/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

რამდენიმე უცნობი ფაქტი ყველზე

რამდენიმე უცნობი ფაქტი ყველზე
ხაჭაპური, ელარჯი, პიცა, ყველის სხვადასხვა სახეობა, ბერძნული სალათი ნაზი ფეტათი-ყველასთვის საყვარელი და

სასიამოვნო კერძებია. აღმოჩნდა, რომ ყველი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს იწვევს. ძირითადად ადამიანებს ის ძალიან უყვართ, მცირე ნაწილი კი ვერ იტანს. ყველის მოწინააღმდეგები უმცირესობაში არიან, თუმცა მათი რაოდენობა შედარებით ბევრია, დაახლოებით 6%. შედარებისთვის მხოლოდ 2,7% არ უყვარს თევზი და 2,4% - ძეხვი და დამუშავებული ხორცი.

ყველი და კარიესი

ცნობილი ფაქტია, რომ რძე კბილებისთვის სასარგებლოა, მასში კალციუმის შემცველობის გამო. კვლევებით დადგინდა, რომ ყველი იცავს კბილებს კარიესისგან, ამ პროდუქტში არსებული ნივთიერებები კბილის მინანქარს მჟავე გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან იცავს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფეტა გვიხსნის მოწამვლისგან

საკურორტო ქალაქში სადილობისას, მოწამვლის თუ გეშინიათ, შეუკვეთეთ ბერძნული სალათი ფეტათი. ყველი ფეტა უმკლავდება პათოგენურ ბაქტერიებს, რომლებიც საჭმლის მონელების დარღვევას იწვევს.

შეკითხვა ექიმს
<p>-რამდენას ჯანსაღია ნორვეგიული შებოლილი ორაგული ავოკადოსთან ერთად? და შეიძლება თუ არა ყოველდღიურად მიღება</p>

ფეტა ბერძნული ყველია, რომელსაც თხის რძისგან ამზადებენ. მეცნიერებმა თხის რძეში აღმოაჩინეს სასარგებლო ბაქტერიები, რომელთაც ნაწლავური ინფექციების გამომწვევებთან, მაგალითად, Listeria, მებრძოლი ანტიბიოტიკების წარმოების უნარი აქვს.

Listeria ბაქტერიები ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ცუდად შემწვარი ხორცის ან თევზის მიღების შემდეგ. ეს მიკრობები იწვევს სერიოზულ მოწამვლას, რომელიც განსაკუთრებით პატარა ბავშვებში, ხანდაზმულებსა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.

ყველის რბილი სახეობები ლისტერიოზის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ორსულებისთვისაც.

ყველი და გული

ექიმები, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან დასაცავად, ნატრიუმის მიღების შეზღუდვისკენ მოგვიწოდებენ. ყველში ეს მიკროელემენტი მაღალი შემცველობითაა წარმოდგენილი, თუმცა მეცნიერების მტკიცებით, ადამიანები, რომლებიც რძის პროდუქტებს ჭარბად მოიხმარენ, ნაკლებად ექვემდებარებიან არტერიული ჰიპერტენზიის რისკს. კვლევების საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყველში არსებული ნატრიუმი არ ვნებს გულსა და სისხლძარღვებს. მათი ვარაუდით ცილები და სხვა საკვები ნივთიერებები იცავენ სისხლძარღვებს ნატრიუმის უარყოფითი მოქმედებისგან.

ყველი აძლიერებს იმუნიტეტს

ზოგიერთი სახეობის ყველი შეიცავს პრობიოტიკებს - სასარგებლო ბაქტერიებს. პრობიოტიკები მაწონში, კეფირსა და იოგურტშიცაა, რომელთა მიღებაც რეკომენდებულია საკვების მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. კვლევებმა აჩვენა, რომ ყველი აძლიერებს ხანდაზმული ადამიანების (რომელთა იმუნიტეტიც დაბერების პროცესის გამო დასუსტებულია) დამცველობით ძალებს. ყველის მიღებით იზრდება ლიმფოციტების აქტივობა, რომლებიც ებრძვიან სიმსივნურ და ვირუსებით დასნებოვნებულ უჯრედებს. ასევე იზრდება ლეიკოციტების ფაგოციტური აქტივობა (იმუნური სისტემის უჯრედების უნარი, გაანადგუროს უცხო მიკროორგანიზმები). იმუნური სისტემის გაძლიერებისა და პრობიოტიკების მაღალი შემცველობის თვალსაზრისით გამოიყენეთ ყველი ჩედარი და გაუდა.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

იდეალური მენიუ ზაფხულისთვის
იდეალური მენიუ ზაფხულისთვის
ცხელ ამინდში მოერიდეთ ცხიმიანი და მძიმე საკვების მიღებას.
სრულად
რატომ არ უნდა ვჭამოთ ბევრი ძილის წინ?
რატომ არ უნდა ვჭამოთ ბევრი ძილის წინ?
ბევრ ჩვენგანს უყვარს გვიან ღამით წახემსება ან ვახშამი, განსაკუთრებით დატვირთული დღის შემდეგ.
სრულად
კვებითი ქცევის დარღვევები როდის იქცევა საკვები მტრად?
კვებითი ქცევის დარღვევები როდის იქცევა საკვები მტრად?
კვებითი ქცევის დარღვევები (იგივე აშლილობები) ფსიქიატრიული დაავადებებია, რომლებიც აზიანებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას და
სრულად
წონის მოულოდნელი ცვლილება
წონის მოულოდნელი ცვლილება
ხანდახან თავს მსუბუქად და კარგად გრძნობთ, მეორე დღეს კი სასწორი გიჩვენებთ, რომ სამი კილოთი მეტი ხართ. რა ხდება ამ დროს?
სრულად
ჭარბი წონა ნაყოფიერების სიმბოლო თუ დიაგნოზი?
ჭარბი წონა ნაყოფიერების სიმბოლო თუ დიაგნოზი?
დღეს, როდესაც ყველასთვის ცნობილია ჭარბ წონასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობისთვის საზიანო რისკების შესახებ, ძნელი
სრულად
რა საშიშროების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს კარტოფილის გადაჭარბებული მოხმარება
რა საშიშროების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს კარტოფილის გადაჭარბებული მოხმარება
კარტოფილის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რამდენიმე უცნობი ფაქტი ყველზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები