როდის რომელი ინსტრუმენტული კვლევა უნდა დაინიშნოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის რომელი ინსტრუმენტული კვლევა უნდა დაინიშნოს

თუმცა, პროცედურის სირთულის მატებასა და დაავადების სიმძიმესთან ერთად, რისკიც მატულობს. სადღეისოდ დიაგნოსტიკის ინსტრუმენტული მეთოდებია:

ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) – სწრაფი, უმტკივნეულო და მარტივი მეთოდია, რომლის დროსაც გულის ელექტრონული იმპულსები ძლიერდება და ჩაიწერება ქალღალდის მოძრავ ლენტზე. თითოეული დაფიქსირებული მრუდი გამოხატავს გულის სხვადასხვა განყოფილებისა და სტრუქტურის ელექტრულ აქტივობას. კვლევის ეს მეთოდი ექიმს გულის სხვადასხვა დაავადების გამოვლენის საშუალებას აძლევს: უპირველესად რიტმის დარღვევის, გულის სისხლის მიმოქცევის პრობლემის, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შედეგებისა და ა.შ. დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს დღეღამურ ეკგ მონიტორინგსაც, ეკგ რეგისტრაციას სხვადასხვა სამკურნალო საშუალების მიღების ფონზე ან ფიზიკური დატვირთვისას.

ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია) – უმტკივნეულო, უსაფრთხო პროცედურაა, რომელიც ულტრაბგერითი ტალღების არეკვლის საშუალებით მონიტორზე ქმნის შინაგანი ორგანოების გამოსახულებას. ამასთან, სხვადასხვა სიმკვრივის გარემო (სითხე, აირი, ძვალი) ეკრანზე სხვადასხვაგვარად გამოისახება: თხევადი წარმონაქმნები – მუქად, ძვლის სტრუქტურები კი თეთრად ჩანს. ულტრაბგერითი კვლევა ბევრი ორგანოს, მაგალითად: ღვიძლის, კუჭუკანა ჯირკვლის ფორმის, ზომის განსაზღვრისა და მათში არსებული ცვლილებების გარჩევის საშუალებას იძლევა.

ულტრაბგერითი კვლევა ფართოდ გამოიყენება მეანობაში ორსულობის ადრეულ ვადებზე ნაყოფის განვითარების შესაძლო მანკების გამოსავლენად, საშვილოსნოს მდგომარეობის, სისხლით მომარაგებისა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი დეტალის დასადგენად. ამ მეთოდით ვერ გამოვიკვლევთ კუჭსა და ნაწლავებს.

ექოკარდიოგრაფია – ულტრაბგერითი კვლევის მოდიფიკაციაა გულის გამოსაკვლევად. გადამცემის მდებარეობისა და დახრის კუთხის ცვლილებით ექიმი სხვადასხვა სიბრტყეში ხედავს გულსა და მსხვილ სისხლძარღვებს, რაც გულის აგებულებასა და ფუნქციაზე ზუსტ წარმოდგენას იძლევა. ექოკარდიოგრაფიით შესაძლებელია გულის კედლების მოძრაობის დარღვევის აღმოჩენა, გულიდან ყოველი შეკუმშვისას გამოტყორცნილი სისხლის მოცულობის, გულის სარქვლების ცვლილების, სიმკვრივისა და სხვა მრავალის დადგენა. დღეისათვის ექოკარდიოგრაფია გულის მანკის დიაგნოსტიკის არჩევის მეთოდია. ეს უმტკივნეულო, უსაფრთხო, მაღალინფორმაციული მეთოდია, რომელიც ნებისმიერი ასაკის პაციენტს ადვილად გადააქვს.

ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) – თავის ტვინის ელექტრული აქტივობის რეგისტრაციაა. პროცედურა მარტივი და უმტკივნეულოა. პაციენტს თავზე უმაგრდება 20 პატარა ელექტროდი, რითაც რეგისტრირდება ტვინის აქტივობა ნორმალურ პირობებში. ამის შემდეგ ადამიანს ასტიმულირებენ (მაგალითად, მკვეთრი სინათლის ნათება) ან სთავაზობენ ღრმა და ხშირ სუნთქვას. ერთდროულად ტვინის სხვადასხვა განყოფილებიდან დაფიქსირებულ ჩანაწერს წყვეტილი ხაზების სახე აქვს. ეეგ-ის საშუალებით დგინდება ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმა, ზოგჯერ ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული ტვინის იშვიათი დაავადებები.

ენდოსკოპიური კვლევა – ღრუ ორგანოებისა და ღრუების კვლევაა დრეკადი ბოჭკოვან-ოპტიკური ინსტრუმენტის – ენდოსკოპის საშუალებით. ენდოსკოპის მილის დიამეტრია 0,8 -1,5 სმ, სიგრძე – 30 სმ-დან 1,5-მდე. ენდოსკოპი იძლევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ბრონქებისა და სხვა ორგანოების ლორწოვანი გარსის ხარისხიან გამოსახულებას. ბევრი ენდოსკოპი აღჭურვილია მოწყობილობით, რომლითაც შესაძლებელია ქსოვილის ნიმუშის აღება შემდგომი კვლევისათვის და ელექტრული ზონდით პათოლოგიური ქსოვილების დასაშლელად. ენდოსკოპია გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა სფეროში: გასტროენტეროლოგიაში, კარდიოლოგიაში, პულმონოლოგიაში, გინეკოლოგიაში, უროლოგიაში, ონკოლოგიაში, ქირურგიაში...

