/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ზედმეტ წონას თავისი მიზეზები აქვს

ზედმეტ წონას თავისი მიზეზები აქვს

ჭარბი წონა ბევრი ქალის პრობლემაა, ისინი ოცნებობენ როგორმე თავი დააღწიონ ზედმეტ კილოგრამებს, იცავენ დიეტებს, მიმართავენ სპეციალურ ვარჯიშებს, რათა ნებისმიერი საშუალებით მიაღწიონ მათთვის სასურველ შედეგს.

ჭარბი წონა და სიმსუქნე შეიძლება ავადმყოფობით იყოს გამოწვეული, თუმცა ასეთი შემთხვევები მხოლოდ 5%-ს შეადგენს, უმეტესად კი მიზეზი არასწორი ცხოვრების წესი, კვების რეჟიმის დარღვევა და უნებისყოფობაა.

და მაინც, სასურველია გაირკვეს სიმსუქნის მიზეზები, ამისათვის პირველი სპეციალისტი, რომელთან ვიზიტიც აუცილებელია, არის ენდოკრინოლოგი.

ჩააბარე ანალიზები

წონის მატება საკმაო საფუძველია იმისთვის, რომ ექიმს მიმართოთ. თავდაპირველად აუცილებელია, გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. უნდა ჩატარდეს ამ ორგანოს ულტრაბგერითი გამოკვლევა და სისხლის ანალიზი ფარისებრი ჯირკვლის საბაზისო ჰორმონებზე. შემდეგ უნდა გამოიკვლიოთ თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია (ულტრაბგერითა და სისხლის ანალიზით) - ცხიმის მომატება მათი ჰიპერფუნქციის შემთხვევაშიც ხშირია. უპირველესად თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევაა საჭირო, თუ დაგიბოხდათ ხმა, შეამჩნიეთ ჭარბთმიანობა უჩვეულო ადგილებში, გაწელილი კანი (ორსულობის შემდეგ გაჩენილი სტრიები არ ითვლება) ან ცხიმის ჩალაგება მამაკაცური ტიპის მიხედვით - ზურგსა და მუცელზე.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს მთავარი ჯირკვალი - ჰიპოფიზი. უნდა ჩატარდეს ანალიზი ჰიპოფიზის ჰორმონებზე, თავის ქალას რენტგენოგრაფია და გაიზომოს ქალაშიდა წნევა. კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად აუცილებელია მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ურიგო არ იქნება სისხლის ბიოქიმიური ანალიზი შაქრიანი დიაბეტისა და ღვიძლის პრობლემების გამოსარიცხად.

შესაძლოა, ექიმმა სასქესო ჰორმონების გამოსაკვლევად სისხლის ჩაბარება გირჩიოთ - მამაკაცური ჰორმონების დეფიციტის შემთხვევაშიც (დიახ, დიახ, ისინი ქალებსაც აქვთ!) მოსალოდნელია წონის მატება. ნუ იფიქრებთ, რომ ენდოკრინული დაავადებით გამოწვეული სიმსუქნე საბედისწერო გარდაუვალობაა. სიმსუქნე წარმატებით იკურნება როგორც შაქრიანი დიაბეტის, ისე ფარისებრი თუ თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებების დროს. მაგრამ მხოლოდ მედიკამენტებით აქ ვერაფერს გახდებით - მოგიწევთ ნაკლები ჭამა, მეტი მოძრაობა. შიმშილობა საჭირო არ არის, რაციონის შეზღუდვა კი აუცილებელია.

დიაბეტის დროს რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები და ძნელად ასათვისებლით შეიცვალოს, თუმცა აქაც ზომიერება უნდა დაიცვათ. ნუ მიეძალებით ტკბილეულს, რომელიც სამკურნალო კვების განყოფილებაში იყიდება: თუ ისინი შაქარს არ შეიცავს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მათი მიღება შეუზღუდავად შეიძლება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ზედმეტ წონას თავისი მიზეზები აქვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები