რექტორომანოსკოპია – ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკის მარტივი მეთოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რექტორომანოსკოპია – ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკის მარტივი მეთოდი

საჭიროა, სულ მცირე, გასინჯვა და უმრავლეს შემთხვევაში – კვლევის დამატებითი მეთოდები.

როდესაც ნაწლავის დაავადებებზეა საუბარი, სპეციალური ინსტრუმენტული კვლევების გარეშე დიაგნოსტირება შეუძლებელია. ერთ-ერთი ასეთი კვლევა რექტორომანოსკოპიაა – მარტივი, ხელმისაწვდომი და საკმაოდ ინფორმაციული სადიაგნოსტიკო მეთოდი, რომელიც პროქტოლოგის პრაქტიკის აუცილებელი შემადგენელია. ამ მეთოდით ისინჯება სწორი და სიგმოიდური ნაწლავის დისტალური ნაწილის ლორწოვანი გარსი სპეციალური ოპტიკური მოწყობილობის – რექტოსკოპის საშუალებით, რომელიც შეჰყავთ სწორ ნაწლავში. რექტორომანოსკოპიით შესაძლებელია შეფასდეს ლორწოვანი გარსის მდგომარეობა ანუსიდან 25-30 სმ-ში.

რექტორომანოსკოპის საშუალებით ექიმი-პროქტოლოგი აფასებს:

  • ლორწოვანი გარსის ფერსა და მდგომარეობას;
  • სისხლძარღვებს ლორწქვეშა გარსში;
  • ნაწლავის სანათურის დიამეტრს;
  • ნაწლავის კედელზე ჰემოროიდული კვანძების, ნახეთქების, ნაწიბურების, პოლიპებისა და სიმსივნის არსებობას.

რექტორომანოსკოპიის დროს, ჰისტოლოგიური კვლევის აუცილებლობის შემთხვევაში, პროქტოლოგს შეუძლია აიღოს ლორწოვანი გარსიდან მასალა საეჭვო წარმონაქმნის მიდამოში, რაც ზუსტი დიაგნაოზის დასმის საშუალებას იძლევა.

პროცედურა არ საჭიროებს გაუტკივარებას. პაციენტს შეიძლება აღენიშნოს მცირე დისკომფორტი.რექტორომანოსკოპია ნარკოზით უტარდებათ მხოლოდ მცირეწლოვან ბავშვებს.

როდისაა აუცილებელი რეაქტორომანოსკოპიის ჩატარება?

კვლევა ტარდება შემდეგი ჩივილების შემთხვევაში:

1. სწორი ნაწლავიდან სისხლდენა. რადგანაც ნაწლავის სხვადასხვა დაავადებისას აღინიშნება ეს სიმპტომი (ჰემოროი, ლორწოვანის ნახეთქი, პოლიპი, მსხვილი ნაწლავის კიბო), რექტორომანოსკოპიით დგინდება პროცესის ხასიათი და ხდება სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დიფერენცირება.

2. ნაწლავიდან ჭარბი რაოდენობით ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი. ეს შეიძლება იყოს ანთების – პროქტიტის შედეგი, რაც ასევე შეიძლება დადასტურდეს რექტორომანოსკოპიით.

3. სწორი ნაწლავის მიდამოში ტკივილი. აღნიშნული სიმპტომი გვხვდება შიგნითა ჰემოროის, ლორწოვანი გარსის ნახეთქების, ნაწლავის სიმსივნის დროს, ამიტომ აუცილებელია დიფერენცირება რექტორომანოსკოპიის საშუალებით.

4. რეაქტორომანოსკოპიის კიდევ ერთი ჩვენება არის ონკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლინებისთვის სკრინინგული კვლევა. სწორი ნაწლავის კიბოთი ავადობის ზრდის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, რექტორომანოსკოპია საჭიროა არა მარტო იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ჩივილები აქვთ, არამედ 40 წელს გადაცილებული პირებისთვისაც.

რექტორომანოსკოპიის უკუჩვენებები

ნაწლავის რექტორომანოსკოპია იმდენად მარტივი და უვნებელი პროცედურაა, რომ აბსოლუტური უკუჩვენებები არ გააჩნია, თუმცა, ზოგიერთი მდგომარეობისას, მისი ჩატარება მიზანშეუწონელია:

  • ნაწლავიდან პროფუზული სისხლდენა;
  • ანუსის მწვავე ნახეთქი;
  • მწვავე პარაპროქტიტი (სწორი ნაწლავის ირგვლივ არსებული ქსოვილების ანთება სწორი ნაწლავის სანათურის გამოხატული შევიწროებისას).

როგორ მოვემზადოთ რექტორომანოსკოპიისთვის?

იმისათვის, რომ რექტოსკოპის ტუბუსი თავისუფლად შევიდეს ნაწლავის სანათურში და პროქტოლოგმა შეძლოს ნაწლავის კედლების კარგად დათვალიერება, ნაწლავი უნდა იყოს ცარიელი. ამიტომ რეკომენდებულია:

1. კვლევამდე 2-3 დღით ადრე გამოვრიცხოთ რაციონიდან დიდი რაოდენობით საკვები ბოჭკოების შემცველი პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს მოცულობითი ფეკალური მასების დაგროვებას. თავი უნდა შევიკავოთ ახალი ბოსტნეულის (პარკოსნები, კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ახალი მწვანილი), ხილის (ფორთოხალი, ატამი, ვაშლი, ბანანი, გარგარი) მიღებისაგან. უცხიმო ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, ბულიონი დასაშვებია. სასურველია, კერძები იყოს მოხარშული, მოთუშული ან ორთქლზე მომზადებული.

2. გამოკვლევის წინა დღეს სადილი უნდა იყოს მსუბუქი, ვახშმად კი შეიძლება მხოლოდ ჩაი. გამოკვლევის დღეს პროცედურის ჩატარების წინ უმჯობესია არ ვისაუზმოთ.

3. გამოკვლევის წინ, გამოკვლევის დილას, საჭიროა ნაწლავის გასუფთავება ოყნის საშუალებით, ან შეიძლება ნაწლავის გასუფთავება სამკურნალო, სასაქმებელი საშუალებებით.

რაც უფრო ადრე დაისმება სწორი დიაგნოზი და ჩატარდება შესაბამისი მკურნალობა, მით უფრო მარტივი იქნება პრობლემასთან გამკლავება.