რენტგენოგრაფია ემყარება ორგანოებისა და სისტემების გამოსახულების მიღებას რენტგენის სხივების კონის გატარების გზით. ამასთან, ფირზე გამოდის საკვლევი ობიექტის ნეგატიური გამოსახულება. ნათელი უბნები შეესაბამება სტრუქტურებს, რომლებიც მაქსიმალურად შთანთქავს გამოსხივებას (ძვლები), ხოლო მუქი – რენტგენის სხივებისათვის უფრო გამჭვირვალე უბნებია (კუნთები, კანქვეშა ქსოვილი, კანი). რენტგენოგრაფია ფართოდ გამოიყენება ძვლის სტრუქტურების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ფილტვების, ნაკლებად – გულისა და მსხვილი სისხლძარღვების გამოსაკვლევად.

რენტგენოსკოპია – კვლევა, რომლის პროცესშიც ხდება უწყვეტი რენტგენოლოგიური გადაღება – საშუალებას იძლევა ეკრანზე დავინახოთ გულისცემა, ფილტვების სუნთქვითი მოძრაობა, საყლაპავში საკონტრასტო ნივთიერების გადაადგილება, ნაწლავის პერისტალტიკა და ა.შ. ამ კვლევის დროს პაციენტი რადიაციის შედარებით მაღალ დოზას იღებს, ამიტომ შეძლებისდაგვარად დიაგნოსტიკის სხვა მეთოდებით ხდება მისი ჩანაცვლება. რენტგენოსკოპია ჯერ კიდევ გამოიყენება გულის კათეტერიზაციისა და ელექტროფიზიოლოგიური კვლევისას ძირითად ნაწილად.

კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) – რენტგენოლოგიური კვლევის სახესხვაობაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიზუსტით. კტ-ის ჩატარებისას აპარატი მიცემული კრიტერიუმებით (სიბრტყე, სისქე, ჭრილი და სხვა) აკეთებს რენტგენოლოგიური სურათების სერიას, რომელსაც შემდგომ აანალიზებს კომპიუტერი.

ორგანზომილებიან გამოსახულებას ახასიათებს სიმკვეთრე და მოგვაგონებს ანატომიურ ჭრილს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავის ტვინისა და სხვა პარენქიმული ორგანოების (ღვიძლის, კუჭუკანა ჯირკვლის, ფილტვების, თირკმლების) კვლევისას.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) – ანუ ბირთვულმაგნიტური რეზონანსი – მძლავრი მაგნიტური ველის გამოყენებით ორგანოების ზუსტი გამოსახულების მისაღები კვლევის მეთოდია. ეს დიაგნოსტიკის ძალიან ზუსტი, მაგრამ ამავდროულად ძვირი და რთული მეთოდია. პაციენტს ათავსებენ დიდი ელექტრომაგნიტის შიგნით, რომელიც იწვევს ორგანიზმში ატომური ბირთვის ვიბრაციას. შედეგად ისინი უშვებენ დამახასიათებელ სიგნალებს, რომლებიც გარდაიქმნება ორგანოების სტრუქტურების ორ- და სამგამზომილებიან გამოსახულებად. მრტ – არჩევის მეთოდია თავისა და ზურგის ტვინის დაავადებების დიაგნოსტიკისათვის.

რადიონუკლიდური კვლევა. ამ კვლევისას კონკრეტული ორგანოებისთვის სპეციფიკური რადიოაქტიური მონიშნული ნივთიერებები (ინდიკატორები) უმნიშვნელო რაოდენობა შეჰყავთ ვენაში. ამ დროს ადამიანი უფრო მცირე დასხივებას ექვემდებარება, ვიდრე რენტგენოლოგიური კვლევის სხვა სახეობისას.

აღნიშნული მეთოდით რომელიმე ორგანოს, კერძოდ, ავთვისებიანი სიმსივნის სისხლით მომარაგება განისაზღვრება. რადიოაქტიური ინდიკატორები სწრაფად ნაწილდება ორგანიზმში, შემდეგ მათი გამოსხივება რეგისტრირდება გამა-კამერით. გამოსახულება მიიღება ეკრანზე და ფიქსირდება კომპიუტერულ ენაზე შემდგომი ანალიზისთვის. კომპიუტერს შეუძლია სამგანზომილებიანი გამოსახულების გენერირება, მაგალითად, ე.წ. „ცივი“ ან „ცხელი“ კვანძები ფარისებრ ჯირკვალში. ეს ძვირად ღირებული კვლევა მკაცრი ჩვენებით გამოიყენება რთული დაავადებების დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის: ორგანოების სისხლით მომარაგების დარღვევის, ონკოლოგიური დაავადებების, მეტასტაზებისა და სხვათა გამოსავლენად.