/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

სწორი, რაციონალური კვება ორგანიზმის ყველა სისტემის ნორმალური ფუნქციობის საწინდარია

სწორი, რაციონალური კვება ორგანიზმის ყველა სისტემის ნორმალური ფუნქციობის საწინდარია
ძველ ბერძენ ფილოსოფოსს სოკრატეს მიაწერენ გამონათქვამს: "უნდა ჭამო იმისთვის, რომ იცოცხლო და არა იცოცხლო იმისთვის, რომ ჭამო".

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა 60%-ით ცხოვრების წესსა და კვების სისტემაზეა დამოკიდებული, 15%-ით - მემკვიდრეობით ფაქტორებზე, 15%-ით - გარემოზე და მხოლოდ 10%-ით - ჯანდაცვაზე. თითოეული ჩვენგანი ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა, ზოგჯერ - საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილების, ზოგჯერ - ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

თავდაპირველად გავარკვიოთ, რა არის ენერგოდანახარჯი, როგორ მიმდინარეობს კვების პროცესი და კვების როგორი რეჟიმი შეიძლება ჩაითვალოს რაციონალურად. ადამიანი გამუდმებით ასრულებს სამუშაოს. მუშაობა მხოლოდ ფიზიკური ან გონებრივი ძალისხმევა კი არ არის, არამედ თავად ორგანიზმის ცხოველმყოფელობაც. ჩვენი სხეული ძილის დროსაც კი განაგრძობს მუშაობას: გული იკუმშება, ფილტვები ასრულებენ სუნთქვით მოძრაობებს, უჯრედებში ხორციელდება ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმში განუწყვეტლივ მიმდინარეობს უჯრედებისა და ქსოვილების შენებისა და განახლების პროცესი - ზოგი უჯრედი კვდება, მათ ადგილას კი ჩნდება ახალი, უჯრედის სიცოცხლეშივე ხდება უჯრედშიდა სტრუქტურების მრავალჯერადი ცვლილება.

და ყოველივე ამისთვის ორგანიზმს სჭირდება მასალა, რომელიც მხოლოდ საკვებიდან შეიძლება მივიღოთ. ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთი (მაგალითად, ჰორმონები და კოფერმენტები) წარმოიქმნება სპეციფიკური ნივთიერებებისგან (ვიტამინებისგან), რომლებიც მხოლოდ საკვებ პროდუქტებშია. ამრიგად, კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები ოპტიმალური რაოდენობით, საჭირო დროს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სწორი რაციონალური კვება ორგანიზმის ყველა სისტემის ნორმალური ფუნქციობის საწინდარია. ორგანიზმისთვის საჭირო ენერგია საკვებიდან მოდის. მიიჩნევა, რომ თანამედროვე ადამიანი დღე-ღამეში დაახლოებით 2200 კილოკალორიას ხარჯავს. ეს რიცხვი იზრდება, როდესაც ადამიანი მისდევს სპორტს ან ეწევა მძიმე ფიზიკურ შრომას, მცირდება, თუ მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს. მნიშვნელოვანია არამარტო კალორიების ჯამი; ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რომელი ჯგუფის საკვები ნივთიერებებისგან მივიღებთ კალორიებს. ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის აუცილებელია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების, ასევე ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების გარკვეული თანაფარდობა - 1:1,2:4. ამრიგად, იდეალურ შემთხვევაში, ცილები უნდა შეადგენდეს საერთო კალორიულობის დაახლოებით 12%-ს, ცხიმები - 30-35%-ს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ეწევა მსუბუქ ფიზიკურ შრომას, სჭირდება 80-90 გრამი ცილა, 100-105 გრამი ცხიმი და 360-400 გრამი ნახშირწყლები, ჯამში - დაახლოებით 2750-2800 კილოკალორია.

ამქვეყნად არ არსებობს პროდუქტი, რომელიც შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ ყველა კომპონენტს (გარდა დედის რძისა, რომელიც მხოლოდ ახალშობილებისთვისაა განკუთვნილი), ორგანიზმი ყველა აუცილებელ ნივთიერებას სხვადასხვა პროდუქტის კომბინაციით იღებს. ამიტომაც არის საჭირო მრავალფეროვანი კვება. ეს მნიშვნელოვანია ფერმენტული სისტემისთვისაც, რადგან მრავალფეროვანი რაციონი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ოპტიმალური თანაფარდობით ფერმენტებს უკეთ მუშაობის საშუალებას აძლევს. რაციონალური კვება რეჟიმის დაცვით უნდა ხდებოდეს. რეჟიმის დარღვევა ხშირად იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და დაავადებებს. ჯანსაღი კვების პირველი კანონია სწორი თანაფარდობა მიღებულ კალორიებსა და ორგანიზმის მიერ დახარჯულ ენერგიას შორის.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

ჯანსაღი კვების მეორე კანონია ადამიანის სადღეღამისო რაციონის ქიმიური შემადგენლობის შესატყვისობა საკვებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებასთან. თანამედროვე დიეტოლოგიაში კვების რეჟიმის თაობაზე მიღებულია რამდენიმე მოსაზრება. სპეციალისტების ნაწილი გვირჩევს კვების სტანდარტული სამჯერადი რეჟიმის დაცვას სქემით: საუზმე-სადილი-ვახშამი+ჭიქა კეფირი საღამოს. მეორენი გვთავაზობენ, ამას დავუმატოთ მეორე საუზმე და სამხარიც. ალბათ, ყველაზე ლოგიკური და მართებულია რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანი საკვებს მიიღებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოშივდება. ამასთან, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ შიმშილი და მადა. მადა შეიძლება აღგვიძრას საჭმლის სუნმა ან დანახვამ. ხშირად მაშინ კი არ ვჭამთ, როცა ნამდვილად გვშია, არამედ მაშინ, როცა "ჭამის დრო მოდის".

ჯანსაღი რაციონი მოიცავს:

ასევე დაგაინტერესებთ
კვების რაციონი და ჯანმრთელობა - როგორ დავიცვათ თავი ქრონიკული დაავადებებისგან, რომლებსაც არასწორი კვება იწვევს
სტრესი და არასწორი კვება აკნეს განვითარების რისკ-ფაქტორებია

პურს, მარცვლეულსა და კარტოფილს (მიიღეთ ყოველდღე);ხილსა და ბოსტნეულს (ნებისმიერი სახით, 5-ჯერ დღეში);ხორცს, ფრინველს, კვერცხს, პარკოსნებს (ყოველდღიურად 1-3-ჯერ);რძის ნაწარმს (უპირატესად - ნაკლებცხიმიანს);ცხიმებს (უპირატესად - მცენარეულს).მაქსიმალურად შეზღუდეთ შაქრისა და ალკოჰოლის შემცველობა. სწორი, ჯანსაღი კვება ჩვენი ცხოვრების წესად უნდა იქცეს, რათა დიდხანს შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სწორი, რაციონალური კვება ორგანიზმის ყველა სისტემის ნორმალური ფუნქციობის საწინდარია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები