ანა მალაზონია: წყალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების პრევენციისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანა მალაზონია: წყალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების პრევენციისთვის

ადამიანის ჯანმრთელობისთვის წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წყლის მოთხოვნილებაც ინდივიდუალურია, რაც დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა: ასაკი, წონა, სქესი, სეზონი, კლიმატური პირობები, ფიზიკური აქტივობები და სხვა. როგორც ექიმები გვირჩევენ, ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი წყლის სწორად მიღებაა. წყლის შემცველობა პირდაპირ მიუთითებს ადამიანის ორგანიზმის აქტივობაზე. წყლის საკმარისი რაოდენობის რეგულარული მიღება აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, უზრუნველყოფს სხეულის ტემპერატურის და არტერიული წნევის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებას.

ექიმები ჯანმრთელ ადამიანს დღის მანძილზე საშუალოდ 1,5 ლ ონკანის ან ბოთლირებული წყლის მიღებას ურჩევენ. მაგალითად, როგორიცაა დაბალმინერალიზებული წყალი "ბაკურიანი", რომელიც შეიცავს იმ აუცილებელი მინერალების საჭირო როდენობას, რაც ადამიანმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს. ამ უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე, "ბაკურიანი" საუკეთესო არჩევანია ორგანიზმში წყლის ბალანსის შესავსებად.

mkurnali.ge

მედიკოსები იმასაც ამბობენ, რომ წყალი ძირითადი ინდიკატორია დაავადების პრევენციის დროს და მის მნიშვნელოვან როლზეც მიანიშნებენ. რამდენად მართებულია ეს მოსაზრება და რა გავლენას ახდენს ორგანიზმის სიჯანსაღეზე, შეგვიძლია თუ არა სუფთა წყლის მიღებით ჩვენი იმუნური სისტემის შენება, გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი ანა მალაზონია:

- წყალი ქიმიური ნივთიერებების უნივერსალური გამხსნელია, სისხლი, ლიმფა, ნერწყვი, ცრემლი, კუჭის წვენი, ნაღველი და სხვა - ეს ყველაფერი წყალია მასში გახსნილი ნივთიერებებით. რაც მეტია წყლის კონცენტრაცია ნებისმიერ ბიოლოგიურ სითხეში, მით მეტია ბიოქიმიური პროცესების სიჩქარე ორგანიზმში. წყლის საშუალებით უჯრედებს სწრაფად მიეწოდება საკვები ნივთიერებები, ხდება ენერგიის მარაგის აღდგენა, სწრაფად გამოდის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები და ჩქარდება განახლებისა და აღდგენის პროცესები. შესაბამისად წყალი არეგულირებს გულისა და სასუნთქი სისტემის ნორმალურ მუშაობას, კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ორგანიზმიდან შლაკების გამოტანას (ცრემლი, ოფლი, ამონასუნთქი ჰაერი, შარდგამომყოფი სისტემა) და უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ცხოველქმედებას.შესაბმისად, წყალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადებების პრევენციის დროს.

- სუფთა წყლის მიღებით შეგვიძლია ჩვენი იმუნური სისტემის შენება, რაც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ ჯანმრთელები და დავტკბეთ გაზაფხულის თბილი დღეებით სურდოს გარეშე - ეს მითია თუ რეალობა?

- წყლის ადეკვატურ რაოდენობაზეა დამოკიდებული ორგანიზმში მიმდინარე ყველა ბიოქიმიური პროცესი. წყალი ააქტიურებს ორგანიზმში არსებულ სპეციალურ ცილებს, რომლებიც პასუხს აგებს ორგანიზმის იმუნურ სტატუსზე. შესაბამისად წყლის მიღება ხელს უწყობს, როგორც ჩვენი ორგანიზმის ჰარმონიულ მუშაობას, ასევე ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს და გამძლეობას მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ.

- და მაინც, წყალი რა რაოდენობით და რა ინტენსივობით უნდა დავლიოთ?

- წყლის მიღება უმჯობესია მთელი დღის მანძილზე მცირე ულუფებით. სასურველია, ერთ მიღებაზე წყლის რაოდენობა არ აღემატებოდეს 300 მლ-ს. წყალი სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში და განაპირობებს სისხლძარღვების ტონუსის მატებას. სწორედ, ამიტომ რომ არ გადაიტვირთოს გულ-სისხლძარღვთა სისტემა და დიდი დატვირთვით არ მოუწიოს თირკმელს მუშაობა, სასურველია წყალი მივიღოთ პატარა ყლუპებით. წყლის მიღება ზრდის შარდის გამოყოფას, იწმინდება შარდგამომყოფი გზები, რაც ხელს უშლის შარდგამომყოფ გზებში მარილების ჩალაგებას და თირკმელ-კენჭოვანი დაავადების ჩამოყალიბებას. ორგანიზმის წყალზე დღიური მოთხოვნილება შეადგენს საშუალოდ 40მლ-ს 1 კგ წონაზე, რაც დაახლოებით 6-8 ჭიქას უდრის, ანუ 1,5 ლიტრს.

- გაზაფხულსა და ზაფხულში ორგანიზმი ალბათ, წყლის მეტ რაოდენობასაც საჭიროებს?

- ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად ორგანიზმს ესაჭიროება წყლის უფრო მეტი რაოდენობა. ტემპერატურის მკვეთრი მატება იწვევს ორგანიზმიდან სითხის დიდი რაოდენობით კარგვას, რაც გაუწყლოების საფრთხეს ქმნის. ამ დროს სასურველია 2 – 3ლ და მეტი სითხის მიღება დღის მანძილზე. თუმცა წყლის რაოდენობა მაინც დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების სტილზე, მის კვების რაციონზე, ფიზიკურ აქტივობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

R