პროლაქტინი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

პროლაქტინი

პროლაქტინი

პროლაქტინი ჰიპოფიზის ჰორმონია. ჰიპოფიზი არის ენდოკრინული ორგანო, რომელიც ადამიანის თავის ტვინშია მოთავსებული. ის ჰორმონებს უშუალოდ სისხლში გამოყოფს. ორსულობისას სისხლში პროლაქტინის დონე იმატებს, რაც ქალის ორგანიზმში რძის გამომუშავებას იწვევს. დადგენილია, რომ ორსულობისას პროლაქტინის დონე 10-20-ჯერ აღემატება ორსულობამდელს. მშობიარობის შემდეგ, თუ ქალი ძუძუს აწოვებს ჩვილს, ჰორმონის დონე მომატებული რჩება, თუ არა - მალევე უბრუნდება საწყის მაჩვენებელს, თუმცა მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ პროლაქტინის მაჩვენებელი შესაძლოა ძუძუთი კვების შემთხვევაშიც დაუბრუნდეს ნორმას. პროლაქტინი გამომუშავდება არაორსული ქალისა და მამაკაცის ორგანიზმშიც, თუმცა ბოლომდე დღესაც არ იციან, რა

როლი აკისრია ამ ჰორმონს მათ ორგანიზმში.

სისხლში პროლაქტინის შემცველობა დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვანაირია. ყველაზე მაღალია ძილის დროს და გამოღვიძებიდან მოკლე ხნის განმავლობაში. პროლაქტინის შემცველობა მნიშვნელოვნად იმატებს ფიზიკური თუ ემოციური სტრესის დროს. მისი მომატების მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი მედიკამენტიც. ჰიპოფიზის სიმსივნის დროს სისხლში პროლაქტინის შემცველობა საგრძნობლად იმატებს,

ხოლო ამ ჯირკვლის სერიოზული დაზიანებისას იკლებს. ჰიპოფიზის სიმსივნეს, რომელიც პროლაქტინის პროდუქციას ახდენს, პროლაქტინომას უწოდებენ. პროლაქტინომა ჰიპოფიზის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიმსივნეა, ჩვეულებრივ, კეთილთვისებიანი ბუნებისა. ქალებში უფრო ხშირია, თუმცა გვხვდება მამაკაცებშიც. პროლაქტინომა ადამიანის ორგანიზმს ორი მიზეზით უქმნის პრობლემებს. ერთია ჰორმონ პროლაქტინის ჭარბი პროდუქცია, რაც არაორსულ ქალებსა და მამაკაცებშიც კი რძის გამოყოფას იწვევს; მეორე - სიმსივნის ზრდა და მისი ზეწოლა ირგვლივ მდებარე სტრუქტურებზე. როდესაც სიმსივნე საგრძნობლად იზრდება, მხედველობის ნერვზე მისი ზეწოლის გამო ვითარდება თავის ტკივილი, ირღვევა მხედველობა. გარდა ამისა, იმატებს ჰიპოფიზის მიერ პროდუცირებული სხვა ჰორმონების დონეც და ორგანიზმზე მათი ზემოქმედების შედეგიც იჩენს თავს. პროლაქტინომა, ჩვეულებრივ, მცირე ზომისაა. როდესაც არსებობს ეჭვი ამ სიმსივნის თაობაზე, ექიმი, გარდა სისხლში პროლაქტინის განსაზღვრისა, ნიშნავს თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას წარმონაქმნის ზომისა და მდებარეობის ზუსტად დასადგენად. პროლაქტინის სიჭარბე ქალებში იწვევს უნაყოფობას, არარეგულარულ მენსტრუაციას, მამაკაცებს თანდათან უქვეითდებათ სქესობრივი ფუნქცია და ლტოლვა.


როდის ტარდება პროლაქტინის გამოკვლევა
სისხლში პროლაქტინის შემცველობის განსაზღვრის მიზანია:

  • გალაქტორეის ანუ რძის გამოყოფის მიზეზის დადგენა;
  • თავის ტკივილისა და მასთან ერთად მხედველობის მოშლის მიზეზის დადგენა;
  • მამაკაცებში უნაყოფობისა და ერექციული დისფუნქციის მიზეზის დადგენა;
  • ქალებში უნაყოფობის მიზეზის დადგენა;
  • პროლაქტინომის დიაგნოსტიკა;
  • ჰიპოფიზის ფუნქციის დადგენა;
  • მეთვალყურეობა პროლაქტინომის მკურნალობისას.

