10 ყველაზე ხშირი მიზეზი, რომლის გამოც დიეტა უშედეგოა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

10 ყველაზე ხშირი მიზეზი, რომლის გამოც დიეტა უშედეგოა

10 ყველაზე ხშირი მიზეზი, რომლის გამოც დიეტა უშედეგოა
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქოდეს:

ჰიპოთირეოზი

ქალებში ჰიპოთირეოზი 4-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. ჰიპოთირეოზს განაპირობებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ხანგრძლივი და მყარი ნაკლებობა. ამის მიზეზი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. სიმპტომებიდან საყურადღებოა მოდუნება, ძილიანობა, მეხსიერების გაუარესება, შრომის უნარის დაქვეითება, კანის, თმის, ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება, ანემია, გულისრევა, ყაბზობა, შეშუპება. ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და მოძრაობის სურვილის დაქვეითების შედეგად ხდება წონაში მატება.

უძილობა

ამერიკელი მეცნიერების დასკვნით, ქალები, რომელთა ღამის (ეს მნიშვნელოვანია) ძილი
არა უმეტეს 5 საათს შეადგენს, მიუხედავად ნორმალური კვების რეჟიმისა, წონაში იმატებენ. ამის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ვერსია ორია: მეტაბოლიზმის შენელება, როგორც დაცვითი რეაქცია და დაღლილი ტვინის მიერ ენერგიის ეკონომიის აუცილებლობის გამო, ფიზიკური აქტივობის დაქვეითება. ღამის ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა 8 საათია.

ეპილეფსია

ამ შემთხვევაში შესაძლებელია დარღვეული
იყოს ჰორმონების ბალანსი.

კორტიზონის შეტევა

კორტიზონი თირკმელზედა ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ჰორმონია და წარმოადგენს ორგანიზმის ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულატორს, ასევე მონაწილეობს სტრესული რეაქციების განვითარებაში. კორტიზოლი მნიშვნელოვნად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. კორტიზოლის მომატებული გამომუშავების მიზეზი კუშინგის დაავადება შეიძლება იყოს, რომელიც ქალებში 5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმის ან სიმსივნის შედეგად ჰიპოფიზის დაზიანება.

ინსულინომა

ინსულინომა კუჭუკანა ჯირკვლის ახალწარმონაქმნია (უფრო ხშირად კეთილთვისებიანი). ამ დროს ხდება სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, რაც შიმშილის გრძნობის გაძლიერებას იწვევს.

საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი

ეს არის პოლიენდოკრინული სიმპტომი, რომლის დროსაც საკვერცხეების, კუჭქვეშა ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის, ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ფუნქცია ირღვევა. სიმპტომები ძალიან ბევრი და მრავალფეროვანია. აღინიშნება მამაკაცის ტიპის სიმსუქნე (იზრდება მუცელი და მხოლოდ შემდეგ ხდება კიდურებზე ცხიმოვანი ქსოვილის ჩალაგება). კანი ცხიმიანდება და აღინიშნება გამონაყარი, შეიძლება განვითარდეს შეშუპება, ძილის აპნოე, ადგილი აქვს ადვილად გაღიზიანებას, დეპრესიულ მდგომარეობას, ძილიანობას, თმის ცვენას.

ესტროგენის დონის მკვეთრი შემცირება

როდესაც საკვერცხეების მიერ ესტროგენების გამომუშავება მცირდება, ცხიმი დამოუკიდებლად იწყებს ქალის სასქესო ჰორმონის მსგავსი ნივთიერების პროდუქციას. რაც ნაკლებია ესტროგენის დონე, მით მეტია ცხიმი მუცელსა და თეძოებზე. გარდა ამისა, ძვლები უფრო მყიფე ხდება, ესტროგენის გარეშე ქალის ორგანიზმი ვეღარ ითვისებს კალციუმს. ესტროგენის დონის დაქვეითება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგრამ ამ თვალსაზრისით კლიმაქსი ლიდერობს.

ჭარბი პროლაქტინი

პროლაქტინი ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების ჰორმონია. თუმცა, ზოგჯერ ის ჭარბად გამომუშავდება, რასაც „ჰიპერპროლაქტინემია“ ეწოდება. ამ დროს ცხიმი გაძლიერებულად ლაგდება განსაკუთრებით მხრებისა და მკერდის მიდამოში. მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება.

მედიკამენტების გვერდითი ეფექტი

ზოგიერთი წამლის, ორალური კონტრაცეპტივის გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს ნივთიერებათა ცვლის შეცვლა.

მეტაბოლიზმის მემკვიდრული პრობლემები

მოსახლოების დაახლოებით 1%-ში სიმსუქნე გენეტიკურია.

ლალი ჩხიკვაძე




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მსგავსი სიახლეები
ჩვენ წარმოდგენაში ნახშირწყლები ცუდია, მაგრამ რაციონიდან მათი სრული გამორიცხვა გონივრული არ არის.
01-09-2019
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
16-08-2019
ჯანსაღი კვების სპეციალისტები ამ დარგის ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად მიიჩნევენ, რომ 40 წლის შემდეგ ორგანიზმში
12-08-2019
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
კატეგორიის სხვა სტატიები
გაზიანი სასმელები ხელს უწყობს სიმსუქნის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, აქვეითებს ინსულინისადმი
თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის კვე­ბა არ არის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, ის ვერ იღებს იმ პრო­დუქ­ტებს, რაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.
ამერიკის კიბოს შემსწავლელი ასოციაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მეცნიერ გოდუნ ჩჟანის მიერ ჩატარებული საინტერესო
ჩრდილოეთის ხალხი ოდითგან ამზადებდა სელის თესლისაგან ფქვილსა და ზეთს, ძველი მესოპოტამიის მცხოვრებლები
ზოგი ადამიანი მეტისმეტად სწრაფად ჭამს, შეიძლება ითქვას 5 წუთში სრულად ამთავრებს ტრაპეზს. ამის მიზეზად ხშირად
ესპანელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევებით აჩვენეს (კონკრეტულად 14 კვლევის მეტაანალიზი ჩაატარეს), რომ დაბალი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად