/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაგნოსტიკა

როდის და რატომ მატულობს პროლაქტინი?

როდის და რატომ მატულობს პროლაქტინი?
პროლაქტინი პეპტიდური ჰორმონია, რომელიც ჰოპოფიზის წინა წილის ლაქტოტროპული

უჯრედების მიერ გამომუშავდება. მისი ძირითადი ფუნქცია ორსულობის პერიოდში სარძევე ჯირკვლების განივთარება და ლაქტაციის გამოწვევაა. ამასთან, პროლაქტინი უკავშირდება სპეციფიკურ რეცეპტორებს სასქესო ჯირკვლებში, ლიმფოიდურ უჯრედებსა და ღვიძლში.

პროლაქტინის სეკრეცია პულსირებულად ხდება. მისი გამოყოფა სწრაფად იზრდება ძილის, სტრესის, ორსულობის და გულმკერდის კედლის სტიმულაციის დროს, ასევე ტრავმის შემთხვევაში , თუმცა, სწრაფადვე უბრუნდება ჩვეულ მაჩვენებელს. პროლაქტინის ნორმული მაჩვენებლები 25-30 ნგ/მლ ფარგლებში უნდა მერყეობდეს. მაჩვენებლები განსხვავდება ლაბორატორიების მიხედვითაც და არა მხოლოდ ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.

ჰიპერპროლაქტინემია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც იმატებს შრატის პროლაქტინის დონე. ჰიპერპროლაქტინემიას შეუძლია გამოიწვიოს გალაქტორეა (რძის წარმოქმნა და სპონტანური გამოყოფა სარძევე ჯირკვლებიდან) და ნორმალური მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უნაყოფობა, ასევე ერექციული დისფუნქცია კაცებში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰიპერპროლაქტინემიის გამომწვევი მიზეზები პირობითად ორ ჯგუფად იყოფა: ფსიქოლოგიურ და პათოლოგიურ მიზეზებად.

ჰიპერპროლაქტინემია ნორმალური მდგომარეობაა ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში. სხვა შემთხვევაში კი მისი გამოწვევა ჰიპოთალამუსის და ჰოპოფიზის პათოლოგიებს შეუძლია. პროლაქტინის დონის მომატებას იწვევს ნარკოტიკები , ზოგიერთი მცენარეული მედიკამენტი და მძიმე მეტალები. ჰიპერპროლაქტინემია ასევე შეიძლება იყოს მიზეზი სხვა ორგანოების- ღვიძლის, თირკმლის, საკვერცხეების და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების შედეგი.

ნიშნები და სიმპტომები:

ქალებში პროლაქტინის მაღალი დონე იწვევს ჰიპოესტროგენიზმს და შედეგად ანოვულატორულ უნაყოფობას და ოლიგომენორეას. ზოგიერთ ქალში კი შესაძლოა გამოწივიოს მენსტრუალური ციკლის სრული შეწყვეტა - ამენორეა. სხვა შემთხვევებში მენსტრუალური ციკლი ხდება არარეგულარული ან იცვლება მენსტრუალური სისხლდენის ხასიათი. ქალებში, რომლებიც არ არიან ორსულად ან არ იმყოფებიან ლაქტაციის პერიოდში, პროლაქტინის დონის მომატებამ შესაძლოა გამოიწვიოს რძის პროდუქცია სარძევე ჯირკვლებში. ქალების ნაწილს აღენიშნება ლიბიდოს დაქვეითება, ტკივილი სარძევე ჯირკვლების არეში, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროლაქტინის დონე პირველადად იწყებს მომატებას. ამ დროს ჰორმონის ზეგავლენით სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ქსოვილოვანი ცვლილებები იწვევს ტკივილის გამოწვევას. სქესობრივი ცხოვრება შესაძლოა გახდეს არასასიამოვნო ან მტკივნეული, საშოს სიმშრალის განვითარების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ
რაზე მეტყველებს პროლაქტინის მაღალი შემცველობა?

კაცებში ჰიპერპროლაქტინემიის შედეგად განვითრებული ყველაზე ხშირი სიმპტომებია: ლიბიდოს დაქვეითება, სექსუალური დისფუნქცია, ერექციული დისფუნქცია, უნაყოფობა და გინეკომასტია. კაცებში, როგორც წესი, ჰიპერპროლაქტინემიის გამოვლენა უფრო დაგვიანებულ სტადიაზე ხდება, ვიდრე ქალებში, რის გამოც მათი ექიმთან მიმართვის ძირითადი მიზეზი თავის ტკივილი და მხედველობის პრობლემებია ხოლმე, რაც უკვე ჰიპოფიზის ადენომის განვითარების შედეგად გამოწვეულ სიმპტომებს მიეკუთვნება. რაც შეეხება სექსუალურ დისფუნქციას და ლიბიდოს დაქვეითებას, ისინი უმეტეს შემთხვევაში, თანდათან, ნელ-ნელა ვითარდება და ხშირ შემთხვევაში მამაკაცებისთვის ნაკლებად შესამჩნევია. პაციენტების უმეტესობა მხოლოდ მკურნალობის შემდეგ ხვდება, რომ მათ სექსუალური ფუნქციის მხრივ პრობლემები ჰქონიათ.

ჰიპოესტროგენიზმის და ჰიპოანდროგენიზმის შედეგად, ჰიპერპროლაქტინემიამ შესაძლოა გამოიწვიოს ოსტეოპოროზის განვითარება.

გამომწვევი მიზეზები:

ჰიპერპროლაქტინემიის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც დისინჰიბიცია, ასევე პროლაქტინომის მიერ ჰორმონის გაძლიერებული გამოყოფა. სისხლის შრატში პროლაქტინის დონე 1000-დან 5000 მდე მსე/ლ შესაძლოა ორივე მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგრამ 5000 მსე/ლ-ზე მაღალი მაჩვენებელი (200 მგ/ლ-ზე მეტი) ადენომის აქტივობაზე მიგვითითებს. მაკროადენომების (სიმსივნის ზომა 10 მმ.-ზე მეტი) შემთხვევაში კი პროლაქტინის დონე 100,000 მსე/ლ-მდეც კი იმატებს.

პროლაქტინის მაღლი დონე აინჰიბირებს ჰიპოთალამუსიდან გონადოტროპინ-რელიიზინგ ჰორმონის სეკრეციას, რაც თავის მხრივ თრგუნავს ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონის და მალუთეინიზებელი ჰორმონის წარმოქმნას ჰიპოფიზში, რის შედეგადაც მცირდება სასქესო ჰორმონების პროდუქცია (ჰიპოგონადიზმი). ეს მექანიზმი ჰიპერპროლაქტინემიასთან ასოცირებული სიმპტომების უმეტესობის გამომწვევია.

ფისიქოლოგიური ჰიპერსეკრეცია: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, გულმკერდის კედლის სტიმულაცია, ძილი, სტრესი.

ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური ღერძის დაზიანება: სიმსივნეები, ლიმფოციტური ჰიპოფიზიტი, ადენომა, გრანულომა, რატკეს ცისტა, ირადიაცია, ტრავმა.

ჰიპოფიზის აქტივობის მომატება: პროლაქტინომა, აკრომეგალია, ლარონის სინდრომი.

სისტემური დაავადებები: თირკმლის ქრონილური დაავადება, ჰიპოთიროიდიზმი, ციროზი, ეპილეფსია.

მედიკამენტებთან ასოცირებული ჰიპერსეკრეცია: დოფამინის რეცეპტორების ბლოკატორები, დოფამინის სინთეზის ინჰიბიტორები, კატექოლამინების დეფლეტორები, ოპიატები, H2 ანტაგონისტები, იმიპრამინები, სეროტონინის რეცეპტორების ინჰიბიტორები, კალციუმის არხების ბლოკატორები.

ჰორმონ პროლაქტინის პროდუქციის სუპრესიას ჰიპოფიზიდან ახდენს დოფამინი. მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ დოფამინის ეფექტებს, ხდებიან ჰიპოფიზის მიერ პროლაქტინის დიდი დოზით გამომუშავების მიზეზი.

ჰორმონ პროლაქტინის დაუნრეგულაცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დოფამინის ზემოქმედებით ხდება, მის აფრეგულაციას კი ესტროგენი იწვევს.

დიაგნოსტიკა:

ჰიპერპროლაქტინემიის დიაგნოსტიკა მოიცავს კომპლექსურ ჰორმონალურ და დინამიკურ კვლევებს და დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ სიმპტომებსა და მის სამედიცინო ისტორიაზე.

ექიმმა აუცილებლად უნდა განსაზღვროს შრატის პროლაქტინის დონე იმ შემთხვევაში, თუ ქალს აღენიშნება გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან - გალაქტორეა ან არარეგულარული მენსტრუაცია და უნაყოფობა, ხოლო მამაკაცს სექსუალური დისფუნქცია ან ასევე გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან. თუ გამოკვლევის შედეგების მიხედვით დაფიქსირდება პროლაქტინის მომატებული მაჩვენებლები, რეკომედებულია შეფასდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, ასევე გამოირიცხოს სხვა მდგომარეობები და მედიკამენტები, რომელთაც შეუძლიათ პროლაქტინის დონის მომატება.

რენდგენოლოგიურ გამოკვლევას არ შეუძლია მიკროადენომის ვიზუალიზება, თუმცა მაკროადენომა ადვილად დიაგნოსტირდება ამ მათოდით.ყველაზე სენსიტირუტი მეთოდი ჰიპოფიზის სიმსივნის სადიაგნოსტიკოდ მაგნიტურ-რეზინანსული ტომოგრაფიის (MღI) გამოყენებაა. გამოვკვლევებით უნდა შეფასდეს ასევე ჰიპოფიზის ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანება და თვითონ ჰიპოფიზის ფუნქციური მდგომარეობა.

მკრნალობა:

მკურნალობის მეთოდის არჩევა დამოკიდებულია როგორც მდგომარეობის სიმძიმეზე, ასევე სპეციფიკურ ფაქტორებზე, რასაც მიეკუთვნება პაციენტის ასაკი, სამედიცინო ისტორია და ზოგადი ჯანმრთელობა. როგორც ჩატარებული კვლევების შედეგები გვიჩვენებს, შემთხვევათა უმეტესობაში მედიკამენტოზური მკურნალობა ეფექტურია, იშვიათ შემთხვევებში კი დღის წესრიგში დგება ქირურგიული მიდგომის გამოყენების საკითხიც. ამ ყოველივეს გათვალისწინებით კვალიფიციურ სპეციალისტს შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეარჩიოს ჰიპერპროლაქტინემიის სამკურნალოდ მოწოდებული მეთოდებიდან შესაფერისი მათგანი.

აუცილებელია მკურნალობის მსვლელობის პერიოდში, ასევე მისი დასრულების შემდეგ საკონტროლო კვლევების ჩატარება ჰორმონის დონის და ნპაციენტის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად.

სტატიის ავტორები:

თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი

რეზიდენტი: მარიამ ანდღულაძე

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როდის და რატომ მატულობს პროლაქტინი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები