/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაგნოსტიკა

სიმსივნეთა ადრეული გენეტიკური დიაგნოსტიკა

სიმსივნეთა ადრეული გენეტიკური დიაგნოსტიკა
გენეტიკური დაავადებები სამ ჯგუფად იყოფა, იმის მიხედვით, რომელი ფაქტორი ახდენს მათ ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე უფრო მეტ გავლენას - მემკვიდრეობითი თუ გარეგანი.

ამის კვალობაზე, დაავადება შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, არამემკვიდრეობითი და მემკვიდრეობით-განწყობითი. მემკვიდრეობითია დაავადება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ბავშვის დაბადებისთანავე ვლინდება. ასეთ დაავადებათა ჩამოყალიბებაში წამყვან როლს მემკვიდრეობა ასრულებს.

ისინი წარმოიშობა მემკვიდრეობითი აპარატის - დნმ-ს ისეთი დაზიანების შედეგად, რომელთა გამოვლენა არ არის დამოკიდებული გარეგანი ფაქტორების მოქმედებაზე. არამემკვიდრეობითი დაავადებები თაობიდან თაობას არ გადაეცემა. მემკვიდრეობით-განწყობითი დაავადებები ისეთი დაავადებებია, სადაც გენეტიკური აპარატის - დნმ-ს დაზიანება ვლინდება მხოლოდ გარემოს არახელსაყრელი ზემოქმედების შემდეგ. ვლინდება არა ადამიანის დაბადებისთანავე, როგორც ეს მემკვიდრეობით დაავადებებს ახასიათებს, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიცოცხლის რომელიმე ეტაპზე მემკვიდრეობით განწყობას ანუ დნმ-ს დაზიანებას თან ამა თუ იმ მავნე ფაქტორის ზემოქმედება ერთვის.

მართალია, უჯრედში არსებობს დაზიანებული დნმ-ს რეპარაციული (აღმდგენი) სისტემებიც, მაგრამ ხანდახან ისინი ვერ უმკლავდებიან ამ ფაქტორთა ზემოქმედებას. ფიზიკური ფაქტორებიდან ასეთია ულტრაიისფერი და რენტგენის გამოსხივება. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ დნმ-ს სტრუქტურული ცვლილებები. ქიმიური ფაქტორები იწვევენ დნმ-ს დაზიანებას დნმ-სთან ქიმიური ბმების წარმოქმნის გზით, ხოლო ბიოლოგიურ ფაქტორებს, ვირუსებს, შეუძლიათ დნმ-ს სტრუქტურის შეცვლა მასში ვირუსული დნმ-ს "ჩაშენების" გზით. დაავადებათა უკანასკნელ ტიპს მიაკუთვნებენ სიმსივნურ დაავადებებსაც. სიმსივნური გარდაქმნების გამომწვევ ფაქტორთა მრავალფეროვნების მიუხედავად, ყველა სიმსივნისთვის საერთოა ის, რომ სიმსივნურ გარდაქმნებს უჯრედის დნმ-ს დაზიანება ანუ მუტაცია უდევს საფუძვლად: უჯრედი კარგავს ნორმალური გამრავლების, ზრდისა და დიფერენცირების უნარს და იწყებს უკონტროლოდ გამრავლებასა და ზრდას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უჯრედთა სიმსივნური გარდაქმნა ერთსაფეხურიანი პროცესი არ არის. უჯრედის გენეტიკურ აპარატში ცვლილებები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, სიმსივნურ გარდაქმნაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დნმ-ს დაზიანებათა აკუმულირებას ანუ დაგროვებას კანცეროგენთა მუდმივი ზემოქმედების პირობებში. არსებობს თუ არა სიმსივნურ დაავადებათა მემკვიდრეობითი ფორმები? რას ნიშნავს მემკვიდრეობითი განწყობა სიმსივნური დაავადებების მიმართ? შესაძლებელია თუ არა ამ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა ონკომარკერების საშუალებით? არსებობს თუ არა სიმსივნის გამომწვევი გენები ანუ ონკოგენები და შესაძლებელია თუ არა, მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე მეთოდების, კერძოდ, გენური თერაპიის საშუალებით შევაჩეროთ ის პათოლოგიური პროცესები, რომლებიც ნორმალური უჯრედების სიმსივნურად გარდაქმნის პროცესში მიმდინარეობს? ამ და უამრავ სხვა კითხვაზე საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ არის გაცემული, თუმცა სიმსივნური გარდაქმნის გენეტიკური მექანიზმების შესახებ არცთუ ისე მცირე ცოდნა მოგვეპოვება. თანამედროვე მედიცინისთვის უკვე ცნობილია ის გენები, რომელთა მუტაციებსაც სიმსივნური გარდაქმნის და სხვადასხვა ორგანოს სიმსივნური დაავადების გამოწვევა შეუძლია. მათ ონკოგენებს უწოდებენ. ეს ის გენებია, რომლებიც სიმსივნური დაავადებებისადმი მემკვიდრეობით განწყობას განაპირობებს.

გენომში ონკოგენთა არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ დაავადება შთამომავლობას აუცილებლად გამოაჩნდება. მემკვიდრეობით გადაეცემა მხოლოდ მომატებული მგრძნობელობა კანცეროგენული აგენტების მიმართ. ამ გენებს შეუძლია გამოიწვიოს მკერდისა და საკვერცხის სიმსივნე, მსხვილი ნაწლავის არაპოლიპოზური კიბო, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე. ცნობილია ასევე სწორი ნაწლავის, ფილტვის, შარდის ბუშტისა და სხვა ორგანოების სიმსივნეთა გამომწვევი გენები. დაავადება მაშინ ვითარდება, როდესაც, ჩვენი ცხოვრების არაჯანსაღი წესიდან გამომდინარე, ონკოგენებს მავნე გარეგანი ფაქტორები "გამოაღვიძებენ". იმ გენთა ძიება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სიმსივნურ გარდაქმნაზე, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. გაირკვა, რომ სიმსივნურ გარდაქმნებში მონაწილეობენ გენები, რომლებიც პასუხს აგებენ უჯრედის გაყოფასა და დიფერენცირებაზე.

წაიკითხეთ სრულად

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სიმსივნეთა ადრეული გენეტიკური დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები