კიდევ ერთი კვლევის შედეგი ცილოვანი დიეტის სასარგებლოდ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

კიდევ ერთი კვლევის შედეგი ცილოვანი დიეტის სასარგებლოდ

კიდევ ერთი კვლევის შედეგი ცილოვანი დიეტის სასარგებლოდ
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის კლებას, კუნთოვანი და ძვლოვანი მასის დანაკარგის გარეშე. მეცნიერებმა უეიკ ფორესტის უნივერსიტეტიდან წარმოადგინეს თავისი ვარიანტი - დაბალკალორიული დიეტა ცილების დიდი შემცველობით.

მოწოდებული დიეტის ეფექტურობის დასადასტურებლად მოიწვიეს 65 წელს გადაცილებული 96 პირი. მათი ნაწილი (საკვლევი ჯგუფი) ოთხჯერად კვებაზე გადაიყვანეს (საკვები რაციონი გაჯერებული იყო ბოსტნეულითა და ცილით), მეორე ჯგუფს კი, რომელიც საკონტროლო იყო, სტანდარტულად კვებავდნენ.

კვლევის ბოლოს მოხალისეებს უმოწმებდნენ სხეულის წონას და ძვალ-კუნთოვანი სისტემის მოცულობას. აღმოჩნდა, რომ ასაკოვნებმა "ცილოვანი ჯგუფიდან" 8-9 კგ-ით დაიკლეს წონაში,
თანაც უპირატესად აბდომინური (მუცლის) ცხიმის ხარჯზე. ეს უკანასკნელი, მოგეხსენებათ, კარდიომეტაბოლური დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და ინსულტის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

რაც მთავარია, საკვლევ პირებს, მიუხედავად წონის კლებისა, ძვალ-კუნთოვანი სისტემის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში შეუნარჩუნდათ, ზოგთან კი რამდენადმე გაუმჯობესდა კიდეც. საკონტროლო ჯგუფის ასაკოვნების წონა არ შეიცვალა.

კვლევის ავტორები დარწმუნებულნი
არიან, რომ ამ გზით შესაძლებელია ასაკოვნებისათვის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის შენარჩუნება.

თინათინ გოცაძე


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
04-11-2019
ადამიანის ორგანიზმში ორი სახის ცხიმია: თეთრი ანუ "ცუდი" ცხიმი და ყავისფერი ანუ "კარგი" ცხიმი. სწორედ ამ თეთრი ცხიმისაგან
04-11-2019
წონის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაცაა, რომ სხვადასხვა
26-10-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
წონის კლება იოლი არ არის. თანამედროვე ცხოვრების არანორმალური რიტმიდან გამომდინარე ადამიანებმა მიმართეს
სპეციალისტებმა გაარკვიეს, როგორ გამომუშავდება ორგანიზმში დღეგრძელობის ცილა. ამისათვის თურმე
იაპონელი მეცნიერების აზრით, კვირაში სამჯერ სოკოს მიღება, პროსტატის კიბოს განვითარების
ყავა ცნობილია, როგორც მრავალი სასარგებლო ნაერთებით მდიდარი სასმელი, თუმცა ის ყველასათვის
კუნთოვანი ბოჭკოების ზრდისათვის აუცილებელია ცილები და ამინმჟავები. არსებობს პროდუქტები, რომლებიც
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად