/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაგნოსტიკა

განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე

განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე
ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზი კუჭ-­ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილიდან ფარული სისხლდენის გამოსავლენად ტარდება.

როგორ უნდა მომზადდეს პაციენტი გამოკვლევისთვის:

  • გამოკვლევამდე 72 საათის განმავლობაში გამორიცხეთ რაციონიდან ხორცი, თევზი, მწვანე ბოსტნეული, პომიდორი;
  • კვლევამდე 72 საათის განმავლობაში არ შეიძლება სასაქმებელი პრეპარატების მიღება, რექტალური სანთლების გაკეთება, შეზღუდეთ ნაწლავის პერისტალტიკასა და განავლის შეფერილობაზე მოქმედი მედიკამენტების (რკინა, ბისმუტი) მიღება;
  • კვლევა ტარდება რექტომანოსკოპიისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიდამოს სხვა დიაგნოსტიკური მანიპულაციების ჩატარებამდე.

ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზი მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილიდან ფარული სისხლდენის დიაგნოსტიკისათვის. ასეთი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე დაავადებების, მათ შორის ონკოლოგიურის, ერთ-ერთი ნაადრევი სიმპტომია. ხანგრძლივად არსებული ფარული სისხლდენის დროსაც კი განავალში სისხლის დანახვა როგორც ვიზუალურად, ისე მიკროსკოპულად ძალიან რთულია და ხშირად შეუძლებელიც.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის სისხლდენის დროს იმდენად იცვლება განავლის ფერი, რომ მისი დანახვა ვიზუალურადაც შესაძლებელია. თუ სისხლდენა ნაწლავის ქვედა განყოფილებიდანაა (მსხვილი ნაწლავი, სწორი ნაწლავი), სისხლი ალისფერია, კოლტის ან მინარევის სახით. თუ სისხლდენის წყარო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდანაა (წვრილი ნაწლავი, საყლაპავი, კუჭი), განავლის ფერი შავი, კუპრისფერი ხდება, სისხლსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოცემულ განყოფილებაში პროდუცირებულ განსაკუთრებულ ფერმენტებს შორის რეაქციის გამო.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როგორც წესი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ვიზუალური ნიშნების არსებობისას საჭიროა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.

ფარული სისხლის აღმოჩენა მიანიშნებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებზე, რომლებიც არღვევს ლორწოვანი გარსის მთლიანობას, რა დროსაც კუჭის ან ნაწლავის სანათურში გამოიყოფა მცირე რაოდენობით სისხლი. ეს შეიძლება იყოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, არასპეციფიური კოლიტის, კრონის დაავადების, პოლიპის, ჰელმინთებით ინვაზიის დროს.

რამდენადაც პირველადი სიმსივნე და მეტასტაზი იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის დაზიანებას, უმნიშვნელო ზომების შემეთხვევაშიც კი, კვლევა გამოიყენება პირველ ეტაპზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნის გამოსავლენადაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფარული სისხლის განსაზღვრა მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტიკისთვის, რადგან სწორედ აღნიშნული ნაწილის სიმსივნის დროს ფარული სისხლდენა იწყება ყველაზე ადრეულ სტადიებზე.

განავალში სისხლი შეიძლება მოხვდეს ცხვირიდან, ღრძილებიდან, ხახიდან სისხლდენის დროს, საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან, ეროზიული ეზოფაგიტის, ჰემოროის და სხვა დაავადების დროს, რაც გასათვალისწინებელია ანალიზის შედეგების შეფასებისას.

ანალიზის უფრო სანდო იქნება, თუკი განმეორებით ჩატარდება. ტესტის უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვან ან სიმსივნურ დაზიანებას. მნიშვნელოვანია, რომ შედეგები შეფასდეს სხვა ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებთან ერთად, რადგან თავისთავად ის არ შეიძლება განიხილებოდეს ერთადერთ სადიაგნოზო კრიტერიუმად.

რისთვის იყენებენ კვლევის ამ მეთოდს

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის, რომლებსაც თან ახლავს ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, საყლაპავის, კუჭის, მსხვილი და წვრილი ნაწლავის პირველადი და მეტასტაზირებული სიმსივნე, ნაწლავის ტუბერკულოზი, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ჰელმინთოზი).

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანების ხარისხის შესაფასებლად;
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებების თერაპიის ადეკვატურობის შესაფასებლად;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების სიმძიმისა და პროგნოზის შესაფასებლად.

როდის ინიშნება კვლევა?

  • მუცლის არეში ტკივილის, გულძმარვის, გულისრევისა და ღებინების დროს;
  • კუჭის ხშირი მოქმედებისას ფაფისებრი მასებით, ყაბზობის, მუცლის არეში ტკივილის, წონის კლების, მადის დაკარგვის, სხეულის ტემპერატურის მომატებისას;
  • ინსტრუმენტული მეთოდებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნის გამოვლენისას, ფარული სისხლდენის გამორიცხვის მიზნით;
  • ჰელმინთების აღმოჩენისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის დაზიანების შესაფასებლად;
  • თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს წყლულოვანი დაავადება (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, პოლიპოზი, ნაწლავის ტუბერკულოზი).

დადებითი შედეგი შეიძლება აღინიშნოს:

  • კოლორექტალური კიბო;
  • საყლაპავის, კუჭის, ნაწლავების პირველადი და მეტასტაზური კიბო;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი;
  • ნაწლავის ტუბერკულოზი;
  • ჰელმინთოზი, რომელიც აზიანებს ნაწლავის კედელს;
  • საყლაპავის ვენების გაფართოება ღვიძლის ციროზის და ელენთის ვენის თრომბოფლებიტის დროს;
  • რანდიუ-ოსლერის დაავადება;
  • ეროზიული ეზოფაგიტი;
  • ცხვირიდან სისხლდენა;
  • სტომატიტი, პაროდონტიტი;
  • ჰემოროი.

გამოკვლევაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ცალკეულმა საკვებმა პროდუქტებმა და პრეპარატებმა, რომლებიც განავალს გარკვეულ შეფერილობას აძლევს, ეს კი ცრუ დადებითი რეაქციის მომცემია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები