რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    სკოლამდელი ასაკის ბავშვი ყოველდღე უნდა იღებდეს 30-40 გ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს - როგორი უნდა იყოს ბავშვის დესერტი - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    სკოლამდელი ასაკის ბავშვი ყოველდღე უნდა იღებდეს 30-40 გ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს - როგორი უნდა იყოს ბავშვის დესერტი

    ნუ გეგონებათ, რომ ყოველგვარ დესერტზე უარი უნდა თქვათ. შეზღუდვა მხოლოდ საკონდიტრო ნაწარმსა და შაქარზე ვრცელდება. ახალი ხილისა და კენკრისგან მომზადებულ ჩაროზს შაქარს ნუ მოაყრით, უმჯობესია მოასხათ ერთი კოვზი ნაღები ან ანანასის წვენი - ეს უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს ბავშვს.

    ეცადეთ, დესერტი აუცილებლად შეიცავდეს ძლიერ, სასიამოვნო არომატიან ნაყოფს, მაგალითად, თუ გსურთ, პატარას ვაშლით გაუმასპინძლდეთ, დაჭერით, ზემოდან რამდენიმე ცალი მარწყვი და მაყვალი მოაყარეთ და ისე შესთავაზეთ.

    თეფშზე დაალაგეთ ბანანი, ტკბილი მსხალი, მწიფე გარგარი და რამდენიმე კუნწულა მოცხარი ან უკურკო შავი ყურძენი, მოასხით ათქვეფილი ნაღები ან იოგურტი.

    მოუმზადეთ ბავშვს ვაშლის ან მარწყვის მუსი, ღუმელში შემწვარი ვაშლი ქიშმიშით, თაფლითა და თხილით. სასარგებლოა ახალგამოწურული ხილის წვენის კისელიც.

    ბავშვებს უყვართ ხაჭოიანი ფუნთუშები, ბლინები, ვარენიკები, მაგრამ ჭარბი წონის მქონე ბავშვისთვის ასეთი ნუგბარი რეკომენდებული არ არის. ისიც სათქმელია, რომ ხაჭო სასარგებლოა მხოლოდ ნატურალური სახით მიღებისას. თერმული დამუშავებისას, მეტადრე - შეწვისას, ის სასარგებლო თვისებებს კარგავს.

    ვაჭამოთ თუ არა ბავშვს კანფეტი?

    ბავშვის მზარდ ორგანიმზს სჭირდება ნახშირწყლები - ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო. რაც უფრო აქტიურად იზრდება პატარა, მით უფრო მეტად ეტანება ტკბილეულს. ასე რომ, აკრძალვა სარგებლობას ვერ მოგვიტანს, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რაოდენობა არ აჭარბებდეს ნორმას.

    სკოლამდელი ასაკის ბავშვი ყოველდღე უნდა იღებდეს 30-40 გ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს. ეს შეესატყვისება ორ ცალ პეჩენიას ან ვაფლს, ერთ ცალ ზეფირს, სამ ცალ შოკოლადის კანფეტს. ტკბილეული მიეცით შუადღისას.

    საუზმეზე აუცილებლად დაალევინეთ ტკბილი ჩაი. თუ სადღესასწაულო სუფრაზე პატარამ ზედმეტად ჩაიტკბარუნა პირი, მეორე დღეს ჯობს ტკბილეულის გარეშე დატოვოთ. დღეში 100-120 გ ნაყინი ნებადართულია, თუ ბავშვს არ აქვს ზედმეტი წონა ან სანაღვლე გზების დისკინეზია.

    იგი აკაჟებს ცხვირ-ხახას, აყალიბებს შეუვალობას გაციების მიმართ. გემრიელია და სასარგებლო თეთრი და შავი შოკოლადი თხილითა და ქიშმიშით. ის შეიძლება მისცეთ ნავახშმევს, ჩაისთან ერთად.

    კარამელს, საწუწნ კანფეტებს და ტკბილ ბამბას უმჯობესია არ მიაჩვიოთ - ეს უბრალოდ გამდნარი შაქარია. ასეთი ტკბილეული ხელს უწყობს ჭარბი წონის განვითარებას და აფუჭებს სარძევე კბილებს. მიაჩვიეთ ბავშვი ტკბილეულის ჭამის შემდეგ კბილების გახეხვას.