ამის კვალობაზე, სისხლში პროლაქტინის გამოკვლევა მაშინ ინიშნება, როდესაც პაციენტს აქვს პროლაქტინომის სიმპტომები - აუხსნელი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა და/ან რძის გამოყოფა, რაც არ უკავშირდება ორსულობას ან ძუძუთი კვებას. მხოლოდ თავის ტკივილი არ არის საკმაო საფუძველი საიმისოდ, რომ პროლაქტინის დონის მატება ვივარაუდოთ და გამოკვლევა ჩავატაროთ. პროლაქტინის დონის განსაზღვრა რეკომენდებულია მაშინაც, როცა ქალს აქვს არარეგულარული მენსტრუაცია ან ვერ ორსულდება; მამაკაცს აღენიშნება დაქვეითებული სქესობრივი ლტოლვა, რძის გამოყოფა ან არ შესწევს ბავშვის ჩასახვის უნარი. წესისამებრ, ჩამოთვლილ შემთხვევებში პროლაქტინის გამოკვლევა ტარდება არა იზოლირებულად, არამედ სხვა ჰორმონულ ანალიზებთან ერთად.


რაზე მეტყველებს კვლევის შედეგები
მამაკაცს და ქალს, რომელიც არც ორსულადაა და არც ძუძუს აწოვებს, სისხლში პროლაქტინის შემცველობა მცირე აქვს. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, მაჩვენებელი დღე-ღამის განმავლობაში იცვლება. პიკს ის დილისათვის აღწევს. ამაზეა დამოკიდებული სისხლის აღების დრო. იდეალურ შემთხვევაში გამოკვლევა უნდა ჩატარდეს გაღვიძებიდან მცირე ხნის შემდეგ; სისხლის აღებას წინ უნდა უძღოდეს 30-წუთიანი მოსვენების პერიოდი. თუმცა არ არის გამორიცხული,Yგარკვეული მოსაზრებებით ექიმმა გამოკვლევა სხვა დროისთვისაც დანიშნოს. პროლაქტინის მაღალი მაჩვენებელი ნორმაა ორსულისა და ახალნამშობიარები მეძუძური დედისთვის. გარდა ამისა, სისხლში მისი მაღალი შემცველობის  მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ანორექსია;
  • ზოგიერთი მედიკამენტით - ესტროგენებით, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით, ოპიატებით, ამფეტამინით, რეზერპინით, ვერაპამილით, მეთილდოფათი, ციმეტიდინით - მკურნალობა;
  • ჰიპოთალამუსის დაავადება;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
  • თირკმლის დაავადება;
  • ძუძუსთავების სტიმულაცია;
  • ჰიპოფიზის სიმსივნე და სხვა დაავადებები;
  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი;
  • პროლაქტინომა.

პროლაქტინის ზომიერი მატება შესაძლოა განპირობებული იყოს სტრესით, ტრავმით, ავადმყოფობით და სისხლის აღების წინ შიშითაც კი. პროლაქტინის დონის დაქვეითებას, ჩვეულებრივ, არ მკურნალობენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ის ჰიპოფიზის ფუნქციის დაქვეითების ნიშანი იყოს. გარდა ამისა, პროლაქტინის დონის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი მედიკამენტით - დოფამინით, ლევოდოფათი, ერგოტამინის პრეპარატებით - მკურნალობამ.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 02-07-2019
მეც მაინტერესებს დინდგელით მკურნალობა
თარიღი : 02-04-2015
გამარჯობათ,იქნებ მირცჰიოთ დინდგელით პროლაქტინის ნაწევას როგორ ვუმკურნალო?
რეკომენდებული პროდუქტები
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
დიაბეტური ვიტამინი-30აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის შენარჩუნებლად-30 აბი
ფასი: 40.5
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
შაქრის არაინვაზიური მონიტორინგის პირველი რუსული სისტემა მომხმარებლებისთვის მალე გახდება ხელმისაწვდომი.
ოქსიტოცინი ცნობილია, როგორც „სიყვარულის ჰორმონი“. ის მნიშვნელოვანია სოციალური და დედობრივი ქცევის ფორმირებისთვის.
ქართველების უმრავლესობას იოდის ნაკლებობა აქვს. ის არ სინთეზირდება ორგანიზმში და ადამიანმა უნდა მიიღოს საკვებთან
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შაქრის მოხმარების დღიური ნორმა 25 გრამს (6 ჩაის კოვზი) შეადგენს.
ექიმები გვაფრთხილებენ, რომ საშიში დაავადებები ზოგჯერ დიდი ხნის განმავლობაში ფარულად (უსიმპტომოდ) მიმდინარეობს,
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად