/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

კვება კენჭოვანი დაავადების დროს

კვება კენჭოვანი დაავადების დროს
ჩვენი თირკმელები საკმაოდ მძიმე და მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ:

1,5ლ შარდის (დღიური ნორმა) წარმოსაქმნელად აუცილებელია, თირკმლის გორგლებმა სისხლიდან 170ლ პირველადი შარდი გაფილტრონ, საიდანაც 168,5 ლიტრი უკან, სისხლშივე ბრუნდება. ამ ფილტრატის წარმოსაქმნელად თირკმელებში დღე-ღამეში ორ ტონამდე სისხლმა უნდა გაიაროს.

შარდკენჭოვანი დაავადება (უროლითიაზი) ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად ვითარდება. ამ დროს თირკმელებსა და შარდგამომტან გზებში წარმოიქმნება სხვადასხვა ქიმიური თვისების, ფორმისა და ზომის კენჭები.

თუ შარდში ქვიშა ჩნდება და კენჭი ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული, ამ შემთხვევაში კვებით შესაძლებელია კენჭის ჩამოყალიბების თავიდან აცილება. ექიმები ავადმყოფს უნიშნავენ სამკურნალო დიეტას იმის მიხედვით, რომელი მარილი ჭარბობს მათ შარდში – ურატები, ოქსალატები, ფოსფატები თუ სამივე ჭარბადაა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ურატული კენჭები თირკმელებში პურინული ცვლის დარღვევის შედეგად წარმოიქმნება. ამ შემთხვევაში ინიშნება შემდეგი დიეტა:

  • იკრძალება პურინების შემცველი საკვები – ტვინი, ღვიძლი, თირკმელები, შემწვარი და მოხრაკული ხორცი, ბულიონი, ძეხვეული, ხორცისა და თევზის კონსერვები, მწნილი, მარინადი, მჟაუნა, სატაცური, ლობიო, სოია, მუხუდო, ყავა, კაკაო, შოკოლადი, მაგარი ჩაი. ცოტაოდენი ხორცი შეიძლება, ოღონდ კარგად მოხარშული. სუფრის მარილი დღეში 10გ-მდე უნდა შეიზღუდოს. იმავდროულად უნდა გაიზარდოს გამატუტიანებელი პროდუქტების, მაგალითად, მცენარეული საკვებისა და რძის ნაწარმის, წილი.
  • თუ პურს, ბურღულეულს, კვერცხს ბუნებრივი სახით მივიღებთ, ორგანიზმში გაცილებით ნაკლები მჟავას ეკვივალენტი წარმოიქმნება, ვიდრე დამუშავებული სახით მიღებისას, ამიტომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ყვითელ შაქარს, დაცეხვილი მარცვლეულის პურს, გაურჩეველ ბრინჯს, კანიანად მოხარშულ კარტოფილს და სხვა.
  • შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს თეთრი შაქარი და მას უნდა ჩაენაცვლოს ჩირი და თაფლი.
  • უმი ბოსტნეული, მათ შორის – კარტოფილი, კიტრი, ჭარხალი, ასევე ხილი, კენკრა, მათ შორის – საზამთრო, მსხალი, ატამი, შეიძლება მიიღოთ განუსაზღვრელი რაოდენობით.
  • შეიძლება შავი ბოლოკის წვენი თაფლით (თანაფარდობით 1:2, ერთი სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამიდან 30-40 წუთის შემდეგ. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4 კვირას). ამ ნარევს აქვს შარდმდენი მოქმედება და ხელს უწყობს კენჭების გამოდევნას.
  • რეკომენდებულია დიდი რაოდენობით (დღეში 2 ლ და მეტი) სითხის (მათ შორის – ვიტამინიზებული წვენების, ტუტე მინერალური წყლების) მიღება კვებიდან კვებამდე და უზმოდ. თუ შარდთან ერთად დიდხანს გამოიყოფა ურატები, აუცილებელია სპეციალური განსატვირთი დიეტა ხილით, კარტოფილით, კარტოფილ-ბოსტნეულით, რძის პროდუქტებით.

ოქსალატური კენჭები მჟაუნმჟავას მარილებია. როცა ეს მარილები შარდში ჭარბადაა, ვითარდება ოქსალურია, რომლის ძირითადი მიზეზია ორგანიზმში გლიცინისა და გლიოქსიდის მჟავას ცვლის დარღვევა. ასეთი ავადმყოფებისთვის რეკომენდებულია შემდეგი დიეტა:

  • რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მჟაუნმჟავას შემცველი პროდუქტები: მჟაუნა, კაკაო, შოკოლადი, ისპანახი, ნატურალური ყავა, ხახვი, ოხრახუში და სხვა ფოთლოვანი მწვანილი და პომიდორი. მათ ნაცვლად მიირთვით: ბადრიჯანი, გოგრა, მუხუდო, კიტრი, ყვავილოვანი კომბოსტო, სოკო, რომელშიც ეს მჟავა ცოტაა, ასევე ბ6 ვიტამინით და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.
  • ოქსალატების ორგანიზმიდან გამოძევებას ხელს უწყობს ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ყურძენი, კომში.

შეკითხვა ექიმს
<p>-რამდენას ჯანსაღია ნორვეგიული შებოლილი ორაგული ავოკადოსთან ერთად? და შეიძლება თუ არა ყოველდღიურად მიღება</p>

თუ დიეტას დაიცავთ, ორგანიზმში ოქსალატების წარმოქმნა მედიკამენტების გარეშეც საგრძნობლად (40%-ით და მეტით) შემცირდება.

ფოსფატურიის დროს (შარდში გამოიყოფა ფოსფორ-კალიუმის მარილები) იზღუდება გამატუტიანებელი მოქმედების და კალციუმით მდიდარი პროდუქტები, მიირთვით საკვები, რომელიც ცვლის შარდის რეაქციას მჟავიანობისკენ (პური და ფქვილის ნაწარმი, ბურღულეული, ხორცი და თევზი). იკრძალება: რძის, ბოსტნეულისა და ხილის წვენები, შაშხი, დამარილებული და შებოლილი თევზი, რძე და რძის ნაწარმი, კარტოფილი, ბოსტნეულის სალათები, ვინეგრეტი და ბოსტნეულის კონსერვები, რძეზე მომზადებული ტკბილი კერძები, ხილის, კენკრისა და ბოსტნეულის წვენები.

  • რეკომენდებულია სითხის უხვად მიღება (უზმოზე და კვებიდან კვებამდე), რასაკვირველია, თუ უკუჩვენება არ აქვს;
  • სუფრის მარილის დღიური ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 10 გრამს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კვება კენჭოვანი დაავადების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები