მეცნიერებმა წითელი კომბოსტოს ექსტრაქტის (გამონაწვლილის) შესასწავლად არაერთი ანალიზი ჩაატარეს. როგორც გაირკვა, ის აძლიერებს იმუნიტეტს, განამტკიცებს ძვლებს, ხელს უშლის კანის დაბერებას, სასარგებლოა ართრიტის დროს, A ვიტამინის უხვად შემცველობის გამო ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას.
ამ თვისებათა გათვალისწინებით სპეციალისტები გვირჩევენ, წითელი კომბოსტო უხვად ჩავრთოთ საკვებ რაციონში და რეგულარულად მივირთვათ.
თინათინ გოცაძე