაქვეყნა თევზის მოხმარების რეკომენდაციები ორსული ქალებისთვის, რომლებიც უკვე ემზადებიან დედობისა და ბავშვებისათვის. მოცემული რეკომენდაციის მიხედვით მათ მთლიანად ეკრძალებათ ამ კატეგორიის თევზის მიღება.

ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად რეკომენდებულია, ასეთი თევზი მომზადების წინ გასუფთავდეს კანისაგან და მოსცილდეს ცხიმი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

თევზი, ზღვის პროდუქტები, როგორც ჯანსაღი საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები